ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Eov olimp komitetebis asociacia.PNG|thumb|200პქ|]] | ||
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) - საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს (IOC) მიერ აღიარებულ 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. გამოხატავს მათ პოზიციას [[ოლიმპიური მოძრაობა|ოლიმპიურ მოძრაობა]]სა და [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებთან]] დაკავშირებულ საკითხებზე; უწევს დახმარებას (მათ | ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) - საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს (IOC) მიერ აღიარებულ 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. გამოხატავს მათ პოზიციას [[ოლიმპიური მოძრაობა|ოლიმპიურ მოძრაობა]]სა და [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებთან]] დაკავშირებულ საკითხებზე; უწევს დახმარებას (მათ | ||
შორის ფინანსურს) ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით იმ ქვეყნებს, სადაც სპორტი შედარებით სუსტად არის | შორის ფინანსურს) ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით იმ ქვეყნებს, სადაც სპორტი შედარებით სუსტად არის | ||
მიმდინარე ცვლილება 01:28, 6 თებერვალი 2021 მდგომარეობით
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) - საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ აღიარებულ 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. გამოხატავს მათ პოზიციას ოლიმპიურ მოძრაობასა და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებზე; უწევს დახმარებას (მათ შორის ფინანსურს) ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით იმ ქვეყნებს, სადაც სპორტი შედარებით სუსტად არის განვითარებული; აწესებს სტიპენდიებს სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, ატარებს სასწავლო კურსებს სპორტის ადმინისტრატორებისთვის.
ANOC დაარსდა 1979 წლის ივნისში სან ხუანში, დამფუძნებელ გენერალურ ასამბლეაზე. გარდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა, ANOC აერთიანებს ხუთ კონტინენტურ ორგანიზაციას: ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს, აფრიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციას, აზიის ოლიმპიურ საბჭოს, სპორტის პანამერიკულ ორგანიზაციას და ოკეანიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს.
ANOC-ის მიზანია, დაეხმაროს IOC-ს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საქმეების მართვაში, ასევე ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის განამტკიცოს ურთიერთობები ეოკ-ებსა ოლიმპიური მოძრაობის სხვა წევრებს შორის; ხელი შეუწყოს და დაიცვას ეოკების საერთო ინტერესები.
ასოციაციას მჭიდრო ურთიერთობები აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის იუნესკოსთან (UNESCO). ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები IOC-ის კომისიებში, ასევე ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიებში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში (WADA), სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS), სპორტის არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოში (ICAS).