ნატურალური ლოგარითმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰიპერბოლური ლოგარითმი-დან)
ჰიპერბოლური ლოგარითმი – იგივეა, რაც ნატურალური ლოგარითმი.
ნატურალური ლოგარითმი – ლოგარითმი, რომელსაც ფუძედ აქვს ტრანსცენდენტური რიცხვი e; (e = 2,718281828...)
ნატურალური ლოგარითმი ასე აღინიშნება: ln
ნატურალურ ლოგარითმს უკავშირებენ ნეპერის სახელს, მაგრამ ლოგარითმების ცხრილი e ფუძით შედგენილ იქნა თითქმის ერთდროულად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რამდენიმე მათემატიკოსის მიერ (ნეპერი, ბრიგი, ბიურგი და სხვ.).
ნატურალურ ლოგარითმს ზოგჯერ ჰიპერბოლურ ლოგარითმს უწოდებენ.
ნატურალურ ლოგარითმს ფართოდ იყენებენ უმაღლეს მათემატიკაში და მის მოსაზღვრე დისციპლინებში.