ვაზომოტორული რინიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვაზომოტორული რინიტი''' — ვაზომოტორული რინიტები ხშირად არის...)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.
 
ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.
  
* [[ალერგიული რინიტი]]
+
====ალერგიული რინიტი====
* არაალერგიული, ვაზომოტორული რინიტი
+
ამ პათოლოგიას რამდენიმე გარემოების დამთხვევა იწვევს, მაგალითად:
 +
 
 +
:— ორგანიზმის განსაკუთრებული მიდრეკილება სპეციფიკური IgE-ის ანომალური გამომუშავებისადმი, ამა თუ იმ ბუნებრივ ალერგენთან ბუნებრივი გზით კონტაქტის საპასუხოდ;
 +
:— ცხვირის ლორწოვანის ჰიპერაქტიურობა;
 +
:— გეოგრაფიული და სეზონური ფაქტორები;
 +
 
 +
დიდი რაოდენობით გამომუშავებული IgE, ქსოვილოვანი მასტოციტების და ბაზოფილების მემბრანაზე ფიქსირდება და ამგვარად, ამ უჯრედების დეგრანულაციის გამო, გამოიყოფა უამრავი მედიატორი: ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები.
 +
 
 +
პირველადი რეაქციის შემდეგ, მოსალოდნელია შემდგომი, დაგვიანებული რეაქცია, რომელიც პროცესის ქრონიკულისკენ წასვლის მანიშნებელია. ეს რინიტები უკვე პირველი ტიპის IgE gell და coombs-ის ჰიპერსენსიბილურობას მიეკუთვნება.
 +
 
 +
არცთუ ისე იშვიათია ატოპიური რეაქციები, როდესაც ვერ ვპოულობთ პასუხისმგებელ ანტიგენს და რინორეა „უმიზეზოდ“ იწყება. ალერგიული ტესტები კანზე, უარყოფითია.
 +
 
 +
====არაალერგიული, ვაზომოტორული რინიტი====
 +
ამ ტიპის სურდოს ჩამრთველი ფაქტორები შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური. პროცესი ცხვირის ქოლინერგულ ჰიპერაქტივობაში ვლინდება.
 +
 
 +
ამ დროს ისევ ის მედიატორები, რომლებიც მოქმედებენ ალერგიული რინიტის დროს, იწვევენ პათოლოგიურ პროცესებს და ხელს უწყობენ მათ ქრონიკულში გადასვლასაც. აღსანიშნავია, რომ 9-10 წელიწადში მათ, შესაძლოა, ცხვირის ალერგიული პოლიპოზი გამოიწვიონ.
 +
 
 +
ვაზომოტორული რინიტი, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება წინ უსწრებდეს ე. წ. ასპირინის დაავადებას.
 +
 
 +
{| class="wikitable"
 +
|-
 +
|<big>'''NOTA BENE'''</big>
 +
 
 +
* ცხვირის ციანოზური ლორწოვანი ვაზომოტორული რინიტის დროს, დადებითი ალერგიული ტესტები კანზე არ არის აუცილებელი იყოს ალერგიული რეაქციის შედეგი.
 +
 
 +
|}
 +
 
 +
 
 +
==== ალერგენის გამოვლენა ====
 +
ალერგენის გამოვლენა მრავალეტაპიანი პროცესია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:
 +
 
 +
:— ოჯახის ანამნეზი, განსაკუთრებით ასთმის არსებობა;
 +
:— ცხოვრების პირობები და განსაკუთრებით, პირობების შეცვლა და რეაქციის დაწყების დრო;
 +
:— დაწყების ასაკი. როგორც წესი, ალერგიული რეაქცია უფრო ახალგაზრდა ასაკში ვლინდება, განსხვავებით ვაზომოტორული არაალერგიული რეაქციებისაგან;
 +
:— საერთო – IgE ის არც დიდი და არც მცირე ტიტრი არ არის ალერგიის არსებობა – არარსებობის პირდაპირი ნიშანი. უფრო მიზანშეწონილია სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრა;
 +
:— კანის ან სხვა ორგანოს ტესტირება ალერგიაზე ალერგოლოგის რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს;
 +
 
 +
==== სეზონური რინიტი ====
 +
სეზონური რინიტი შესაძლოა გამოვლინდეს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. მისი დაწყება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ხდება და ხშირად დამოკიდებულია ამ თუ იმ მცენარის ყვავილობაზე. ხანგრძლივობა 10-20 დღე. კლინიკურად აღინიშნება [[რინორეა]], ცემინება, ცრემლდენა და ბრონქო-ტრაქეიტი.
 +
 
 +
მკურნალობა სიმპტომურია და კლინიკური ნიშნების სიღრმეზეა დამოკიდებული. შესაძლოა 10 დღიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.
 +
 
 +
ალერგიულ რეაქციაზე მკურნალობა შემოიფარგლება ადგილობრივი ან/და სისტემური პრეპარატებით:
 +
 
 +
:— ანტიქოლინერგული აპლიკაცია: Atrovent, Tersigat;
 +
:— აპლიკაციური სტეროიდები: Etacid, Dymista.
 +
:— სისტემური, per os პრეპარატები: ზადიტენი;
 +
:— ანტიჰისტამინები: ზირტეკი, კლარიტინი;
 +
:— აპლიკაციური ანტიჰისტამინური პრაპარატები: Palada;
 +
 
 +
უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, საჭირო ხდება ალერგო- ლოგის მიერ სპეციალური მკურნალობის ჩატარება, დესენსიბილიზაცია.
 +
 
  
  

21:01, 21 მარტი 2022-ის ვერსია

ვაზომოტორული რინიტი — ვაზომოტორული რინიტები ხშირად არის ასოცირებული ალერგიულ რინიტთან. ამის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, ალერგიული ფაქტორი აქ არაფერ შუაშია. საერთოდ, ტერმინი – ვაზომოტორული რინიტი, საკმაოდ ზოგადია.

სარჩევი

ვაზომოტორული რინიტის გამაერთიანებელი სიმპტომები

ეს სიმპტომებია:

— უეცარი დაწყება;
— კლინიკური ტრიადა:
  • ცხვირის გაჭედვა, ზოგ შემთხვევაში ანოსმია;
  • სერიოზული რინორეა, იმდენად ჭარბი, რომ პაციენტს წყალივით მოსდის გამონადენი;
  • ცემინების შეტევები;

ლორწოვანი გარსის მდგომარეობა: შეშუპებული, ციანოზური, დახორკლილი, თუ ვაზოკონსტრიქტორების ხშირ გამოყენებასთან გვაქვს საქმე.

ლორწოვანი გარსი არ არის ინფორმაციული და ალერგიულ რინიტს წააგავს.

გამწვავების დროს, რენტგენოლოგიურ სურათზე, სინუსებში ჩანს ლორწოვნის ჰიპერტროფია.

ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.

ალერგიული რინიტი

ამ პათოლოგიას რამდენიმე გარემოების დამთხვევა იწვევს, მაგალითად:

— ორგანიზმის განსაკუთრებული მიდრეკილება სპეციფიკური IgE-ის ანომალური გამომუშავებისადმი, ამა თუ იმ ბუნებრივ ალერგენთან ბუნებრივი გზით კონტაქტის საპასუხოდ;
— ცხვირის ლორწოვანის ჰიპერაქტიურობა;
— გეოგრაფიული და სეზონური ფაქტორები;

დიდი რაოდენობით გამომუშავებული IgE, ქსოვილოვანი მასტოციტების და ბაზოფილების მემბრანაზე ფიქსირდება და ამგვარად, ამ უჯრედების დეგრანულაციის გამო, გამოიყოფა უამრავი მედიატორი: ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები.

პირველადი რეაქციის შემდეგ, მოსალოდნელია შემდგომი, დაგვიანებული რეაქცია, რომელიც პროცესის ქრონიკულისკენ წასვლის მანიშნებელია. ეს რინიტები უკვე პირველი ტიპის IgE gell და coombs-ის ჰიპერსენსიბილურობას მიეკუთვნება.

არცთუ ისე იშვიათია ატოპიური რეაქციები, როდესაც ვერ ვპოულობთ პასუხისმგებელ ანტიგენს და რინორეა „უმიზეზოდ“ იწყება. ალერგიული ტესტები კანზე, უარყოფითია.

არაალერგიული, ვაზომოტორული რინიტი

ამ ტიპის სურდოს ჩამრთველი ფაქტორები შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური. პროცესი ცხვირის ქოლინერგულ ჰიპერაქტივობაში ვლინდება.

ამ დროს ისევ ის მედიატორები, რომლებიც მოქმედებენ ალერგიული რინიტის დროს, იწვევენ პათოლოგიურ პროცესებს და ხელს უწყობენ მათ ქრონიკულში გადასვლასაც. აღსანიშნავია, რომ 9-10 წელიწადში მათ, შესაძლოა, ცხვირის ალერგიული პოლიპოზი გამოიწვიონ.

ვაზომოტორული რინიტი, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება წინ უსწრებდეს ე. წ. ასპირინის დაავადებას.

NOTA BENE
  • ცხვირის ციანოზური ლორწოვანი ვაზომოტორული რინიტის დროს, დადებითი ალერგიული ტესტები კანზე არ არის აუცილებელი იყოს ალერგიული რეაქციის შედეგი.


ალერგენის გამოვლენა

ალერგენის გამოვლენა მრავალეტაპიანი პროცესია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

— ოჯახის ანამნეზი, განსაკუთრებით ასთმის არსებობა;
— ცხოვრების პირობები და განსაკუთრებით, პირობების შეცვლა და რეაქციის დაწყების დრო;
— დაწყების ასაკი. როგორც წესი, ალერგიული რეაქცია უფრო ახალგაზრდა ასაკში ვლინდება, განსხვავებით ვაზომოტორული არაალერგიული რეაქციებისაგან;
— საერთო – IgE ის არც დიდი და არც მცირე ტიტრი არ არის ალერგიის არსებობა – არარსებობის პირდაპირი ნიშანი. უფრო მიზანშეწონილია სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრა;
— კანის ან სხვა ორგანოს ტესტირება ალერგიაზე ალერგოლოგის რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს;

სეზონური რინიტი

სეზონური რინიტი შესაძლოა გამოვლინდეს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. მისი დაწყება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ხდება და ხშირად დამოკიდებულია ამ თუ იმ მცენარის ყვავილობაზე. ხანგრძლივობა 10-20 დღე. კლინიკურად აღინიშნება რინორეა, ცემინება, ცრემლდენა და ბრონქო-ტრაქეიტი.

მკურნალობა სიმპტომურია და კლინიკური ნიშნების სიღრმეზეა დამოკიდებული. შესაძლოა 10 დღიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.

ალერგიულ რეაქციაზე მკურნალობა შემოიფარგლება ადგილობრივი ან/და სისტემური პრეპარატებით:

— ანტიქოლინერგული აპლიკაცია: Atrovent, Tersigat;
— აპლიკაციური სტეროიდები: Etacid, Dymista.
— სისტემური, per os პრეპარატები: ზადიტენი;
— ანტიჰისტამინები: ზირტეკი, კლარიტინი;
— აპლიკაციური ანტიჰისტამინური პრაპარატები: Palada;

უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, საჭირო ხდება ალერგო- ლოგის მიერ სპეციალური მკურნალობის ჩატარება, დესენსიბილიზაცია.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები