ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონიბეტონი, რომლის ნარევი მზადდება ცემენტის, წყლისა და წვრილი ქვიშისაგან (სიმსხო ნაკლები 0,16 მმ-ზე), რომლის შემცველობა ნარევში 15%-ია. მათ ემატება წყალდამჭერი (ბეტონიტური თიხა) და მიკროშემვსები (კერამზიტის მტვერი, მიკროკაჟმიწა, წანატაცნაცარი და სხვ.). ასეთ ბეტონს მაღალი დენადობა აქვს და ჩაწყობისას არ საჭიროებს მექანიკურ ზემოქმედებას, ამიტომ მას მიზანმიმართულად იყენებენ თხელკედლიან, ჭარბად დაარმირებულ, რთული კონფიგურაციის კონსტრუქციაში, სადაც ბეტონის ჩაწყობა რთულია, აგრეთვე წყლის არხის მონოლითური მოპირკეთებისათვის, სარწყავი სისტემის ანაკრები კონსტრუქციის დამზადებისათვის და სხვ. ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონი ორგანული მინერალების დანამატით (სუპერ- და ჰიპერპლასტიფიკატორით), საშუალებას იძლევა შემცირდეს წყლის ხარჯი არანაკლებ 20%-ით, ამაღლდეს ბეტონის სიმტკიცე ორი მარკით ან შემცირდეს ცემენტის ხარჯი 15-35%-ით, მივიღოთ დუღაბი კონუსის განშლით 180-260 მმ და ბეტონი კონუსის ჯდომით 20-24 სმ და მეტი, შენარჩუნდეს წყალცემენტის ფარდობა, შემცირდეს შრომატევადობა ვიბრირების გამორიცხვით, გაიზარდოს ყინვამედეგობა 25-40%-ით, წყალუჟონადობა – 2-4 საფეხურით, ამაღლდეს ბეტონისა და რკინაბეტონის მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები