ხვრინვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მოზრდილის ხვრინვა)
(ბავშვის ხვრინვა)
 
ხაზი 35: ხაზი 35:
  
 
=== ბავშვის ხვრინვა ===
 
=== ბავშვის ხვრინვა ===
ბავშვებში ხვრინვის პრობლემები, როგორც წესი, ადენოიდური ვეგეტაციების გამო ვლინდება.
+
ბავშვებში ხვრინვის პრობლემები, როგორც წესი, [[ადენოიდური ვეგეტაციები]]ს გამო ვლინდება.
  
 
როდესაც ხვრინვას დამატებული აქვს ძილის აპნოე, მაშინ ტონზილების ჰიპერტროფია და ადენოიდური ვეგეტაციები ერთად,
 
როდესაც ხვრინვას დამატებული აქვს ძილის აპნოე, მაშინ ტონზილების ჰიპერტროფია და ადენოიდური ვეგეტაციები ერთად,
ხაზი 43: ხაზი 43:
  
 
ყბა-სახის ზოგიერთი მალფორმაციის დროს, როდესაც აპნოეს შესაძლო მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლაა, სომნოგრაფიული გამოკვლევა დიფერენციალური დიაგნოზის განმსაზღვრელი კვლევაა.
 
ყბა-სახის ზოგიერთი მალფორმაციის დროს, როდესაც აპნოეს შესაძლო მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლაა, სომნოგრაფიული გამოკვლევა დიფერენციალური დიაგნოზის განმსაზღვრელი კვლევაა.
 
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 18:48, 21 მარტი 2022 მდგომარეობით

ხვრინვა — ეს ფენომენი სასის, ენის ძირის და ნაქის ვიბრაციული მოძრაობით არის განპირობებული. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ჰიპერტროფია ჭარბი წონის ან შეშუპების გამო.

მას ხშირად თან ახლავს ძილის აპნოე, რაც ძალიან მავნებილია, ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის.

[რედაქტირება] მოზრდილის ხვრინვა

ორი ტიპის ხვრინვა არსებობს:

— ხმაურიანი ძილი – ქმნის სოციალურ დისკომფორტს – ოპერაცია კეთდება კომფორტისთვის.
— ძილის აპნოე, რომელიც ხვრინვას თან ახლავს. ეს უკვე ორგანიზმზე ცუდად მოქმედი თანმხლები ფაქტორია და მისი მკურნალობა სამედიცინო ჩვენებას წარმოადგენს.

ამ პათოლოგიაზე ეჭვი უნდა შეგვეპაროს, როდესაც პაციენტი უჩივის ან აღნიშნავს გაღვიძებისას დაღლილობას, დღის მანძილზე ძილიანობას და თუ არსებობს ძილის დროს სუნთქვის გაჩერების ეპიზოდების მოწმე.

ხელშემწყობი ფაქტორები გახლავთ ჭარბი წონა, ტრანკვილიზატორების მიღება, ალკოჰოლის ხშირი მიღება.

კვლევები, უპირველეს ყოვლისა, იწყება დათვალიერებით.

გვაინტერესებს: სასის მდგომარეობა, ცხვირის ობსტრუქცია, ენის ძირის ჰიპერტროფია, ასევე, აუცილებელია აპნოეს ხარისხის განსაზღვრა ისეთი კვლევებით, როგორიცაა:

— სომნოგრაფია;
— აკუსტიკური რინომანომეტრია;
— ცხვირი-ხორხის CT;

შედეგების ანალიზის მიხედვით, პაციენტის ცხოვრების სტილის და ხარისხის გათვალისწინებით, ვადგენთ მკურნალობის მეთოდს, რომელსაც პაციენტს ვთავაზობთ.

ჩამოვთვლით მკურნალობის დღეისთვის პოპულარულ მეთოდებს:

— ცხვირის ობსტრუქციის დროს მისი კორექცია;
— უვულო-პალატო-პლასტიკა ლაზერით;
— ენის ძირის, ინის ძვლის პლასტიკა;
— თანკბილვის გასწორების მიზნით, ძილის პერიოდში სტომატოლოგიური პროთეზის ხმარება ან ყბის ქირურგია;
— ელექტრონული სასუნთქი აპარატის (CPAP)-ის გამოყენება ძილის დროს;

[რედაქტირება] ბავშვის ხვრინვა

ბავშვებში ხვრინვის პრობლემები, როგორც წესი, ადენოიდური ვეგეტაციების გამო ვლინდება.

როდესაც ხვრინვას დამატებული აქვს ძილის აპნოე, მაშინ ტონზილების ჰიპერტროფია და ადენოიდური ვეგეტაციები ერთად, ქმნიან ობსტრუქციას.

ასეთი პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, აუცილებელია ტონზილექტომია და ადენოიდექტომია. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ საშიშ გართულებებს, როგორიცაა: ასფიქსია და ქრონიკული ჰიპოქსია.

ყბა-სახის ზოგიერთი მალფორმაციის დროს, როდესაც აპნოეს შესაძლო მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლაა, სომნოგრაფიული გამოკვლევა დიფერენციალური დიაგნოზის განმსაზღვრელი კვლევაა.

[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები