ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ატლასი''' – ''(ბერძნ.)'' ტიტანი, რომელსაც მხრებით ეკავა ცის
+
'''ატლასი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტიტანები|ტიტანი]], რომელსაც მხრებით ეკავა ცის
კაბადონი. [[იაპეტოსი]]სა და [[კიმენე]]ს ძე. [[პრომეთე]]სა და [[ეპიმეთევსი]]ს
+
კაბადონი. [[იაპეტოსი]]სა და კიმენეს ძე. [[პრომეთე]]სა და [[ეპიმეთევსი]]ს
 
ძმა. [[პლეადები]]ს, [[ჰიადები]]ს და [[ჰესპერიდები]]ს მამა.
 
ძმა. [[პლეადები]]ს, [[ჰიადები]]ს და [[ჰესპერიდები]]ს მამა.
  
 
ღმერთებზე მეუფების მოსაპოვებლად [[ზევსი|ზევსმა]] დაამარცხა
 
ღმერთებზე მეუფების მოსაპოვებლად [[ზევსი|ზევსმა]] დაამარცხა
[[ტიტანები]], უფროსი თაობის ღვთაებები და ჩარეკა ისინი [[ტარტაროსი|ტარტაროსში]].
+
ტიტანები, უფროსი თაობის ღვთაებები და ჩარეკა ისინი [[ტარტაროსი|ტარტაროსში]].
 
საშინელ ჯურღმულში ჩამწყვდეულებს ასხელა
 
საშინელ ჯურღმულში ჩამწყვდეულებს ასხელა
 
გოლიათები იცავდნენ. ხოლო ატლასს, ტიტანთა წინამძღოლს,
 
გოლიათები იცავდნენ. ხოლო ატლასს, ტიტანთა წინამძღოლს,
ხაზი 13: ხაზი 13:
 
ერთხელ გაითავისუფლა მან თავი ზეცის თაღისაგან და აი,
 
ერთხელ გაითავისუფლა მან თავი ზეცის თაღისაგან და აი,
 
როგორ მოხდა ეს: როდესაც [[ჰერაკლე]] თავისი მეთერთმეტე
 
როგორ მოხდა ეს: როდესაც [[ჰერაკლე]] თავისი მეთერთმეტე
დავალების აღსასრულებლად გაემართა (მას ჰესპერიდების
+
დავალების აღსასრულებლად გაემართა (მას ჰესპერიდების  
ბაღიდან ოქროს ვაშლები უნდა წამოეღო), გრძნეულმა ნერევსმა
+
ბაღიდან ოქროს ვაშლები უნდა წამოეღო), გრძნეულმა [[ნერევსი|ნერევსმა]]
 
ურჩია, თავად კი არ მოეპარა ეს ხილი, არამედ ამის გაკეთება
 
ურჩია, თავად კი არ მოეპარა ეს ხილი, არამედ ამის გაკეთება
 
ატლასისათვის ეთხოვა მძიმე ტვირთისაგან, ცის თაღისაგან,
 
ატლასისათვის ეთხოვა მძიმე ტვირთისაგან, ცის თაღისაგან,
ხაზი 20: ხაზი 20:
 
ჰერაკლემ ჰესპერიდების ბაღს მიაღწია, დაინახა ბუმბერაზი
 
ჰერაკლემ ჰესპერიდების ბაღს მიაღწია, დაინახა ბუმბერაზი
 
ატლასი. გმირი მიუახლოვდა მას და სთხოვა, მოეტანა ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი. რას არ გააკეთებდა ატლასი, ოღონდ მცირე ხნით მაინც მოეპოვებინა თავისუფლება. როდესაც გაიგო, რომ ჰერაკლე
 
ატლასი. გმირი მიუახლოვდა მას და სთხოვა, მოეტანა ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი. რას არ გააკეთებდა ატლასი, ოღონდ მცირე ხნით მაინც მოეპოვებინა თავისუფლება. როდესაც გაიგო, რომ ჰერაკლე
თანახმა იყო, დაეჭირა უმძიმესი
+
თანახმა იყო, დაეჭირა უმძიმესი ზეცა ღმერთებით, უმალ დათანხმდა, ოღონდ ბაღის მარად
ზეცა ღმერთებით, უმალ დათანხმდა, ოღონდ ბაღის მარად
+
 
ფხიზელი დარაჯის, დრაკონისა ეშინოდა. ჰერაკლემ დრაკონი
 
ფხიზელი დარაჯის, დრაკონისა ეშინოდა. ჰერაკლემ დრაკონი
 
[[ლადონი]] განგმირა და თავის განიერ მხრებზე შეიდგა ზეცა.
 
[[ლადონი]] განგმირა და თავის განიერ მხრებზე შეიდგა ზეცა.
ხაზი 28: ხაზი 27:
 
თავისუფლება მას ისე სურდა, რომ ჰერაკლეს ასეთი რამ შესთავაზა:
 
თავისუფლება მას ისე სურდა, რომ ჰერაკლეს ასეთი რამ შესთავაზა:
 
„თუ რამდენიმე თვე ჩემს მაგივრად დაიჭერ ზეცას, თავად
 
„თუ რამდენიმე თვე ჩემს მაგივრად დაიჭერ ზეცას, თავად
წავუღებ ვაშლებს ევრისთევსს“. ჰერაკლემ თავი ისე მოაჩვენა
+
წავუღებ ვაშლებს [[ევრისთევსი|ევრისთევსს]]“. ჰერაკლემ თავი ისე მოაჩვენა
 
გოლიათს, თითქოს თანახმა იყო: „კარგი, წაიღე – ასე მიუგო
 
გოლიათს, თითქოს თანახმა იყო: „კარგი, წაიღე – ასე მიუგო
– ოღონდ ჯერ დამეხმარე, ბალიშები დავიდო მხრებზე, რომ
+
– ოღონდ ჯერ დამეხმარე, [[ბალიში|ბალიშები]] დავიდო მხრებზე, რომ
 
ზეცის თაღის დაჭერა შევძლო ხანგრძლივი დროით“. მოტყუვდა
 
ზეცის თაღის დაჭერა შევძლო ხანგრძლივი დროით“. მოტყუვდა
 
გულუბრყვილო გოლიათი. ვაშლები მიწაზე დადო და კვლავ
 
გულუბრყვილო გოლიათი. ვაშლები მიწაზე დადო და კვლავ
ხაზი 39: ხაზი 38:
 
ბაღნარებითა და ხილნარებით განთქმული. აქ, ჰესპერიდების
 
ბაღნარებითა და ხილნარებით განთქმული. აქ, ჰესპერიდების
 
ბაღში იდგა ოქროს ვაშლის ხე. მას შემდეგ, რაც ქალღმერთმა
 
ბაღში იდგა ოქროს ვაშლის ხე. მას შემდეგ, რაც ქალღმერთმა
თემისმა ატლასს უწინასწარმეტყველა, შენს ოქროს ვაშლებს
+
[[თემისი|თემისმა]] ატლასს უწინასწარმეტყველა, შენს ოქროს ვაშლებს
 
ზევსის ერთი ვაჟი დაისაკუთრებსო, ტიტანმა ბაღს უზარმაზარი
 
ზევსის ერთი ვაჟი დაისაკუთრებსო, ტიტანმა ბაღს უზარმაზარი
 
გალავანი შემოავლო და მცველად ცეცხლისმფრქვეველი
 
გალავანი შემოავლო და მცველად ცეცხლისმფრქვეველი
 
დრაკონი დაუყენა. მას შემდეგ ატლასი სტუმრებს უფრთხოდა.
 
დრაკონი დაუყენა. მას შემდეგ ატლასი სტუმრებს უფრთხოდა.
 
როდესაც მას ზევსის ძე [[პერსევსი]] ესტუმრა, მასპინძლობაზე
 
როდესაც მას ზევსის ძე [[პერსევსი]] ესტუმრა, მასპინძლობაზე
უარი უთხრა. მაშინ შეურაცხყოფილმა პერსევსმა აბგიდან
+
უარი უთხრა. მაშინ შეურაცხყოფილმა პერსევსმა [[აბგა|აბგიდან]]
 
[[გორგო]] [[მედუზა]]ს მოკვეთილი თავი ამოიღო და სახეში მიაშვირა.
 
[[გორგო]] [[მედუზა]]ს მოკვეთილი თავი ამოიღო და სახეში მიაშვირა.
 
იმწამსვე გოლიათი ატლასი უზარმაზარ მთად იქცა, რომელიც
 
იმწამსვე გოლიათი ატლასი უზარმაზარ მთად იქცა, რომელიც

14:16, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ატლასი(ბერძნ.) ტიტანი, რომელსაც მხრებით ეკავა ცის კაბადონი. იაპეტოსისა და კიმენეს ძე. პრომეთესა და ეპიმეთევსის ძმა. პლეადების, ჰიადების და ჰესპერიდების მამა.

ღმერთებზე მეუფების მოსაპოვებლად ზევსმა დაამარცხა ტიტანები, უფროსი თაობის ღვთაებები და ჩარეკა ისინი ტარტაროსში. საშინელ ჯურღმულში ჩამწყვდეულებს ასხელა გოლიათები იცავდნენ. ხოლო ატლასს, ტიტანთა წინამძღოლს, სანიმუშო სასჯელი ხვდა წილად: ქვეყნიერების დასალიერში, იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა დღე და ღამე, მას მხრებზე უნდა შეედგა ზეცის თაღი სამარადისოდ. და აი, ტიტანთა ამაყი შთამომავალი დღემდე მოთმინებით იტანს ამ სასჯელს. მხოლოდ ერთხელ გაითავისუფლა მან თავი ზეცის თაღისაგან და აი, როგორ მოხდა ეს: როდესაც ჰერაკლე თავისი მეთერთმეტე დავალების აღსასრულებლად გაემართა (მას ჰესპერიდების ბაღიდან ოქროს ვაშლები უნდა წამოეღო), გრძნეულმა ნერევსმა ურჩია, თავად კი არ მოეპარა ეს ხილი, არამედ ამის გაკეთება ატლასისათვის ეთხოვა მძიმე ტვირთისაგან, ცის თაღისაგან, მცირე ხნით განთავისუფლების სანაცვლოდ. როგორც კი ჰერაკლემ ჰესპერიდების ბაღს მიაღწია, დაინახა ბუმბერაზი ატლასი. გმირი მიუახლოვდა მას და სთხოვა, მოეტანა ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი. რას არ გააკეთებდა ატლასი, ოღონდ მცირე ხნით მაინც მოეპოვებინა თავისუფლება. როდესაც გაიგო, რომ ჰერაკლე თანახმა იყო, დაეჭირა უმძიმესი ზეცა ღმერთებით, უმალ დათანხმდა, ოღონდ ბაღის მარად ფხიზელი დარაჯის, დრაკონისა ეშინოდა. ჰერაკლემ დრაკონი ლადონი განგმირა და თავის განიერ მხრებზე შეიდგა ზეცა. გახარებული გაემართა ატლასი ბაღისაკენ და სამი ვაშლით, რომელიც მისმა ქალიშვილებმა მოუწყვიტეს, დაბრუნდა უკან. თავისუფლება მას ისე სურდა, რომ ჰერაკლეს ასეთი რამ შესთავაზა: „თუ რამდენიმე თვე ჩემს მაგივრად დაიჭერ ზეცას, თავად წავუღებ ვაშლებს ევრისთევსს“. ჰერაკლემ თავი ისე მოაჩვენა გოლიათს, თითქოს თანახმა იყო: „კარგი, წაიღე – ასე მიუგო – ოღონდ ჯერ დამეხმარე, ბალიშები დავიდო მხრებზე, რომ ზეცის თაღის დაჭერა შევძლო ხანგრძლივი დროით“. მოტყუვდა გულუბრყვილო გოლიათი. ვაშლები მიწაზე დადო და კვლავ თავის ადგილზე დადგა – ცის სიმძიმეს შეეყუდა სამარადისოდ.

გვიანი ხანის მითების თანახმად, დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში ჰქონდა ატლასს თავისი სამფლობელო, დიდებული ბაღნარებითა და ხილნარებით განთქმული. აქ, ჰესპერიდების ბაღში იდგა ოქროს ვაშლის ხე. მას შემდეგ, რაც ქალღმერთმა თემისმა ატლასს უწინასწარმეტყველა, შენს ოქროს ვაშლებს ზევსის ერთი ვაჟი დაისაკუთრებსო, ტიტანმა ბაღს უზარმაზარი გალავანი შემოავლო და მცველად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი დაუყენა. მას შემდეგ ატლასი სტუმრებს უფრთხოდა. როდესაც მას ზევსის ძე პერსევსი ესტუმრა, მასპინძლობაზე უარი უთხრა. მაშინ შეურაცხყოფილმა პერსევსმა აბგიდან გორგო მედუზას მოკვეთილი თავი ამოიღო და სახეში მიაშვირა. იმწამსვე გოლიათი ატლასი უზარმაზარ მთად იქცა, რომელიც თავისი თხემით ცას მიებჯინა. მას შემდეგ ატლასს ღმერთებით სავსე ცის თაღი თავითა და მხრებით უჭირავს.

ატლასის სახელის მიხედვით შეერქვა ერთ-ერთ ოკეანეს ატლანტიდის ოკეანე, ხოლო გეოგრაფიულ, მეცნიერულ თუ სხვა კრებულებს – ატლასები (ძველად, რუკათა პირველ კრებულებზე ატლასებს გამოსახავდნენ).

არქიტექტურაში ატლასები ეწოდებათ მამაკაცთა ფიგურებს, რომლებსაც შენობის თაღები უკავიათ (აღსანიშნავია პეტერბურგის ერმიტაჟის ატლასები). ერთ-ერთი უძველესი ატლასი, როგორც არქიტექტურული ელემენტი, აღმოჩენილია აკრაგასში. იგი ზევსის ტაძარს ამშვენებდა. ატლასები ხშირად გვხვდება ბაროკოს არქიტექტურაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები