ჰოუგართის მემორანდუმი 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოუგართის მემორანდუმი 1918 – დოკუმენტი, რომელიც ქ. ჯიდაში (ჰიჯაზი) 4.I. დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელით მეფე ჰუსაინს გადასცა პროფესორმა ჰოუგართმა, რომელსაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა კაიროში ბრიტანეთის დაზვერვაში.

მემორანდუმის ძირითადი მიზანი იყო არაბთა შენარჩუნება ანტანტის მხარეზე, რადგანაც არაბულმა საზოგადოებამ, გაეცნო რა ბალფურის დეკლარაციას 1917 და საიქს-პიკოს 1916 (საიდუმლო) ხელშეკრულებას, მოინდომა ომიდან გამოსვლა და თურქეთთან სეპარატული ხელშეკრულების დადება. მემორანდუმი შეიცავდა ზოგად დაპირებებს არაბთა შესაძლებელი გაერთიანებისა და „ერის ფორმირების“ შესახებ. მემორანდუმი იძლეოდა ბალფურის დეკლარაციის თავისებურ განმარტებასაც. თითქოს პალესტინის ტერიტორიაზე „არც ერთი ხალხი არ დაემორჩილება მეორეს“. ამასთან, მემორანდუმი რეკომენდაციას აძლევდა არაბებს, ეთანამშრომლათ სიონისტებთან და თან გამორიცხავდა პალესტინის შეყვანას არაბთა სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც ჰუსაინს ინგლისელები ჰპირდებოდნენ. ჰუსაინმა მხედველობაში მიიღო მემორანდუმი, მაგრამ არ დამალა, რომ მოითხოვდა პალესტინის პრობლემის გადასინჯვას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები