მაგმური სამთო ქანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მაგმური ქანები]] | [[კატეგორია:მაგმური ქანები]] | ||
[[კატეგორია:ქანები]] | [[კატეგორია:ქანები]] | ||
+ | [[კატეგორია:სამთო ქანის სახეობები]] |
11:28, 25 აგვისტო 2022-ის ვერსია
მაგმური სამთო ქანი – დედამიწის სიღრმიდან გამდნარი მაგმის პირველადი ამოფრქვევის შედეგად გაცივებული სამთო ქანი. მისი სტრუქტურა და თვისებები დამოკიდებულია მაგმის გაცივების პირობებზე, ამიტომ განასხვავებენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს: სიღრმულს (ინტრუზიული), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო და სხვ.) და ვულკანურს (ეფუზიური), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება (პორფირი, დიაბაზი, ბაზალტი და სხვა).