ჰიდროლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროგეოლოგია – მეცნიერება მიწისქვეშა წყლების შესახებ, რომელიც შეისწავლის ამ წყლების წარმოშობას, მიწის ქერქში მათი გავრცელების კანონზომიერებებს, მოძრაობის კანონებს და ქიმიურ შედგენილობას. მიწისქვეშა წყლები ორგვარი თვალსაზრისით შეიძლება იქნას განხილული:

– როგორც სასარგებლო წიაღისეული, რომლის ბაზაზეც წყდება ადამიანთა საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი, სხვადასხვა დანიშნულების წყალმომარაგების ამოცანა;

- როგორც ხელშემშლელი ფაქტორი ნაგებობათა მშენებლობის და მათი შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში.

საინჟინრო–გეოლოგიურ კვლევებში მიწისქვეშა წყლების როლი სწორედ ნეგატიურ ზემოქმედებაში ვლინდება.

ჰიდროგეოლოგია შინაარსობრივად კომპლექსური მეცნიერებაა და მოიცავს ზოგად ჰიდროგეოლოგიას, მიწისქვეშა წყლების დინამიკას, რეგიონულ ჰიდროგეოლოგიას, სწავლებას მინერალური, სამკურნალო, თერმული და სამრეწველო წყლების შესახებ და ა.შ.


წყარო

საინჟინრო გეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები