მოლოტოვი ვიაჩესლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიაჩესლავ მოლოტოვი“ გადაიტანა გვერდზე „მოლოტოვი ვიაჩესლავ“ გ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Vaicheslav molotovi.JPG|thumb|200პქ|ვიაჩესლავ მოლოტოვი]]
 
'''ვიაჩესლავ მოლოტოვი'''  – (სამდვ. გვარი - სკრიაბინი) (1090-1986), სსრკ-ის პოლიტიკური მოღვაწე.  
 
'''ვიაჩესლავ მოლოტოვი'''  – (სამდვ. გვარი - სკრიაბინი) (1090-1986), სსრკ-ის პოლიტიკური მოღვაწე.  
  

13:07, 24 მაისი 2024-ის ვერსია

ვიაჩესლავ მოლოტოვი

ვიაჩესლავ მოლოტოვი – (სამდვ. გვარი - სკრიაბინი) (1090-1986), სსრკ-ის პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა ბოქაულის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1911-12). 1906 შევიდა კომუნისტურ პარტიაში, იყო პარტიულ სამუშაოზე ყაზანში, ვოლოგდის გუბერნიაში, პეტერბურგში. რეპრესირებული იყო მეფის ხელისუფლების მიერ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს იყო პარტიის ცკ-ის რუსეთის ბიუროს წევრი. პეტროგრადში ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების დროს იყო რევოლუციური კომიტეტის წევრი, შემდგომში მუშაობდა ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოებზე. 1919-დან ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის აღმასკომის თავმჯდომარე, რკპ(ბ) დონეცკის გუბკომის მდივანი; 1920 – უკრაინის კპ(ბ) ცკ-ის წევრი; 1930-41 – სსრკ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად 1939 წლის მაისიდან – სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი: 1941-57 – სსრკ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: 1921-დან – პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, ხოლო 1926-52 – კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი: დიდი სამამულო ომის დროს – სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იყო, თეირანის (1943), ყირიმის (1945), ბერლინის (პოტსდამის) (1945), კონფერენციების მონაწილე; 1952-57– სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის, სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის წევრი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1957-60: სსრკ-ის ელჩი მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში: 1960-62 – სსრკ-ის მუდმივი წარმომადგენელი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. 1963-დან იყო პენსიაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები