რიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 13: ხაზი 13:
 
მდინარე რიონი ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკული და ირიგაციული დანიშნულებით.  
 
მდინარე რიონი ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკული და ირიგაციული დანიშნულებით.  
  
 +
რიონი ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში. როგორც ისტორიული კოლხეთის უმნიშვნელოვანეს არტერიას, რიონს მუდამ წამყვანი ადგილი ეკავა იმ საერთაშორისო სავაჭრო მიმოქცევაში, რომელსაც კოლხეთისა და იბერიის სამეფოები ეწეოდნენ დასავლეთის
 +
(მცირე და წინა აზია), აგრეთვე აღმოსავლეთის (მტკვრის აუზში გადანაცვლებით) ქვეყნებთან (ირან-ინდოეთი, ჩინეთი).
  
 +
==== სახელწოდება ====
 +
რიონი ძველ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან (მემნონი, პლინიუსი, პტოლომეოსი, პროკოპი კესარიელი, პლუტარქე, სტრაბონი) სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი: როანი, რეონი, ფაზისი!ფასისი. პლუტარქეს ერთ-ერთი ცნობის მიხედვით „ფასისი სკვითიის მდინარეა, იგი ქალაქს (ე.ი. ფასისს, გვიანდელ ფოთს, გ.ბ.) ჩამოუდის“. ეს ცნობა, მართალია, ერთგვარ უზუსტობას შეიცავს - კოლხეთი სკვითიასთან არის გაიგივებული, მაგრამ მდ. ფასისი რომ რიონია, ხოლო „ქალაქი“ კი – ფოთი, აშკარაა რიონს ფაზისს || ფასისს უწოდებდა სტრაბონიც. პლინიუსის ნაწერებში როანი გვხვდება, პროკობი კესარიელის თხზულებებში კი – რეონი. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, მდინარის სახელწოდება ფასისი ბერძნებს შეუქმნიათ კავკასიონის მთიანეთში არსებული ფასის მთის სახელის მიხედვით; აქედან გამოედინება რიონის ერთ-ერთი სათავე. რაც შეეხება რეონს,როანს და თვით რიონს, მათ შესახებ მეცნიერთა შორის სხვადასხვა თვალსაზგრისია გავრცელებული. სპეციალისტთა ერთი ნაწილი სახელწოდებაში გამოყოფს -ერ -ორ- არ -რ- სეგმენტს ([[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალს]]), რომელიც ძველ ინდოევროპულ ენათა მასალის მიხედვით „დენას“, „მოძრაობას“, „სველს“, „სისველეს“ „ხევს „წყალს“, „მდინარეს“ და სხვა ზოგადი შინაარსის ჰიდროლოგიურ ცნებებს უკავშირდება. ცნობილია, აგრეთვე, თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც რიონი თურმე უკავშირდება ინდოევროპულსავე რო-, რუდ- სიტყვებს, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ, აგრეთვე, სპარსულ, ენაში „მდინარეს“, „არხს“, „თხრილს“, „ხევს“ აღნიშნავს. ამ ძირთაგან მიღებულად ითვლება ევროპის ცნობილი მდინარეების რაინისა და რონას სახელწოდებანი.
  
 +
ქართული ტოპონიმიის ენთუზიასტი მკვლევარი კ. ჰანი ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში მიუთითებდა, რომ რიონი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან რიო („დენა“, „მდინარება“) ან სვანური რიენ ფორმისაგან, რაც ზოგადად „დიდ მდინარეს“ ნიშნავსო. 1970-იან წლებში გამოითქვა კიდევ ერთი განსხვავებული თვალსაზრისი რიონის ლათინური რიო „მდინარე“ სიტყვისაგან წარმომავლობის თაობაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორი რიონის [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიისას]] რატომღაც სათვალავში არ აგდებს [[ჰიდრონიმი]]ს მეორე -ონ-||-ნ- სეგმენტს, რომლის განმარტების გარეშე შეუძლებელია პირველი ფუძის სწორი, მეცნიერულად სარწმუნო და გასაზიარებელი თვალსაზრისის გამომუშავება. მართალია, ამგვარ სეგმენტაციას (სახელწოდების ორ ფუძედ დაყოფას) პირველად [[ნიკო მარი|ნ. მარმა]] მიმართა (თუმცა მან ორივე ფუძე სატომო სახელად ჩათვალა), მაგრამ, ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს იმაში დარწმუნება, რომ ჰიდრონიმ რიონის ამ გზით ახსნა გაუმართლებელია; სულ რომ არაფერი, მოულოდნელია მდინარის სახელის პირველი ფუძე რი- (–რიჰ-) ეტრუსკულიდან მომდინარე სიტყვა იყოს, -ონ კი – იონურიდან. ქართულ ტოპონიმიაში მსგავსი ენობრივი
 +
წარმონაქმნები არც ძველად და არც შემდგომ არასოდეს გექონია.
  
 
+
საინტერესოა, რომ მდინარე რიონის ეტიმოლოგიზაცია ქართულ ენობრივ მასალაზე დაყრდნობით პირველად [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტი ბაგრატიონმა]] სცადა. მართალია, ვახუშტისეული განმარტებანი სიზუსტით და თანმიმდევრობით არ გამოირჩევიან – ერთ შემთხვევაში მკვლევარი მდინარის სახელწოდებას სოფელ რიონს უკავშირებს („ხოლო სახელი მოიგო მდინარემან რიონმან დაბის რიონის გამო…“), მეორე შემთხვევაში ამოსავლად დაბა ონი არის ჩათვლილი, მესამე შემთხვევაში კი წყლის სწრაფი დინება გამხდარა სახელწოდების მოტივი („რიონ და ჩქარა დინებამან…“), მაგრამ ქართულ ენობრივ მასალაზე ყურადღების გადატანა თავისთავად მნიშვნელოვან მომენტად უნდა ჩაითვალოს. ვინ იცის, ეგებ ჰიდრონიმ რიონის წარმოქმნა მართლაც [[ქართველური ენები|ქართველურ ენათა]], პირველ რიგმი – [[სვანური ენა|სვანური]]ს – მონაცემებთან იყოს დაკავშირებული და ამ „თავსატეხის“ ახსნა სწორედ ქართველური ენების მასალის გათვალისწინებით გახდეს შესაძლებელი.
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]
 
* მდინარე რიონის მოკლე ჰიდროგრაფიული დახასიათება  
 
* მდინარე რიონის მოკლე ჰიდროგრაფიული დახასიათება  
 +
* [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია: მდინარეები]]
 
[[კატეგორია: მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:მდინარეები სამეგრელოში ]]
 
[[კატეგორია:მდინარეები სამეგრელოში ]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]

20:55, 26 მაისი 2024-ის ვერსია

რიონი

რიონი (ფაზისი) – მდინარე დასავლეთ საქართველოში, მისი სიგრძეა 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან.

მდინარის სიგრძე 327 კმ, საშუალო ქანობი 7,2 ‰, წყალშემკრები აუზის ფართობი, რომლის საშუალო სიმაღლეა 1084 მ, 13 400 კმ2-ის ტოლია. მდინარის ძირითადი შენაკადებია: ჯეჯორა (სიგრძით 50 კმ), ყვირილა (140 კმ), ხანისწყალი (57 კმ), ცხენისწყალი (176 კმ), ნოღელა (59 კმ), ტეხური (101 კმ), ცივი (60 კმ).

მდინარის წყალშემკრებ აუზს დასავლეთ საქართველოს ნახევარი უკავია. მისი უდიდესი ნაწილი (68%) მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარის აუზის 13% აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, ხოლო დანარჩენი 19% კოლხეთის დაბლობზეა.

აუზის მთიანი ნაწილი 3000 მეტრზე მაღლაა. ეს ნაწილი ძლიერ დანაწევრებულია შენაკადების ხეობებით და ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული მყინვარული რელიეფის ფორმებით. აუზის დაახლოებით 12% დაფარულია მყინვარებით და მუდმივი თოვლით.

მდინარე რიონი იკვებება მყინვარების, თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით, მაგრამ ძირითადად საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობით და წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. მდინარეზე მაქსიმალური ჩამონადენი აღინიშნება გაზაფხულზე (IV-VI), როდესაც ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 38,8%. შემოდგომაზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 18%, ხოლო ზამთარში 19,7%. წლიური ჩამონადენის განაწილება თვეებს შორის მეტად არათანაბარია. მაქსიმალური ჩამონადენი ჩვეულებრივ მაისის თვეში აღინიშნება და წლიური ჩამონადენის 13,9% შეადგენს, მინიმალური ჩამონადენი კი იანვარში ფიქსირდება და წლიური ჩამონადენის მხოლოდ 5%-ს უტოლდება.

მდინარე რიონი ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკული და ირიგაციული დანიშნულებით.

რიონი ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში. როგორც ისტორიული კოლხეთის უმნიშვნელოვანეს არტერიას, რიონს მუდამ წამყვანი ადგილი ეკავა იმ საერთაშორისო სავაჭრო მიმოქცევაში, რომელსაც კოლხეთისა და იბერიის სამეფოები ეწეოდნენ დასავლეთის (მცირე და წინა აზია), აგრეთვე აღმოსავლეთის (მტკვრის აუზში გადანაცვლებით) ქვეყნებთან (ირან-ინდოეთი, ჩინეთი).

