ცემენტის საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცემენტის საღებავი“ გადაიტანა გვერდზე „საღებავი ცემენტის“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საღებავი ცემენტის“ გადაიტანა გვერდზე „ცემენტის საღებავი“ გადა...) |
მიმდინარე ცვლილება 03:39, 18 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ცემენტის საღებავი – საღებავი, რომელშიც მჭიდა ნივთიერებად გამოყენებულია თეთრი ან ფერადი პორტლანდცემენტი ტუტეებისადმი მდგრადი პიგმენტებით. წყალშემკავებელი თვისებების ასამაღლებლად ცემენტის საღებავს უმატებენ 15%-მდე ჩამქრალ კირს და კალციუმის ქლორიდს, ატმოსფერომედეგობის ასამაღლებლად – 1% ჰიდროფობულ ნივთიერებას (კალციუმის სტეარიტს). ცემენტის საღებავი წყალმედეგი საღებავებია, ამიტომ მას ფართოდ იყენებენ გარე და შიგა ტენიანი სათავსების სამღებრო სამუშაოებისათვის ბეტონზე, აგურსა და ბათქაშზე. საღებავების დატანის შემდეგ ზედაპირი გარკვეული დროით საჭიროებს დატენიანებას.