სარპედონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Sarpedonis sikvdili.png|thumb|'''სარპედონის სიკვდილი'''. <br />კრატერის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 510 წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი]] | ||
'''სარპედონი''' – ''(ბერძნ.)'' | '''სარპედონი''' – ''(ბერძნ.)'' | ||
00:14, 10 იანვარი 2017-ის ვერსია
სარპედონი – (ბერძნ.)
1. ლიკიის მეფე. ზევსისა და ევროპეს ძე. მინოსისა და რადამანთისის ძმა.
2. ტროელთა ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირე. ზევსისა და ლაოდამიას ძე. ბელეროფონის ბადიში. როდესაც სარპედონმა განიზრახა, მონაწილეობა მიეღო ტროას ომში, ზევსმა მას სისხლინი წვიმით ანიშნა, ხელი აეღო განზრახვაზე. სარპედონმა არად ჩააგდო ეს ნიშანი, შეებრძოლა პატროკლოსს და მისგან ნატყორცნი ოროლით განგმირული, ბრძოლის ველზე დაეცა.
ზოგიერთი მითოგრაფოსი ამ ორ სარპედონს აერთიანებს.
3. ბუმბერაზი, პოსეიდონის ძე, რომელიც მოკლა ჰერაკლემ.