ჰოროვიცი ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვლადიმერ ჰოროვიცი – (18. სექტემბერი 1904, ბერდიჩევი – 5 ნოემბერი 1989, ნიუ-იორკი), ამერიკელი პიანისტი. ვ, პუხალსკისა და ფ. ბლუმენფელდის მოწაფე. დაამთავრა კიევის კონსერვატორია 1921). ბავშვობიდან ბევრს უკრავდა რუსეთის ქალაქებში. 1924 შემოდგომით კონცერტები გამართა თბილისში, 11. ნოემბერს დაუკრა ვ. სარაჯიშვილის პანაშვიდზე. 1928-იდან ცხოვრობდა აშშ-ში. ჰოროვიცი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ვირტუოზი პიანისტია, რომლის შესრულება გამოირჩეოდა დიდი ტემპერამენტით, დინამიკით. ჰოროვიცის რეპერტუარში მთავარი ადგილი ეკავათ ლისტის, შოპენის, ჩაიკოვსკის, მოცარტის, სკრიაბინის, რახმანინოვის, სკარლატის ნაწარმოებებს. ავტორია ვირტუოზული დამუშავებებისა ფორტეპიანოსათვის. მისი მოწაფე იყო ბ. ჯაინისი. 1986 გასტროლები გამართა სსრკ-ში.