ჰიტლი ბაწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიტლი ბაწა / გეტლი ჰვალა (ღოდ. Гьикьи бацIа – „ქვედა მგელი“, ახვ. Гекьи гьвала – „ქვედა მობაგირე“) – ბაგირზე მოსიარულეთა წარმოდგენების ხუმარა ბერიკა ღოდობერელებსა და ახვახელებში; ეცვა გადმობრუნებული ტყაპუჭი, თავზე ჩამოცმული ჰქონდა თხის რქებიანი შავი ქეჩის ნიღაბი, ქამარზე ეკიდა ფქვილითა და ნაცრით სავსე ორი პატარა ჩანთა, ხელში ეჭირა ჯოხი; ცდილობდა ამოუცნობი ყოფილიყო, რისთვისაც, გარეგნობასთან ერთად, ხმასაც იცვლიდა. ბერიკას მთავარი ამოცანას შეადგენდა მხიარული ატმოსფეროს შექმნა და, ყურადღების მასზე გადატანის გზით, ბაგირზე მოსიარულეთა დაცვა „ავი თვალისგან“. საამისოდ იგი, არტისტული მონაცემების დემონსტრირების გარდა, არ ერიდებოდა მაყურებლისთვის ფქვილისა და ნაცრის შეყრასაც. ხალხი ამას გაგებით ეკიდებოდა და ფულით ან სხვა ნატურალური ფასეულობით აჯილდოებდა.


ლიტერატურა

  • Шахбанова М. М. Этническая идентичность малочисленных дагестанских народов (на примере андо-цезской группы). Махачкала, 2012;
  • Сефербеков Р. И., Алигаджиева З. А. Мифологические персонажи годоберинцев: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение, 2013, № 4.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები