ვაშაკიძე ტარასი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაშაკიძე ტარასი“ გადაიტანა გვერდზე „ტარას ვაშაკიძე“) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ვაშაკიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:27, 4 მარტი 2022 მდგომარეობით
ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე - (8.VI.1876 - 26.II.1937) - გენერალი.
1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. შტაბსკაპიტანი (1909). კაპიტანი (1913). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მსახურობდა 154-ე პოლკში. თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლის დროს, როდესაც თავის ასეულით, 100-ზე მეტ ოფიცერთან და 2 ათასამდე ჯარისკაცთან ერთად დაატყვევა ოსმალთა მე-9 კორპუსის სარდალი ისხაკ-ფაშა. სწორედ ამის შემდეგ შეერქვა „შაიტან (ეშმაკი) კაპიტანი“. პოლკოვნიკი (1915).
დაჯილდოებული იყო ორდენით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. მიენიჭა გენერლობა (1918). 1918 იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი, 1920 - პირველი ბრიგადის მეთაურის თანაშემწე. 1921 წელს თადარიგში გავიდა. მსახურობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.
- მიხეილ ბახტაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2007.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი