ნუკრიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ნუკრიანი''' –  სოფელი აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 820 მეტრი. სიღნაღიდან 5 კილომეტრი. ის გაშენებულია თბილისი-სიღნაღის გზატკეცილზე.
 
 +
==== სახელწოდება ====
 
ხალხურ [[თქმულება]]-გადმოცემებს დღემდე შემოუნახავთ არაერთი ვერსია სოფელ ნუკრიანის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. ერთ-ერთი თქმულებით სოფელს თავისი სახელი [[ირემი|ირმის]] ნუკრის მიხედვით შერქმევია. „ერთი ნუკრი სოფლის ხალხს მოსჩვევია, აღარავის უფრთხოდა, დიდს თუ პატარას ლუკმას ხელიდან აცლიდა. ერთხელაც ეს ნუკრი სოფელში დაფეთებული და გადარეული შემოვარდნილა. ხალხს უგრძნია, რომ სოფელს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა და ყველა ციხე-სიმაგრეში ჩაკეტილა. სოფელს მართლა დასცემიან ლეკები, მაგრამ ციხეში გამაგრებულ ხალხს დედაბუდიანად ამოუხოცნიათ, შინ ამბის წამღები აღარავინ გაუშვიათ“  
 
ხაზი 8: ხაზი 9:
 
ამ მშვენიერ თქმულებებს, სამწუხაროდ, სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. [[ტოპონიმი]] ნუკრიანი სინამდვილეში მომდინარეობს არა შვლის ნუკრისაგან, არამედ ადამიანის საკუთარი სახელისაგან (ნუკრი) მასზე გვარის, ბუნის კრებითობა-სიმრავლის აღმნიშვნელი -თან [[სუფიქსი]]ს დართვის გზით. საქმე ისაა, რომ თუ ტოპონიმი ფუძედ ფრინველ-ნადირის სახელს იყენებს, მაშინ ეს გეოგრაფიული სახელები [[ფორმანტი|ფორმანტებად]] სა-ე,; სა-ია, სა-ეთ და სხვა აფიქსებს დაირთავენ: სა-ირმ-ე, სა-მგლ-ე, სა-ბუ-ე, სა-მაჩვ-ია, და სხვ. მრ. როცა ტოპონიმი ფუძედ ანთროპონიმს (ადამიანის სახელ-გვარს) იყენებს, მაშინ საწარმოებელ სუფიქსებად, წესისამებრ -იან (|-ითან-ებ-) და ან- (|იან-ებ-) ელემენტები გვხვდება.
 
მაშასადამე ნუკრიანი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც ვინმე ნუკრის (ნუკრიას) შთამომავალს უცხოვრია“. სპეციალურ ლიტერატურაში  
+
მაშასადამე ნუკრიანი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც ვინმე ნუკრის (ნუკრიას) შთამომავალს უცხოვრია“. სპეციალურ ლიტერატურაში კი ნუკრიანი მონადირეობის დარგის აღმნიშვნელ ტოპონიმად არის მიჩნეული და ისეთ სახელთა შორის განიხილება, როგორიცაა: დათვისი,  კაკაბაური, ლომისხევი, მგლიანი, საირმე…
კი ნუკრიანი მონადირეობის დარგის აღმნიშვნელ ტოპონიმად არის მიჩნეული და ისეთ სახელთა შორის განიხილება, როგორიცაა: დათვისი,  კაკაბაური, ლომისხევი, მგლიანი, საირმე…
+
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 01:37, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ნუკრიანი

ნუკრიანი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 820 მეტრი. სიღნაღიდან 5 კილომეტრი. ის გაშენებულია თბილისი-სიღნაღის გზატკეცილზე.

[რედაქტირება] სახელწოდება

ხალხურ თქმულება-გადმოცემებს დღემდე შემოუნახავთ არაერთი ვერსია სოფელ ნუკრიანის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. ერთ-ერთი თქმულებით სოფელს თავისი სახელი ირმის ნუკრის მიხედვით შერქმევია. „ერთი ნუკრი სოფლის ხალხს მოსჩვევია, აღარავის უფრთხოდა, დიდს თუ პატარას ლუკმას ხელიდან აცლიდა. ერთხელაც ეს ნუკრი სოფელში დაფეთებული და გადარეული შემოვარდნილა. ხალხს უგრძნია, რომ სოფელს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა და ყველა ციხე-სიმაგრეში ჩაკეტილა. სოფელს მართლა დასცემიან ლეკები, მაგრამ ციხეში გამაგრებულ ხალხს დედაბუდიანად ამოუხოცნიათ, შინ ამბის წამღები აღარავინ გაუშვიათ“

მეორენაირი გადმოცემით „ერთხელ ქიზიყს თათრების ჯარი შემოსევია. როცა მათი ლაშქარი სოფელში შემოსულა (სოფელს მაშინ სხვა სახელი რქმევია) თათრის ბელადს შვლის ნუკრისათვის მოუკრავს თვალი, ნუკრს ბელადი სილამაზით გაუოცებია და მისი ცოცხლად დაჭერა განუზრახავს. შვლის ნუკრი თურმე მიუშვებს ახლოს, მერე უცებ გახტება განზე და გაშორდება. ეს თათრის სარდალი თურმე სულ გადარია; მიუშვებს, გაექცევა, მიუშვებს გაექცევა. ესე ტყუებ-ტყუებით უტარებია თათრის ბელადი, სანამ ერთ ფრიალო კლდეზე არ გადაუჩეხია და თან თქვენი და ჩვენი დამაწყევრის ჭირი არ წაუღია“ (სიმონ კევლიშვილი, სოფ. საქობო).

ამ მშვენიერ თქმულებებს, სამწუხაროდ, სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. ტოპონიმი ნუკრიანი სინამდვილეში მომდინარეობს არა შვლის ნუკრისაგან, არამედ ადამიანის საკუთარი სახელისაგან (ნუკრი) მასზე გვარის, ბუნის კრებითობა-სიმრავლის აღმნიშვნელი -თან სუფიქსის დართვის გზით. საქმე ისაა, რომ თუ ტოპონიმი ფუძედ ფრინველ-ნადირის სახელს იყენებს, მაშინ ეს გეოგრაფიული სახელები ფორმანტებად სა-ე,; სა-ია, სა-ეთ და სხვა აფიქსებს დაირთავენ: სა-ირმ-ე, სა-მგლ-ე, სა-ბუ-ე, სა-მაჩვ-ია, და სხვ. მრ. როცა ტოპონიმი ფუძედ ანთროპონიმს (ადამიანის სახელ-გვარს) იყენებს, მაშინ საწარმოებელ სუფიქსებად, წესისამებრ -იან (|-ითან-ებ-) და ან- (|იან-ებ-) ელემენტები გვხვდება.

მაშასადამე ნუკრიანი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც ვინმე ნუკრის (ნუკრიას) შთამომავალს უცხოვრია“. სპეციალურ ლიტერატურაში კი ნუკრიანი მონადირეობის დარგის აღმნიშვნელ ტოპონიმად არის მიჩნეული და ისეთ სახელთა შორის განიხილება, როგორიცაა: დათვისი, კაკაბაური, ლომისხევი, მგლიანი, საირმე…

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები