ჰიდროელევატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროელევატორი – (ბერძ. hudōr წყალი და ლათ. elevo, elevatum მაღლა ამწევი)

1. ჭავლური ტუმბო, რომელიც სითხეებსა და ჰიდრონარევებს იღებს და გადაადგილებს მილგაყვანილობაში. ჰიდროელევატორის მუშაობა დაფუძნებულია საცმისაკენ მიმავალი წყლის ჭავლის ენერგიის გამოყენებაზე. ჰიდროელევატორს არ აქვს მოძრავი ნაწილები და გამოირჩევა კონსტრუქციის სიმარტივით, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ აღემატება 20-25%. გამოიყენება ნივთიერების ტრანსპორტირებისათვის მცირე მანძილზე (100 მ-მდე);
2. ეჟექტორული ტიპის მოწყობილობა (ტუმბო), რომლითაც შესაძლებელია წყლის ამოღება 20 მ-მდე სიღრმის ჭიდან;
3. მოწყობილობა წყლის ასაღებად წყალსატევიდან, რომელიც სახანძრო მანქანას მოშორებულია ჰორიზინტალურად 100 მ, ან შვეულად 20 მ-მდე მანძილით, აგრეთვე ხანძრის ქრობის შედეგად ობიექტზე დაგროვილი წყლის მასის მოსაცილებლად. ჰიდროელევატორით შესაძლებელია წყლის აღება წყლის მცირე წყაროდანაც ფენის სისქით 5-15 სმ. მუშაობს წყლის წატაცების პრინციპზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები