სულაბერიძე ია
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Ia sulaberidze.JPG|thumb|ია სულაბერიძე]] | ||
'''სულაბერიძე ია''' – (1965), პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. საშუალო სკოლა დაამთავრა 1982 წელს რუსთავში, ხოლო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი – 1991 წელს. 1997 წლამდე მუშაობდა რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე; ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, [[მურმან ლებანიძე|მურმან ლებანიძის]] წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქტორობით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც. სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა. გამოცემული აქვს კრებულები: „40 ლექსი“, „მეორე წიგნი“, „მე არ ვარ ევა“ (2006), „სიბრძნე სიურჩისა“. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები. | '''სულაბერიძე ია''' – (1965), პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. საშუალო სკოლა დაამთავრა 1982 წელს რუსთავში, ხოლო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი – 1991 წელს. 1997 წლამდე მუშაობდა რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე; ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, [[მურმან ლებანიძე|მურმან ლებანიძის]] წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქტორობით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც. სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა. გამოცემული აქვს კრებულები: „40 ლექსი“, „მეორე წიგნი“, „მე არ ვარ ევა“ (2006), „სიბრძნე სიურჩისა“. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები. | ||
მიმდინარე ცვლილება 11:52, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით
სულაბერიძე ია – (1965), პოეტი. დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლა დაამთავრა 1982 წელს რუსთავში, ხოლო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი – 1991 წელს. 1997 წლამდე მუშაობდა რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე; ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, მურმან ლებანიძის წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქტორობით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც. სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა. გამოცემული აქვს კრებულები: „40 ლექსი“, „მეორე წიგნი“, „მე არ ვარ ევა“ (2006), „სიბრძნე სიურჩისა“. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები.
- დედას
- შენ არ დაბერდი, მე გავიზარდე
- და დღეს დებივით დავდივართ ერთად,
- მადლობელი ვარ, რომ დამიცადე,
- რომ შენი თავი მარგუნე დედად!
- ვერაფრით ვხვდები, რა უნდა გითხრა,
- რომ მივამსგავსო ნათქვამი სათქმელს
- და რა იქნება ის მხსნელი სიტყვა,
- რითაც დაგარქმევ შესაფერ სახელს:
- „ჩემო ლამაზო?“ - ეს ხომ ფაქტია,
- „ჩემო ძვირფასო?“ - არახალია...
- ჩემო ბუზღუნა დედა-ფუტკარო,
- ჩემო თოლიგე და მახარია!
- შენ სხვების დედებს ბევრად სჯობიხარ,
- ჩემი რომა ხარ, – მხოლოდ ამითი,
- რა კარგი არის, სადედაშვილოდ
- რომ ავირჩიეთ ჩვენ ერთმანეთი.
- შენ არ დაბერდი, მე გავიზარდე,
- და დღეს დებივით დავდივართ ერთად,
- გმადლობ, ძვირფასო, რომ დამიცადე,
- რომ შენი თავი მაჩუქე დედად!