ჰიპერტროფიული რინიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქირურგიული ოპერაციის დროს მოკვეთილი ქვედა ნიჟარები

ჰიპერტროფიული რინიტი — უფრო სწორი იქნება, ეს პათოლოგია მოვიხსენიოთ როგორც ცხვირის ლორწოვანის მუდმივი ჰიპერტროფია.

განვითარების მექანიზმები ვაზომოტორულ და ქრონიკულ ანთებით პროცესებს ეყრდნობა.

გავრცელებით, დიფუზური ან ლოკალურია და ძირითადად, ცხვირის ქვედა ნიჟარებს მოიცავს. თუმცა, შესაძლოა შუა ნიჟარებზეც ვრცელდებოდეს.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

სასმელი, ნიკოტინი, მტვერი, ქიმიური გარემო და, რაც მთავარია, ვაზოკონსტრიქტორების ხშირი გამოყენება.

ექიმთან მიმართვის ძირითად მიზეზს ცხვირის ქრონიკული გაჭედვა, სურდო, უკანა რინორეა, თავის ტკივილი, ყურების დაგუბება, ფარინგიტები წარმოადგენს.

რინოსკოპიისას ვხედავთ: ცხვირის ვარდისფერი ფერის ჰიპერტროფიულ ლორწოვანს. სეკრეტი საკმაოდ მომატებულია. ასევე, შესაძლოა დახორკლილი, სიმსივნის მაგვარი ციანოზური ლორწოვანის არსებობა რაც, როგორც წესი, მედიკამენტოზური რინიტის გამო ხდება. გამოუცდელი თვალი შესაძლოა შეცდეს და დისპლაზიური ახალწარმონაქმნი მოეჩვენოს.

ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ენდოსკოპიური კვლევა და შესაძლოა ბიოფსიაც, რათა გამოვრიცხოთ ნეოპლაზია, ტუბერკულოზი ან გრანულომატოზი.

მკურნალობა

პირველ რიგში, საჭიროა ვაზოკონსტრიქტორების ხმარებიდან ამოღება და მათი სტეროიდული პრეპარატებით (Etacid,Dymista) ჩანცვლება თუ ეს მოხერხდა, რასაკვირველია.

შემდეგ, ზოგი მიმართავს ლაზერულ ან თერმულ კოაგულაციას. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დიდი ხნის პროცესთან, განსაკუთრებით საქართველოში, ქვედა ტურბინექტომია ან ტურბინოპლასტიკა გარდაუვალი შეიძლება გახდეს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები