ჰიპოდერმატიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპოდერმატიდები – (Hypodermatidae; ბერძნ. hypo ქვეშ + derma კანი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს), კანქვეშა ბორების ოჯახი; მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ გვარებს - Hypoderma (ჰიპოდერმები), Oedemagena და Crivellia.
სახეობები:
- Oedemagena tarandi (ბერძნ. oedema სიმსივნე + genos გვარი, წარმოშობა + tarandus ირემი) – ედემაგენოზის აღმძვრელი ლარვული ფორმები, რომლებიც ჩრდილოეთის ირმების ორგანიზმში პარაზიტობენ;
- Crivellia silenus (ლათ. sileo სიჩუმე) – კრიველიოზის აღმძვრელი ლარვული ფორმები, რომლებიც შინაური თხის, ნიამორის (გარეული თხა), იშვიათად ცხვრისა და მუფლონის ორგანიზმში პარაზიტობენ. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში.