კრედიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:კრედიტი]] | [[კატეგორია:კრედიტი]] | ||
| + | [[კატეგორია:საბანკო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:53, 9 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
კრედიტი - (credit, loan, <ლათ. creditum სესხი, ვალი <credere ნდობა),
- დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ან საქონლის გაცემა ვალად განსაზღვრული ვადით ფიქსირებული პროცენტის საფასურად. კრედიტის ძირითადი ფორმებია: აქცეპტური, აქცეპტურ-რამბუსნული, იპოთეკური, კომერციული, რელოვერული, საბანკო, საერთაშორისო, საექსპორტო, სავალუტო, სამომხმარებლო. განასხვავებენ მოკლე- და გრძელვადიან კრედიტს. მოკლევადიანი კრედიტი, როგორც წესი, გაიცემა ერთ წლამდე ვადით, ხოლო გრძელვადიანი - ერთ წელზე მეტი ვადით და ძირითადად საინვესტიციო კაპიტალის სახით გამოიყენება;
- საბუღალტრო ანგარიშის მარჯვენა მხარე. აქტიურ ანგარიშში კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს შემცირებას, ანუ გასავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - ზრდას, ანუ შემოსავალს. პასიურ ანგარიშში კი, პირიქით, კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს ზრდას, ანუ შემოსავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - შემცირებას, ანუ გასავალს;
- ნდობა, ნდობით სარგებლობა.