ჰიპერიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერიდე – (389-322), ძველი ბერძენი პოლიტიკოსი და ორატორი. დემოსთენესთან ერთად მაკედონიის მოწინააღმდეგე მებრძოლი, სამოსამართლო და პოლიტიკური რიტორიკის წარმომადგენელია; მას 77 სიტყვა მიეკუთვნება, მაგრამ XIX საუკუნემდე არც ერთი მისი სოტყვა ცნობილი არ იყო. 1847 წლიდან ეგვიპტის განძებს შორის იპოვეს ჰიპერიდეს სიტყვათა შემცველი პაპირუსები. ამჟამად მოგვეპოვება მისი ექვსი სიტყვა: „დემოსთენეს წინააღმდეგ” (როდესაც დემოსთენე პასუხისგებაში მისცეს სახელმწიფო ფულების გაფლანგვისათვის, ჰიპერიდე გამოვიდა მის წინააღმდეგ), „ლიკოფრონისთვის” და სხვები.



წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები