„ორი ჩინეთის“ კონცეფცია
„ორი ჩინეთის“ კონცეფცია – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ აშშ-ის პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ასახავდა აშშ-ის მისწრაფებას, არ დაეშვა კუნძულ ტაივანის ფაქტობრივი გადასვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ.
აშშ-მა, რომელმაც უარი თქვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცნობაზე, 1950 წლის ივნისში მოახდინა კუნძულ ტაივანის ოკუპაცია, სადღაც დაფუძნდნენ ჩინეთის კონტინენტური ნაწილიდან განდევნილი გომინდანელები. 1954 აშშ-სა და გომინდანის რეჟიმს შორის ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება „ურთიერთ თავდაცვის“ შესახებ, რომელმაც მოახდინა კუნძულის ამერიკული ოკუპაციის ლეგალიზება და უზრუნველყო ე.წ. „ჩინეთის რესპუბლიკის” – „მეორე რესპუბლიკის არსებობის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიები. კონცეფცია მიზნად ისახავდა ტაივანზე დამოუკიდებელი „ჩინური სახელმწიფოს“ არსებობის „დაკანონებას“. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით და „ჩინეთის რესპუბლიკასთან“ ასეთი ურთიერთობების გაწყვეტით. 1979 წლის იანვარში აშშ-მა უარი თქვა „ორი ჩინეთის“ კონცეფციაზე და ტაივანი აღიარა ჩინეთის ნაწილად, თუმცა შეინარჩუნა „არაოფიციალური“ კავშირები ტაივანთან (მათ შორის იარაღის მიწოდება), რაც განმტკიცდა აშშ-ის კონგრესის მიერ 10.IV.1979 მიღებული კანონით ტაივანთან ურთიერთობის შესახებ.