ცხვირის ღრუ
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
მისი ლატერალური კედლები, ნიჟარების გამო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სუნთქვითი ფუნქციის შესანარჩუნებლად, რადგანაც აორმაგებს ცხვირის ღრუს ზედაპირს. მისი ლორწოვანი გარსი ცხვირის ღრუს იცავს. | მისი ლატერალური კედლები, ნიჟარების გამო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სუნთქვითი ფუნქციის შესანარჩუნებლად, რადგანაც აორმაგებს ცხვირის ღრუს ზედაპირს. მისი ლორწოვანი გარსი ცხვირის ღრუს იცავს. | ||
[[ფაილი:Bunebrivi wiagebis savali nawilebis.PNG|thumb|300პქ|დანამატი წიაღების ბუნებრივი სავალების სქემა]] | [[ფაილი:Bunebrivi wiagebis savali nawilebis.PNG|thumb|300პქ|დანამატი წიაღების ბუნებრივი სავალების სქემა]] | ||
| − | ცხვირში ნიჟარების არსებობის გამო, არჩევენ ზედა, ქვედა და შუა გასავალს. შუა სავალში ხდება წინა დანამატი | + | ცხვირში ნიჟარების არსებობის გამო, არჩევენ ზედა, ქვედა და შუა გასავალს. შუა სავალში ხდება წინა [[დანამატი წიაღები]]ს დრენირება. ქვედა სავალში – საცრემლე არხი იხსნება. |
'''ცხვირის ლორწოვან გარსს მრავალი ფუნქცია აკისრია:''' | '''ცხვირის ლორწოვან გარსს მრავალი ფუნქცია აკისრია:''' | ||
| ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
:— ყნოსვა; | :— ყნოსვა; | ||
:— ლორწოვანი გარსის ინერვაცია, რომელიც n. ophtalmicus და n. maxillaris-ით ხორციელდება; | :— ლორწოვანი გარსის ინერვაცია, რომელიც n. ophtalmicus და n. maxillaris-ით ხორციელდება; | ||
| − | :— ნეირო-ვეგეტატური ინერვაცია, რომლის დისფუნქციის დროს ვითარდება ვაზომოტორული რინიტი; | + | :— ნეირო-ვეგეტატური ინერვაცია, რომლის დისფუნქციის დროს ვითარდება [[ვაზომოტორული რინიტი]]; |
'''ცხვირის სისხლმომარაგება''' | '''ცხვირის სისხლმომარაგება''' | ||
| ხაზი 43: | ხაზი 43: | ||
[[კატეგორია:ცხვირის ანატომია]] | [[კატეგორია:ცხვირის ანატომია]] | ||
[[კატეგორია:გრძნობათა ორგანოები]] | [[კატეგორია:გრძნობათა ორგანოები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ცხვირი]] |
[[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]] | [[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ცხვირი, ცხვირ-ხახა და დანამატი წიაღები]] | [[კატეგორია:ცხვირი, ცხვირ-ხახა და დანამატი წიაღები]] | ||
| + | [[კატეგორია:სასუნთქი სისტემა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:33, 15 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ცხვირის ღრუ — ადამიანის ცხვირის ღრუ წარმოადგენს თავის ქალას ზედა წინა ნაწილში არსებულ ორ ხვრელს. ის ქალას ფუძის წინა ნაწილის ქვევით მდებარეობს და ძგიდით არის ორად გაყოფილი.
მისი ლატერალური კედლები, ნიჟარების გამო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სუნთქვითი ფუნქციის შესანარჩუნებლად, რადგანაც აორმაგებს ცხვირის ღრუს ზედაპირს. მისი ლორწოვანი გარსი ცხვირის ღრუს იცავს.
ცხვირში ნიჟარების არსებობის გამო, არჩევენ ზედა, ქვედა და შუა გასავალს. შუა სავალში ხდება წინა დანამატი წიაღების დრენირება. ქვედა სავალში – საცრემლე არხი იხსნება.
ცხვირის ლორწოვან გარსს მრავალი ფუნქცია აკისრია:
- — ყნოსვის ფუნქცია – ყნოსვის ბოლქვები მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, დაცხრილული ფირფიტის, Lamina Cribrosa-ს ქვეშ. ეს პატარა სტრუქტურა ყნოსვაზეა პასუხისმგებელი;
- — სუნთქვის ფუნქცია – ის ანოტივებს, წმენდს და სუნთქვის დროს ათბობს ჰაერის ნაკადს;
ცხვირის ლორწოვანი გარსი ძალიან მდიდარია სისხლძარღვებით და წარმოადგენს კავერნოზულ სისტემას. მისი გაციების ან ალერგიული რეაქციის შედეგად, ის შუპდება და იწვევს ცხვირის ღრუს მოცულობის შემცირებას, რაც აშკარა დისკომფორტს ქმნის სურდოს დროს. ამის გამო, ზოგჯერ ხდება ცხვირის ღრუების მონაცვლეობითი დახშობა, რაც ფიზიოლოგიურია, არ იწვევს პათოლოგიურ პროცესებს და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს. ეს 2 ან 5 საათიანი რითმი, გამოიხატება ხან ერთი ნესტოს შევიწროებით (არა დახურვით, არამედ შევიწროებით) და ხან – მეორესი.
ბუნებრივი (ალერგია, ვირუსი, სიმსივნე, პოზიციის შეცვლა) ფაქტორები ამ რითმის შეცვლაზე დიდ გავლენას ახდენს.
მუკოცილიარული საფარის არსებობის გამო, ნებისმიერი უცხო სხეული, რომელიც ჰაეროვანი გზით ცხვირის ლორწოვანზე მოხვდება, ამ სისტემის მეშვეობით ცხვირ-ხახისკენ განიდევნება (400-800 მოძრაობა წუთში). ეს მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად მისი შეფერხება მცირე ზემოქმედებითაც ხდება.
ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს: ინფექცია, ტოპიური პრობლემები, წამწამოვანი უჯრედების ანომალია (KARTAGENER-ის სინდრომი) მუკოვისციდოზი.
ამ ლორწოვანი გარსის ქვეშ მდებარეობს დაცვის მეორე შრე, სადაც ფაგოციტოზი და იმუნოგლობულინების მოზიდვა ხდება.
ამ სისტემით ახორციელებს ცხვირის ლორწოვანი გარსი ზედა სასუნთქი გზების დაცვა-გასუფთავებას.
ცხვირის ღრუს ინერვაცია
- — ყნოსვა;
- — ლორწოვანი გარსის ინერვაცია, რომელიც n. ophtalmicus და n. maxillaris-ით ხორციელდება;
- — ნეირო-ვეგეტატური ინერვაცია, რომლის დისფუნქციის დროს ვითარდება ვაზომოტორული რინიტი;
ცხვირის სისხლმომარაგება
ის ორივე საძილე არტერიიდან ხორციელდება, შიდა და გარეთა არტერიების ტოტების მეშვეობით.
შიდა საძილე არტერიის ტოტები: თვალბუდის არტერიიდან გამომავალი a. ethmoidalis-ის არტერიოლები.
გარეთა საძილე არტერიის ტოტები: – მაქსილარული არტერიის ტოტის – a. spheno-palatina-ს არტერიოლები.