არხილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არხილოსკალო“ გადაიტანა გვერდზე „არხილო“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''არხილო, არხილოსკალო''' –  სოფელი [[საქართველო]]ში, [[კახეთი|კახეთში]], შირაქში (დედოფლისწყაროს რ.).  
 
 +
==== სახელწოდება ====
 
ამ ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე ხალხის მეხსიერებას დღემდე შემოუნახავს ერთი ამაზრზენი გადმოცემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავბედით ისტორიას უკავშირდება: „ერთხელ მთელი შირაქი თათრებს დაუჭერიათ. დიდსა და პატარას თურმე მუსრს ავლებენ. ეს სოფელი რო აუღიათ, თუ სადმე ძუძუთა ბავშვი უნახიათ, მოუყვანიათ და სოფლის კალოზე დაუყრიათ. მერე შეუბამთ ცხენები დაკოხილ კევრებში და მთელი ეს თოთო ბავშვები ძნასავით მოულეწიათ. იმათი წივილ-კივილი თურმე ცასა სწვდება. ერთი გაგიჟებული ქალი გადასდგომია წინ ვიღაც მგზავრსა და დაუწყია ზიდილი, რო ასეა და ასეა ჩვენი საქმეო და იქითკე არ გაიხედო, არ იხილო კალოო, ცოდვის კალოაო“. ამიტო დაურქმევიათ სოფლისთვისაც არხილოსკალო“ (შოთა ჩარბოდაშვილი, სოფ. ქვემო ქედი).  
 
მიმდინარე ცვლილება 01:31, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

არხილო, არხილოსკალო – სოფელი საქართველოში, კახეთში, შირაქში (დედოფლისწყაროს რ.).

[რედაქტირება] სახელწოდება

ამ ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე ხალხის მეხსიერებას დღემდე შემოუნახავს ერთი ამაზრზენი გადმოცემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავბედით ისტორიას უკავშირდება: „ერთხელ მთელი შირაქი თათრებს დაუჭერიათ. დიდსა და პატარას თურმე მუსრს ავლებენ. ეს სოფელი რო აუღიათ, თუ სადმე ძუძუთა ბავშვი უნახიათ, მოუყვანიათ და სოფლის კალოზე დაუყრიათ. მერე შეუბამთ ცხენები დაკოხილ კევრებში და მთელი ეს თოთო ბავშვები ძნასავით მოულეწიათ. იმათი წივილ-კივილი თურმე ცასა სწვდება. ერთი გაგიჟებული ქალი გადასდგომია წინ ვიღაც მგზავრსა და დაუწყია ზიდილი, რო ასეა და ასეა ჩვენი საქმეო და იქითკე არ გაიხედო, არ იხილო კალოო, ცოდვის კალოაო“. ამიტო დაურქმევიათ სოფლისთვისაც არხილოსკალო“ (შოთა ჩარბოდაშვილი, სოფ. ქვემო ქედი).

სინამდვილეში არხილოსკალოს ამ ტრაგიკულ ამბავთან საერთო არაფერი აქვს. არხილო, ჩვენი ღრმა რწმენით, ბაცბური წარმოშობის სახელია და ქართულად ნიშნავს: „არხ-თანა“; არხის პირას მდებარე საძოვრები“; „მინდვრები, სადაც არხი ყოფილა გაყვანილი“. ეს სახელწოდება შერქმეული ჩანს ამ ადგილებში მომთაბარე მწყემსი წოვა-თუშების მიერ, რომელთაც თავიანთი ცხვრის ფარები ზამთრობით შირაქის საძოვრებზე დაუდიოდათ და ახლაც დაუდით. არხილო, მაშასადამე, ისევეა ნაწარმოები ბაცბური -ლო სუფიქსით, როგორც ომა -ლო. დი-ლო, დართ-ლო და სხვ. მრავალი.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები