მუღამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მუღამი''' − (აზერ. Muğam) 1. კილო აზერბაიჯანულ მუსიკაში. აზერბაიჯ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''მუღამი''' − (აზერ. Muğam) | '''მუღამი''' − (აზერ. Muğam) | ||
| − | 1. კილო აზერბაიჯანულ | + | 1. კილო აზერბაიჯანულ [[მუსიკა]]ში. აზერბაიჯანული [[ხალხური მუსიკა|ხალხური მუსიკის]] კილოებრივი სისტემა 70-დე კილოს შეიცავს ბევრი მათგანის [[ბგერათა რიგი]] არ ეტევა [[ოქტავა|ოქტავის]] ფარგლებში. მთავარი მუღამების სახელწოდებებია: „რასტი“, „შური“, „სეგიახი“, „შუშთერი“ „ჩარგიახი“, „ბაიათი-შირაზი“, „ხუმაიუნი“. მუღამები ენათესავებიან „მაკომებს“. |
მიმდინარე ცვლილება 14:28, 18 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
მუღამი − (აზერ. Muğam)
1. კილო აზერბაიჯანულ მუსიკაში. აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის კილოებრივი სისტემა 70-დე კილოს შეიცავს ბევრი მათგანის ბგერათა რიგი არ ეტევა ოქტავის ფარგლებში. მთავარი მუღამების სახელწოდებებია: „რასტი“, „შური“, „სეგიახი“, „შუშთერი“ „ჩარგიახი“, „ბაიათი-შირაზი“, „ხუმაიუნი“. მუღამები ენათესავებიან „მაკომებს“.
2. მრავალნაწილიანი ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები – ხალხური პროფესიული მუსიკის ჟანრი. მუღამის აგებულებას საერთო ნიშნები აქვს სიუიტასთან და რაფსოდიასთან. მუღამების ტექსტებად ჩვეულებრივ გამოიყენება პოეტი-კლასიკოსების ნიზამის, ფიზულის და სხვათა ლექსები. მუღამის ყოველი ნაწილის დასახელება შეესაბამება იმ კილოს სახელწოდებას, რომელშიც ის აიგება. (რასტი, შური და ა.შ.).