სახელწოდება

რიონი ძველ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან (მემნონი, პლინიუსი, პტოლომეოსი, პროკოპი კესარიელი, პლუტარქე, სტრაბონი) სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი: როანი, რეონი, ფაზისი!ფასისი. პლუტარქეს ერთ-ერთი ცნობის მიხედვით „ფასისი სკვითიის მდინარეა, იგი ქალაქს (ე.ი. ფასისს, გვიანდელ ფოთს, გ.ბ.) ჩამოუდის“. ეს ცნობა, მართალია, ერთგვარ უზუსტობას შეიცავს - კოლხეთი სკვითიასთან არის გაიგივებული, მაგრამ მდ. ფასისი რომ რიონია, ხოლო „ქალაქი“ კი – ფოთი, აშკარაა რიონს ფაზისს || ფასისს უწოდებდა სტრაბონიც. პლინიუსის ნაწერებში როანი გვხვდება, პროკობი კესარიელის თხზულებებში კი – რეონი. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, მდინარის სახელწოდება ფასისი ბერძნებს შეუქმნიათ კავკასიონის მთიანეთში არსებული ფასის მთის სახელის მიხედვით; აქედან გამოედინება რიონის ერთ-ერთი სათავე. რაც შეეხება რეონს,როანს და თვით რიონს, მათ შესახებ მეცნიერთა შორის სხვადასხვა თვალსაზგრისია გავრცელებული. სპეციალისტთა ერთი ნაწილი სახელწოდებაში გამოყოფს -ერ -ორ- არ -რ- სეგმენტს (მარცვალს), რომელიც ძველ ინდოევროპულ ენათა მასალის მიხედვით „დენას“, „მოძრაობას“, „სველს“, „სისველეს“ „ხევს „წყალს“, „მდინარეს“ და სხვა ზოგადი შინაარსის ჰიდროლოგიურ ცნებებს უკავშირდება. ცნობილია, აგრეთვე, თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც რიონი თურმე უკავშირდება ინდოევროპულსავე რო-, რუდ- სიტყვებს, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ, აგრეთვე, სპარსულ, ენაში „მდინარეს“, „არხს“, „თხრილს“, „ხევს“ აღნიშნავს. ამ ძირთაგან მიღებულად ითვლება ევროპის ცნობილი მდინარეების რაინისა და რონას სახელწოდებანი.

ქართული ტოპონიმიის ენთუზიასტი მკვლევარი კ. ჰანი ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში მიუთითებდა, რომ რიონი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან რიო („დენა“, „მდინარება“) ან სვანური რიენ ფორმისაგან, რაც ზოგადად „დიდ მდინარეს“ ნიშნავსო. 1970-იან წლებში გამოითქვა კიდევ ერთი განსხვავებული თვალსაზრისი რიონის ლათინური რიო „მდინარე“ სიტყვისაგან წარმომავლობის თაობაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორი რიონის ეტიმოლოგიისას რატომღაც სათვალავში არ აგდებს ჰიდრონიმის მეორე -ონ-||-ნ- სეგმენტს, რომლის განმარტების გარეშე შეუძლებელია პირველი ფუძის სწორი, მეცნიერულად სარწმუნო და გასაზიარებელი თვალსაზრისის გამომუშავება. მართალია, ამგვარ სეგმენტაციას (სახელწოდების ორ ფუძედ დაყოფას) პირველად ნ. მარმა მიმართა (თუმცა მან ორივე ფუძე სატომო სახელად ჩათვალა), მაგრამ, ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს იმაში დარწმუნება, რომ ჰიდრონიმ რიონის ამ გზით ახსნა გაუმართლებელია; სულ რომ არაფერი, მოულოდნელია მდინარის სახელის პირველი ფუძე რი- (–რიჰ-) ეტრუსკულიდან მომდინარე სიტყვა იყოს, -ონ კი – იონურიდან. ქართულ ტოპონიმიაში მსგავსი ენობრივი წარმონაქმნები არც ძველად და არც შემდგომ არასოდეს გექონია.

საინტერესოა, რომ მდინარე რიონის ეტიმოლოგიზაცია ქართულ ენობრივ მასალაზე დაყრდნობით პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა სცადა. მართალია, ვახუშტისეული განმარტებანი სიზუსტით და თანმიმდევრობით არ გამოირჩევიან – ერთ შემთხვევაში მკვლევარი მდინარის სახელწოდებას სოფელ რიონს უკავშირებს („ხოლო სახელი მოიგო მდინარემან რიონმან დაბის რიონის გამო…“), მეორე შემთხვევაში ამოსავლად დაბა ონი არის ჩათვლილი, მესამე შემთხვევაში კი წყლის სწრაფი დინება გამხდარა სახელწოდების მოტივი („რიონ და ჩქარა დინებამან…“), მაგრამ ქართულ ენობრივ მასალაზე ყურადღების გადატანა თავისთავად მნიშვნელოვან მომენტად უნდა ჩაითვალოს. ვინ იცის, ეგებ ჰიდრონიმ რიონის წარმოქმნა მართლაც ქართველურ ენათა, პირველ რიგმი – სვანურის – მონაცემებთან იყოს დაკავშირებული და ამ „თავსატეხის“ ახსნა სწორედ ქართველური ენების მასალის გათვალისწინებით გახდეს შესაძლებელი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები