იმიტაცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იმიტაცია''' - (ლათ. Imitatio მიბაძვა), მრავალხმიან მუსიკალურ ნაწარმ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იმიტაცია''' - (ლათ. Imitatio მიბაძვა), მრავალხმიან მუსიკალურ ნაწარმოებში ერთი ხმის მელოდიის ზუსტი ან მიახლოებითი განმეორება სხვა ხმაში. იმიტაცია აღმოცენდა ხალხურ მრავალხმიანობაში. XIII ს.-იდან თანდათან მკვიდრდება პროფესიულ მუსიკაში, როგორც [[თემა (მუსიკა)|თემატური]] მასალის გადმოცემის, განვითარებისა და დამუშავების ხერხი. მელოდიის იმიტირება შეიძლება რიგრიგობით რამდენიმე ხმით. იმიტაციის ფორმებია: კანონი, ფუგა, ფუგეტა, ინვენცია.
+
'''იმიტაცია''' - (ლათ. Imitatio მიბაძვა), გადმოცემის ნაირსახეობა – მრავალხმიან მუსიკალურ ნაწილში, რომლის დროსაც ერთ ხმაში შესრულებული „[[მელოდია]]“ (თემა), მეორდება („იმიტირებულია“) სხვა ხმაში პირველის შემდგომ; იმიტირებული ხმა გადააადგილებს თემას სხვადასხვა ინტერვალით; მომდევნო ხმის შესვლის დროს წინა ხმა ქმნის „დაპირისპირებას“ იმიტაციასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტაცია ოქტავით (ზემოთ ან ქვემოთ), კვინტით ზემოთ, კვარტით ქვემოთ; გვხვდება. აგრეთვე იმიტაცია ტერციით, სეკუნდით, სეპტიმით.
  
 +
საწყისი თემატური მასალის პირდაპირი გამეორების გარდა გამოიყენება იმიტაცია შებრუნებაში (ან საპირისპირო მიმართულებით) იმიტაცია გადიდებაში (თემის [[ბგერა|ბგერების]] გრძლიობა იზრდება ორჯერ, ოთხჯერ); იმიტაცია შემცირებაში (გადიდების საპირისპირო ხერხი), თავისუფალი იმიტაცია, რომელშიც დასაშვებია ზომიერი ინტერვალის სიდიდის შეცვლა; კიბოსებური იმიტაცია, რომლის დროსაც თემა იმიტირებულია ბოლოდან დასაწყისისაკენ. იმიტაციის გატარებას ჩვეულებრივი ხერხის გარდა, რომელიც გულისხმობს თემის სრულ გატარებას ყოველ ხმაში, ფართოდაა გავრცელებული თემის შეკუმშული გატარების ხერხი, როდესაც მომდევნო ხმა შემოდის მანამ, სანამ თემა ბოლომდე გატარდება. წინა ხმაში. ასეთ იმიტაციას „სტრეტა“ ეწოდება.
  
  
ხაზი 6: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
+
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 23:17, 22 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

იმიტაცია - (ლათ. Imitatio მიბაძვა), გადმოცემის ნაირსახეობა – მრავალხმიან მუსიკალურ ნაწილში, რომლის დროსაც ერთ ხმაში შესრულებული „მელოდია“ (თემა), მეორდება („იმიტირებულია“) სხვა ხმაში პირველის შემდგომ; იმიტირებული ხმა გადააადგილებს თემას სხვადასხვა ინტერვალით; მომდევნო ხმის შესვლის დროს წინა ხმა ქმნის „დაპირისპირებას“ იმიტაციასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტაცია ოქტავით (ზემოთ ან ქვემოთ), კვინტით ზემოთ, კვარტით ქვემოთ; გვხვდება. აგრეთვე იმიტაცია ტერციით, სეკუნდით, სეპტიმით.

საწყისი თემატური მასალის პირდაპირი გამეორების გარდა გამოიყენება იმიტაცია შებრუნებაში (ან საპირისპირო მიმართულებით) იმიტაცია გადიდებაში (თემის ბგერების გრძლიობა იზრდება ორჯერ, ოთხჯერ); იმიტაცია შემცირებაში (გადიდების საპირისპირო ხერხი), თავისუფალი იმიტაცია, რომელშიც დასაშვებია ზომიერი ინტერვალის სიდიდის შეცვლა; კიბოსებური იმიტაცია, რომლის დროსაც თემა იმიტირებულია ბოლოდან დასაწყისისაკენ. იმიტაციის გატარებას ჩვეულებრივი ხერხის გარდა, რომელიც გულისხმობს თემის სრულ გატარებას ყოველ ხმაში, ფართოდაა გავრცელებული თემის შეკუმშული გატარების ხერხი, როდესაც მომდევნო ხმა შემოდის მანამ, სანამ თემა ბოლომდე გატარდება. წინა ხმაში. ასეთ იმიტაციას „სტრეტა“ ეწოდება.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები