არვღილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არვღილ-ი''' ''(ოს. Æрвгъил – „ციური ძელი“)'' – [[კულტი|საკულტო]] დანიშნულების ფიწლისებური ძელი სამსხვერპლო ცხოველის (ხარის, ცხვრის ან თხის) ზედჩამოკიდებული ტყავით; გამოიყენება ჭექა-ქუხილის ღვთაების — [[ვაცილა]]სადმი მიძღვნილ დღესასწაულებში. მისი აღმართვა ოსებმა და [[კავკასია|კავკასიის]] სხვა ხალხებმა იცოდნენ მეხნაკრავი ადამიანის გარდაცვალების ან დაშავების ადგილზე (ჭირისუფალი ვალდებული იყო ყოველწლიურად განეახლებია არვღილი ვაცილასადმი მიძღვნილ მსხვერპლშეწირვასთან ერთად).  
+
'''არვღილ-ი''' ''(ოს. Æрвгъил – „ციური ძელი“)'' – [[კულტი|საკულტო]] დანიშნულების ფიწლისებური ძელი სამსხვერპლო ცხოველის (ხარის, ცხვრის ან თხის) ზედჩამოკიდებული ტყავით; გამოიყენება ჭექა-ქუხილის ღვთაების — [[ვაცილა]]სადმი მიძღვნილ [[დღესასწაული|დღესასწაულებში]]. მისი აღმართვა ოსებმა და [[კავკასია|კავკასიის]] სხვა ხალხებმა იცოდნენ მეხნაკრავი ადამიანის გარდაცვალების ან დაშავების ადგილზე (ჭირისუფალი ვალდებული იყო ყოველწლიურად განეახლებია არვღილი ვაცილასადმი მიძღვნილ მსხვერპლშეწირვასთან ერთად).  
  
გვალვის დროს წვიმის გამოთხოვის მიზნით მოზარდები აღნიშნულ ძელს სოფლიდან სოფელში ხელით დაატარებდნენ საწესო სიმღერის თანხლებით, რათა ვაცილასგან სათანადო წყალობა მიეღოთ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დიგორელი ოსები ამავე ტერმინით აღნიშნავდნენ ნორჩი ფიჭვის ხეს, რომელსაც ავღიელ განაგი („არვღილის მკეთებელი“) ტყეში ჭრიდა და მსხერპლშეწირვის ადგილზე აღმართავდა ([[ნიქოლაიი ქუვდი]]“). ასევე საინტერესოა, რომ ა. იანოვსკის მიხედვით ზემოაღნიშნულ საკულტო საგანს „ვაჩილა“ ეწოდება.
+
გვალვის დროს წვიმის გამოთხოვის მიზნით მოზარდები აღნიშნულ ძელს სოფლიდან სოფელში ხელით დაატარებდნენ საწესო სიმღერის თანხლებით, რათა ვაცილასგან სათანადო წყალობა მიეღოთ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დიგორელი ოსები ამავე ტერმინით აღნიშნავდნენ ნორჩი [[ფიჭვი]]ს ხეს, რომელსაც ავღიელ განაგი („არვღილის მკეთებელი“) ტყეში ჭრიდა და მსხერპლშეწირვის ადგილზე აღმართავდა („ნიქოლაიი [[ქუვდი]]“). ასევე საინტერესოა, რომ ა. იანოვსკის მიხედვით ზემოაღნიშნულ საკულტო საგანს „ვაჩილა“ ეწოდება.
  
  

მიმდინარე ცვლილება 19:23, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

არვღილ-ი (ოს. Æрвгъил – „ციური ძელი“)საკულტო დანიშნულების ფიწლისებური ძელი სამსხვერპლო ცხოველის (ხარის, ცხვრის ან თხის) ზედჩამოკიდებული ტყავით; გამოიყენება ჭექა-ქუხილის ღვთაების — ვაცილასადმი მიძღვნილ დღესასწაულებში. მისი აღმართვა ოსებმა და კავკასიის სხვა ხალხებმა იცოდნენ მეხნაკრავი ადამიანის გარდაცვალების ან დაშავების ადგილზე (ჭირისუფალი ვალდებული იყო ყოველწლიურად განეახლებია არვღილი ვაცილასადმი მიძღვნილ მსხვერპლშეწირვასთან ერთად).

გვალვის დროს წვიმის გამოთხოვის მიზნით მოზარდები აღნიშნულ ძელს სოფლიდან სოფელში ხელით დაატარებდნენ საწესო სიმღერის თანხლებით, რათა ვაცილასგან სათანადო წყალობა მიეღოთ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დიგორელი ოსები ამავე ტერმინით აღნიშნავდნენ ნორჩი ფიჭვის ხეს, რომელსაც ავღიელ განაგი („არვღილის მკეთებელი“) ტყეში ჭრიდა და მსხერპლშეწირვის ადგილზე აღმართავდა („ნიქოლაიი ქუვდი“). ასევე საინტერესოა, რომ ა. იანოვსკის მიხედვით ზემოაღნიშნულ საკულტო საგანს „ვაჩილა“ ეწოდება.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Басилов В. Н., Коычев В. П. Николайи кувд. Осетинское празднество в честь патрона селения // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976;
  • Яновский А. Осетия. Цхинвали, 1993; Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Чибиров Л. А. Феномен дерева в мировозрении осетин // ДЭС. Памяти М.-З. Османова. Махачкала, 2009.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები