რაზმაძე თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: თამარ რაზმაძე '''რაზმაძე თამარ''' − (1973), პოეტი. ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
::რომ მონატრებით არ ვარ მართალი?!. | ::რომ მონატრებით არ ვარ მართალი?!. | ||
::სიბერეს ტრფობა რომ მიეჩრდილა, | ::სიბერეს ტრფობა რომ მიეჩრდილა, | ||
− | ::არ იბრწყინებდა მაშ თაჯ-მაჰალი!·. | + | ::არ იბრწყინებდა მაშ [[თაჯ-მაჰალი]]!·. |
::ვითომ გაყინავს დრო სუნთქვას ლტოლვის? | ::ვითომ გაყინავს დრო სუნთქვას ლტოლვის? | ||
::განა ვარსკვლავებს არ ახსოვთ ფიცი? | ::განა ვარსკვლავებს არ ახსოვთ ფიცი? |
მიმდინარე ცვლილება 12:10, 16 ივნისი 2022 მდგომარეობით
რაზმაძე თამარ − (1973), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი ჟურნალისტის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, ტელეკომპანია TV-4-ზე. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა ჟურნალ „სხივში”, სადაც დაიბეჭდა ორი მოთხრობა, ლექსები კი პირველად ჟურნალ „ათინათში” გამოაქვეყნა.
- * * *
- მახსოვს, მითხარი, რომ არ ვბერდები,
- (იქნება ფიქრობ, გული დაბერდა?!)
- თავს იწამლავდა ზამთარში გრძნობა,
- მაისში - ეჭვებს ნთქავდა, არბევდა!
- ჟამთასვლა ჭენებ-ჭენებით, როკვით
- მტვერს ყრიდა, თუმცა საფლავთა ქვაზე,
- მწამს, სერაფიტას ლანდიც - ლიცლიცა
- იოდმანგანის იცდიდა კარზე·
- ანდა, ვინ თქვა, რომ ცოდვას ვუკმევდი,
- რომ მონატრებით არ ვარ მართალი?!.
- სიბერეს ტრფობა რომ მიეჩრდილა,
- არ იბრწყინებდა მაშ თაჯ-მაჰალი!·.
- ვითომ გაყინავს დრო სუნთქვას ლტოლვის?
- განა ვარსკვლავებს არ ახსოვთ ფიცი?
- ხომ ვერ შერისხე წარსულად ჩემი
- შენსკენ ნასროლი მზერის კისკისი?!.
- რომ „არ ვბერდები“, დრო განა არ ქრის,
- მეც დამიტოვა თვალთან რკალები,
- ჟამი ვერ წალეკს ერთადერთ ბომონს,
- თუ სიყვარულში დავიკარგებით!