სიუხვის რქა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სიუხვის რქა''' – ჯადოსნური რქა, რომელშიც მოთავსებულია ყოვე...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Siuxvis rqa.jpg|thumb|200პქ|ჰადესი და პერსეფონე. [[ამფორა]] ძვ.წ. 470 წ.]] | ||
'''სიუხვის რქა''' – ჯადოსნური [[რქა]], რომელშიც მოთავსებულია ყოველივე ის, რაც მის მფლობელს სურს. | '''სიუხვის რქა''' – ჯადოსნური [[რქა]], რომელშიც მოთავსებულია ყოველივე ის, რაც მის მფლობელს სურს. | ||
ხაზი 16: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოსური ნივთები]] |
მიმდინარე ცვლილება 19:58, 24 ივნისი 2021 მდგომარეობით

ჰადესი და პერსეფონე. ამფორა ძვ.წ. 470 წ.
სიუხვის რქა – ჯადოსნური რქა, რომელშიც მოთავსებულია ყოველივე ის, რაც მის მფლობელს სურს.
ახალშობილი ზევსი კუნძულ კრეტაზე იზრდებოდა. იგი კეთილმა თხამ, ამალთეამ, გამოკვება თავისი რძით. ერთხელ ამალთეამ რქა მოიტეხა. ეს რქა ნიმფებმა იპოვნეს, ხილით ამოავსეს და ზევსს მიართვეს. მეტისმეტად უყვარდა ზევსს ამალთეა. მისი მოტეხილი რქა რომ იხილა, ღვთაებრივი ხელი შეახო და ჯადოსნური ძალა მიანიჭა. შემდეგ იგი თავის აღმზრდელ ნიმფებს უბოძა და განუცხადა, რომ ამალთეას რქაში ისინი აღმოაჩენდნენ ყოველივეს, რასაც კი მოისურვებდნენ. ასე გაჩნდა ქვეყნად „სიუხვის რქა:“, რომელიც სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა.
„სიუხვის რქა“ გეას, ტიქეს, ფორტუნას, პლუტოსისა და სხვა ღმერთების ატრიბუტებად ითვლება.