მულტიპლიკატორი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
'''შემოსავლის მულტიპლიკატორი''' გამოხატავს რაოდენობრივ დამოკიდებულებას შემოსავლების ნამატსა და ინვესტიციების განსაზღვრულ სიდიდეს შორის. შემოსავლების ნამატი უდრის ინვესტიციების ნამატს, გამრავლებულს მულტიპლიკატორზე.
 
'''შემოსავლის მულტიპლიკატორი''' გამოხატავს რაოდენობრივ დამოკიდებულებას შემოსავლების ნამატსა და ინვესტიციების განსაზღვრულ სიდიდეს შორის. შემოსავლების ნამატი უდრის ინვესტიციების ნამატს, გამრავლებულს მულტიპლიკატორზე.
 +
 +
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:58, 13 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

მულტიპლიკატორი (ეკონომიკა) (multiplier, <ლათ. multiplicator მამრავლი), კოეფიციენტი (K), რომელიც გამოხატავს გარკვეულ რაოდენობრივ თანაფარდობას ფუნქციონალურად ერთმანეთზე დამოკიდებულ ორ ან მეტ ცვალებად ეკონომიკურ სიდიდეს შორის. ერთობლივი მოთხოვნის მატების ერთ ერთეულზე ერთობლივი მიწოდების ცვლილების კოეფიციენტი.

დასაქმების მულტიპლიკატორი გამოხატავს რაოდენობრივ თანაფარდობას ერთობლივი დასაქმების ნამატსა და ინვესტიციების ნამატს შორის.

ინვესტიციის მულტიპლიკატორი ასახავს რაოდენობრივ თანაფარდობას შემოსავლებისა და ინვესტიციების ნამატს შორის. თუ ინვესტიციის მოცულობა იზრდება, შემოსავალი მატულობს იმ სიდიდით, რომელიც K-ჯერ მეტი იქნება ინვესტიციის ნამატზე. მაგ., თუ ინვესტიციის 10 მლნ დოლარით ზრდა იწვევს შემოსავლის ზრდას 40 მლნ დოლარით, მაშინ მულტიპლიკატორი 4-ის ტოლი იქნება.

შემოსავლის მულტიპლიკატორი გამოხატავს რაოდენობრივ დამოკიდებულებას შემოსავლების ნამატსა და ინვესტიციების განსაზღვრულ სიდიდეს შორის. შემოსავლების ნამატი უდრის ინვესტიციების ნამატს, გამრავლებულს მულტიპლიკატორზე.



[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები