ბათუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ბათუმი''' – სანავსადგურო [[ქალაქი]] [[საქართველო]]ში, [[აჭარა|აჭარის]] ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. კლიმატური კურორტი შავ ზღვაზე, ერთი ულამაზესი ქალაქთაგანი.  
 
'''ბათუმი''' – სანავსადგურო [[ქალაქი]] [[საქართველო]]ში, [[აჭარა|აჭარის]] ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. კლიმატური კურორტი შავ ზღვაზე, ერთი ულამაზესი ქალაქთაგანი.  
  
 +
==== სახელწოდება ====
 
ბათუმი პირველად ძველ ბერძნულ წყაროებში არის მოხსენიებული ბათეა||ბათოს ფორმით, ნახსენებია იგი ძვ. წ. IV ს-ში მომხდარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ამბებთან დაკავშირებით.
 
ბათუმი პირველად ძველ ბერძნულ წყაროებში არის მოხსენიებული ბათეა||ბათოს ფორმით, ნახსენებია იგი ძვ. წ. IV ს-ში მომხდარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ამბებთან დაკავშირებით.
  

მიმდინარე ცვლილება 19:20, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ბათუმი

ბათუმი – სანავსადგურო ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. კლიმატური კურორტი შავ ზღვაზე, ერთი ულამაზესი ქალაქთაგანი.

[რედაქტირება] სახელწოდება

ბათუმი პირველად ძველ ბერძნულ წყაროებში არის მოხსენიებული ბათეა||ბათოს ფორმით, ნახსენებია იგი ძვ. წ. IV ს-ში მომხდარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ამბებთან დაკავშირებით.

მდინარე ბათისი აქვს მოხსენიებული გამოჩენილ რომაელ მოგზაურსა და ისტორიკოსს ფლავიუს არიანეს (II ს-ის I ნახ.) სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს ბათის- ფორმა არის ჩადებული დღევანდელ ბათუმ-ში, ბათის-ად კი მდ. ყოროლისწყალს სახავენ.

ტოპონიმ ბათუმის წარმოშობას არაერთი სპეციალისტი შეხებია. მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრს ემხრობა, რომ ბათუმი ძველი ბერძნული ბათის ლიმენი-საგან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „ღრმა უბე“, „ღრმა ნავსადგური“. (ა. ხახანაშვილი, ნ. მარი, კ. ჰანი, ვ. ნიკონოვი, მ. ბოდნარსკი, ჯ. კოკოვი, მ. მელხეევი, გ. გეხტმანი, გ. ზარდალიშვილი, ვ. მესხი.).

ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ს. ყაუხჩიშვილმა პირველმა სცადა ტოპონიმ ბათუმის ქართველურ ენათა მასალაზე დაყრდნობით ახსნა. მან, კერძოდ, სახელწოდება ბათუმში მაწარმოებელ სუფიქსად გამოყო -ომ ელემენტი (ის, რაც თორთ-ომ, წრ-ომ, ბორჯ-ომ. ტიპის სახელებში დასტურდება), ძირისეული ბათ- კი სვანური ბაჩ- სიტყვისაგან მომდინარე ფორმად მიიჩნია, რაც ქვას (კლდე) ნიშნავს. ამ ვარაუდისაკენ მკვლევარს, ჩანს, იმ ფაქტმა უბიძგა, რომ ზოგიერთ წყაროში ბათუმი ძვ. პეტრასთან არის გაიგივებული, ბერძნული პეტრა კი ქართულად ქვას ნიშნავს. ს. ჯანაშიამ ეს ვარაუდი არ გაიზიარა და შენიშნა, პეტრა ძველად ბათუმს კი არა, ციხისძირს ერქვაო.

1950-იან წლებში ს. ყაუხჩიშვილმა თავისი ვარაუდი უფრო კონკრეტულად წარმოადგინა და განაცხადა, რომ ბათის-||ბათჳს- ფორმა წარმოშობით ქართული სიტყვაა, მაგრამ გააზრებულია ბერძნულად როგორც ბათუს „ღრმა“.

თვალსაზრისი ბათ-ომ-ის სვანურ ბAaa.PNGჩ („ქვა“) სიტყვასთან დაკავშირების თაობაზე ამჟამად ქართველ სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ თითქოს გაზიარებულია. ბათუმის, როგორც ერთ-ერთი უძველესი, ენათმეცნიერული თვალსაზრისით ფრიად საინტერესო ტოპონიმის, შინაარსობრივი მხარის გარკვევას დიდი ყურადღებით ეკიდებიან აჭარელი ლინგვისტები და ისტორიკოს-არქეოლოგები. ა. ინაიშვილი, მაგალითად, დაწვრილებით მიმოიხილავს საკითხს ბათის-ყოროლისწყლის ურთიერთკავშირის თაობაზე და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ყოროლ- ფუძე შეიძლება დავუკავშიროთ ყორონ- (ყორე) სიტყვას, რომელიც ქვიან ადგილად გაიაზრებაო. ამგვარი დასკვნით ა. ინაიშვილმა ფაქტობრივად აღიარა ბათუმის ბAaa.PNGჩ („ქვა“) სიტყვისაგან მომდინარეობის შესაძლებლობა.

ხ. ახვლედიანმა თითქოს ერთგვარად მხარი დაუჭირა ცნობილ ვერსიას ბათუმის თურქული ბათთუმ („საფლობი“, „ჩაფლობა“) სიტყვისაგან მომდინარეობას. სხვათა შორის ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვითაც ტოპონიმ ბათუმის წარმოშობა ამ თურქულ ბათ თუმ სიტყვასთან ყოფილა დაკავშირებული: ბათ-თუმ-ი, „ჩასაფლობ, ჭაობნარ ადგილებს“ ნიშნავსო. ეს თვალსაზრისი, როგორც მოსალოდნელი იყო, სპეციალისტებმა არ გაიზიარეს. ი. სიხარულიძემ, მაგალითად, სამართლიანად შენიშნა: სახელწოდება ბათუმი აქ თურქების გამოჩენამდე რამდენიმე ათეული საუკუნით ადრე იყო ცნობილიო.

უკანასკნელ ხანს ბათუმის წარმოშობის საკითხს შეეხო ქართული ონომასტიკის ცნობილი მკვლევარი ზ. ჭუმბურიძე, რომელმაც, ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ბათუმის ბერძნ. ბათუს „ღრმა“ სიტყვისაგან მომდინარეობას, თუმცა მას არც ის აზრი უარუყვია, რომ ბათუმი შეიძლება რომელიმე ქართული სიტყვისაგან გვქონდეს მიღებული.

დასასრულ საჭიროდ გვეჩვენება იმის აღნიშვნაც, რომ არაქართველ ტოპონიმიკოსთა შორის გაზიარებული ჩანს ვარაუდი ბათუმის ბერძნული ენობრივი სამყაროდან მომდინარეობის თაობაზე: ბათისლიმენ „ღრმა ნავსადგური“. აი, ის შესიტყვება, საიდანაც მიღებული გვქონია სახელწოდება ბათუმი. რუსი ტოპონიმისტი ვ. ნიკონოვი ამ ვარაუდთან ერთად ასახელებს აკად. ს. ყაუხჩიშვილისეულ თვალსაზრისსაც ბათუმის სვან. ბAaa.PNGჩ სიტყვისაგან მომდინარეობის შესახებ.

საკითხის საბოლოოდ გარკვევა, ალბათ, მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. ტოპონიმ ბათუმის ეტიმოლოგიის დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება მართლაც ბერძნულ ენობრივ მონაცემებს აღმოაჩნდეს.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები