კარდანახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარდენახი“ გადაიტანა გვერდზე „კარდანახი“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kardanaxi.PNG|thumb|250პქ|სოფელი კარდანახი]]
 
[[ფაილი:Kardanaxi.PNG|thumb|250პქ|სოფელი კარდანახი]]
'''კარდანახი, კარდენახი''' – ცნობილი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში (გურჯაანის რ). პოეტ [[იოსებ ნონეშვილი]]ს მშობლიური სოფელი. მდებარეობს  გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი.
+
'''კარდანახი, კარდენახი''' – ცნობილი სოფელია აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, [[კახეთი|კახეთში]] (გურჯაანის რ). პოეტ [[იოსებ ნონეშვილი]]ს მშობლიური სოფელი. მდებარეობს  გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი.
  
 +
==== სახელწოდება ====
 
სახელწოდება კარდანახი||კარდენახი ძველ ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ საბუთებში სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი: კარდენახი, კარდანანი, კარდანეხი. ამათგან უძველესი ფორმა კარდენახი ჩანს, რომლისგანაც დანარჩენი ორი წარმომდგარა. სხვათა შორის თავიანთ მშობლიურ სოფელს ადგილობრივი მოსახლეობა კარდენახს უწოდებს. კარდენახი დასტურდება ამ სოფლის მკვიდრის, გამოჩენილი ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის ლექსებში:
 
მიმდინარე ცვლილება 01:34, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

სოფელი კარდანახი

კარდანახი, კარდენახი – ცნობილი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში (გურჯაანის რ). პოეტ იოსებ ნონეშვილის მშობლიური სოფელი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი.

[რედაქტირება] სახელწოდება

სახელწოდება კარდანახი||კარდენახი ძველ ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ საბუთებში სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი: კარდენახი, კარდანანი, კარდანეხი. ამათგან უძველესი ფორმა კარდენახი ჩანს, რომლისგანაც დანარჩენი ორი წარმომდგარა. სხვათა შორის თავიანთ მშობლიურ სოფელს ადგილობრივი მოსახლეობა კარდენახს უწოდებს. კარდენახი დასტურდება ამ სოფლის მკვიდრის, გამოჩენილი ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის ლექსებში:

„კარდენახულ ღვინოს აქებს
ბიჭი კარდენახელი“.

კარდენახი დასტურდება იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში და „კალმასობაში". XVIII საუკ. I ნახევრის კახეთის ხალხთა აღწერის დავთრებში მოხსენიებულია გვარი კარდენული: კარდენული პატა, კვამლი ა, თავი ა, თოფი ა; კარდენული აპრილა კვამლი ა… კარდენახი (კარდენაჴი) დასტურდება 1735-1737 წლებში შედგენილ საბუთშიც.“

ამავე პერიოდის სხვა დოკუმენტებში კარდანახ- ფორმასაც ვხვდებით; ფუძისეული ე ხმოვანი ბოლოკიდურ ა-ს დაუმსგავსებია. საყურადღებოა, რომ XV საუკუნის ერთ-ერთ ეკონომიკურ საბუთში (შედგენილია 1455 წ) მოსალოდნელი კარდენახის ნაცვლად კარდანეხი იკითხება: „გიორგი მეფემ მეღვინეთუხუცეს ასა ვაჩნაძეს განუახლა წყალობა ვეჯინ(ი)სა და ვეჯინის პირ(ი)ს სოფლებისა: კარდანეხის, კარდანუცის, ბაკურციხის, ჩალამოტის, კოლაგის, კეჭასი და კალაურნისა“, როგორც ჩანს, კარდენან||კარდანეხ- ფორმათა აღრევა ადრეულ ხანებშივე დაწყებულა. სახელწოდებათა აღრევისათვის სემანტიკურ ბუნდოვანებას უნდა შეეწყო ხელი.

რას ნიშნავს კარდენახი (კარდანეხი||კარდანახი)? სახელწოდების შინაარსის გასარკვევად სრულიად არაფერს გვეუბნება ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული ვერსია, რომლის მიხედვითაც კარდენახი თურმე კითხვითი შინაარსის შესიტყვებისაგან („-კარგა ნახე?“) ყოფილა წარმომდგარი: „მანდ არი დიდი ხევი. ერთხელაც ბიჭები ჩაგვიცვივდა იმ ხევში და ხალხი წასულა საძებნელათ. ჩასულან, ჩასულან და თურმე, ვინც ზემოთ დარჩა, ეძახიან, – არ არიანო? – არაო, არ არიანო. კიდევ დაუძახეს ამ ზემოურებმა, რო: კარგა ნახეო? – კარგა ვნახეითო და არ არიანო. დაურქმევიათ ამაზე კარგა ნახე, იგივ კარდანახი“ (რომან გიორგის ძე ჯაოშვილი, დ. წნორი, 1971 წ)

სხვაგვარი ვერსიით ადგილს კარდენახი იმიტომ დარქმევია, რომ ამ სოფელში თურმე მუდამ კარგი ვენახი იცოდა (გია უშანგის ძე ჯიქურაშვილი, ს. კარდენახი, ჩაწერ. 1978 წ.). საინტერესოა, რომ ხალხმა მშობლიურ კარდენახში სიტყვა „ვენახი“ ამოიცნო. ჩვენი ვარაუდითაც კარდენახი ორი ფუძისაგან შედგენილი სახელია. პირველია კარი, დასმული თან-ან მრავლობითში (კართ.), მეორე ფუძე (საზღვრული) არის ვენახი. მაშასადამე თავდაპირველად უნდა გვქონოდა კართ-გენაჴ-ი, საიდანაც თ-ანის დ-ონად გამჟღერებით კარდვენაჴი, საბოლოოდ კი კარდენახი მიგვიღია.

კარის ვენახი ანუ კართ ვენახი საცხოვრებელი სახლის (სოფლის) წინ მდებარე ვენახს ეწოდება.

„ამილახვარი მეწვია, სამზადისები მზა იყო,
კარის ვენახი იქვე მაქ, მარანი ქვეგრით მზა იყო“.

ან: „ამირინდო ახალუხა დახვდათ სავაზეთი ხელში. ის-ის იყო ამოსულიყო კარის ვენახიდამ“.

კარის ვენახი („სახლის, კარის წინ მდებარე მამული“) ქართული ენის დიალექტებში სხვადასხვა ფორმით დასტურდება: კარზეყანა, კარზევენახი, კარის მამული; კარის მიწა (საბლის მიწა, კალოს მიწა), კარისპირული ყანა, კარჩიყანები, გარემო ვენახი, კარწინა ყანა (მესხ.), კარისპირის მიწა, კარის მამული (შინავენახი) და სხვ. მაშასადამე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კარდენახი მომდინარეობს კართ ვენახისაგან. იგი ნიშნავს: „კარის ვენახი“, „კარისპირა ვენახი“, „საცხოვრებელ სახლთან ახლო მდებარე ვენახები.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები