წებელდის ციხე
(→იხილეთ აგრეთვე) |
|||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს ციხე- | + | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]] |
18:25, 12 ივლისი 2020-ის ვერსია
წებელდის ციხე - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გუდაუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წებელდა.
სარჩევი |
კომპლექსში შემავალი ნაგებობები
სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა
წებელდის ციხე, ბერძნული წყაროების მიხედვით ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, წიბელიუმი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, რომელიც ლაზთა (დასავლურ-ქართული ტომი) სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ციხე-სიმაგრის ნანგრევებში დღემდე შემორჩენილია: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები. გასული საუკუნის დასაწყისში წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას აღმოჩნდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
წყარო
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.