საქადაგიანოს წმინდა დემეტრეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
აფსიდში  მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. გამოსახულებები მთლიანად ავსებენ აფსიდის არეს, ქვედა რეგისტრის [[წმინდანები|წმინდანთა]] გამოსახულებები [[იატაკი]]ს დონემდე აღწევს. [[კონქი|კონქში]] გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც თაყვანს სცემს ორი მთავარანგელოზი. მეორე რეგისტრში [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|თორმეტი მოციქული]]ა, თითოეული სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული. ქვემოთ გამოსახული არიან ეკლესიის მამები. წმინდანთა გამოსახულებებს [[თაღნარი]] აქვს შემოვლებული. სატრაპეზო ქვის თავზე გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი. ქვემოთ, ქვის ორივე მხარეს დატოვებული მცირე მონაკვეთები შემკულია პრიმიტიული გეომეტრიული ორნამენტით (ტეხილი ხაზებით). [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი წმინდანი. სამხრეთ მხარეს მოთავსებული წმინდანის (წმ. დავითი) შარავანდზე ასომთავრული წარწერაა. დარბაზის [[მოხატულობა]] უფრო მეტადაა დაზიანებული. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვარი და საყდარნი. ქვემოთ, ჩრდილოეთ კედლის ამავე მონაკვეთზე დარჩენილია ცხენზე მჯდომი [[მეომარი|მეომრის]] ფრაგმენტი, ფიგურებს თან ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები. მოხატულობის შესრულების მანერა სქემატურია. წმინდანთა ტანსაცმელი დამუშავებულია უხეში შავი და თეთრი ხაზებით. სახეების მოყვითალო-ყავისფერი სარჩული დაფარულია სქელ ფენად დატანილ თეთრად გაღიაფერებით, რომელთაგანაც მკვეთრად გამოიყოფა მუქი ჩრდილის ვიწრო ზოლი. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მღვრიე, მუქი ფერები (მონაცრისფრო-თეთრი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მონაცრისფრო-ცისფერი).  
 
აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები ზევითკენ საგრძნობლად შევიწროებულია. ამის გამო შენობა უფრო მაღალი და აზიდული ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ოთხკუთხა ქვა (0,65X0,45 მ) ხსენებული ასომთავრული წარწერით. ნაგებობას აქვს ერთადერთი სამკაული – მწვანედ მოჭიქული მოზრდილი რიყის ქვა.  
+
აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები ზევითკენ საგრძნობლად შევიწროებულია. ამის გამო შენობა უფრო მაღალი და აზიდული ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ოთხკუთხა ქვა (0,65X0,45 მ) ხსენებული ასომთავრული წარწერით. ნაგებობას აქვს ერთადერთი სამკაული – მწვანედ მოჭიქული მოზრდილი [[რიყის ქვა]].  
  
ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (5,04X5,1 მ), რომელიც ნაგებია მცირე ზომის ქვებით, გამოყენებულია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]ც. თავდაპირველად მინაშენი ოთხივე მხრიდან ოდნავ შეისრული ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე ყოფილა; შემდეგში ჩრდილოეთით და დასავლეთით თაღები ამოუშენებიათ. კარიბჭე დასრულებულია შეისრული [[გუმბათი]]თ. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აგურის [[ტრომპი|ტრომპებით]]. თაღებს ზემოთ კუთხოვანი ჩარჩოა, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. კარიბჭის აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის აგურის [[ლავგარდანი]] შემოუვლიათ.
+
ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (5,04X5,1 მ), რომელიც ნაგებია მცირე ზომის ქვებით, გამოყენებულია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]ც. თავდაპირველად [[მინაშენი]] ოთხივე მხრიდან ოდნავ შეისრული ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე ყოფილა; შემდეგში ჩრდილოეთით და დასავლეთით თაღები ამოუშენებიათ. კარიბჭე დასრულებულია შეისრული [[გუმბათი]]თ. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აგურის [[ტრომპი|ტრომპებით]]. თაღებს ზემოთ კუთხოვანი ჩარჩოა, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. კარიბჭის აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის აგურის [[ლავგარდანი]] შემოუვლიათ.
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 17:01, 29 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

საქადაგიანოს წმინდა დემეტრეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქადაგიანოს განაპირას, მდინარე ქსნის ციხის პირდაპირ. ფერდობზე. სოფლის სახელწოდება წარმოდგება ქადაგიშვილების გვარიდან. ისინი ლეკიანობის დროს აქედან აყრილან და დამკვიდრებულად სოფელ აღაიანში. ასომთავრული სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია 1498 წელს აუგიათ მონაზონ დამიანეს და მის შვილებს – ამბაალავერდელ (ალავერდის ეპისკოპოსის საპატიო წოდება) კვირიკეს, დიონისესა და თევდორეს.

[რედაქტირება] აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,5X5,5 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის მოზრდილი უსწორმასწორო ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა მარტივი ფორმის პილასტრებით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. ინტერიერი საკმაოდ მაღალი და ხალვათია. კედლები შელესილი და მოხატულია.

აფსიდში მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. გამოსახულებები მთლიანად ავსებენ აფსიდის არეს, ქვედა რეგისტრის წმინდანთა გამოსახულებები იატაკის დონემდე აღწევს. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც თაყვანს სცემს ორი მთავარანგელოზი. მეორე რეგისტრში თორმეტი მოციქულია, თითოეული სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული. ქვემოთ გამოსახული არიან ეკლესიის მამები. წმინდანთა გამოსახულებებს თაღნარი აქვს შემოვლებული. სატრაპეზო ქვის თავზე გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი. ქვემოთ, ქვის ორივე მხარეს დატოვებული მცირე მონაკვეთები შემკულია პრიმიტიული გეომეტრიული ორნამენტით (ტეხილი ხაზებით). საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი წმინდანი. სამხრეთ მხარეს მოთავსებული წმინდანის (წმ. დავითი) შარავანდზე ასომთავრული წარწერაა. დარბაზის მოხატულობა უფრო მეტადაა დაზიანებული. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვარი და საყდარნი. ქვემოთ, ჩრდილოეთ კედლის ამავე მონაკვეთზე დარჩენილია ცხენზე მჯდომი მეომრის ფრაგმენტი, ფიგურებს თან ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები. მოხატულობის შესრულების მანერა სქემატურია. წმინდანთა ტანსაცმელი დამუშავებულია უხეში შავი და თეთრი ხაზებით. სახეების მოყვითალო-ყავისფერი სარჩული დაფარულია სქელ ფენად დატანილ თეთრად გაღიაფერებით, რომელთაგანაც მკვეთრად გამოიყოფა მუქი ჩრდილის ვიწრო ზოლი. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მღვრიე, მუქი ფერები (მონაცრისფრო-თეთრი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მონაცრისფრო-ცისფერი).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები ზევითკენ საგრძნობლად შევიწროებულია. ამის გამო შენობა უფრო მაღალი და აზიდული ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ოთხკუთხა ქვა (0,65X0,45 მ) ხსენებული ასომთავრული წარწერით. ნაგებობას აქვს ერთადერთი სამკაული – მწვანედ მოჭიქული მოზრდილი რიყის ქვა.

ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (5,04X5,1 მ), რომელიც ნაგებია მცირე ზომის ქვებით, გამოყენებულია აგურიც. თავდაპირველად მინაშენი ოთხივე მხრიდან ოდნავ შეისრული ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე ყოფილა; შემდეგში ჩრდილოეთით და დასავლეთით თაღები ამოუშენებიათ. კარიბჭე დასრულებულია შეისრული გუმბათით. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აგურის ტრომპებით. თაღებს ზემოთ კუთხოვანი ჩარჩოა, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. კარიბჭის აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუვლიათ.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები