გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
(ახალი გვერდი: '''გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა''' – ბიბლიოთეკა რიგით მესა...) |
|||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[[გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები]] | [[გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები]] | ||
+ | ==წყარო== | ||
+ | [[ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ]] | ||
[[კატეგორია:ბიბლიოთეკა]] | [[კატეგორია:ბიბლიოთეკა]] | ||
[[კატეგორია:ბიბლიოთეკები ავსტრიაში]] | [[კატეგორია:ბიბლიოთეკები ავსტრიაში]] |
მიმდინარე ცვლილება 12:17, 23 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ბიბლიოთეკა რიგით მესამეა ავსტრიის წიგნსაცავთა შორის. მისი დაფუძნების ისტორია XVI ს-მდე მივყავართ. 1573 წელს დაარსებული იეზუიტთა კოლეჯი იმავე საუკუნის 80-იან წლებში გარდაიქმნა უნივერსიტეტად, რომელიც თავდაპირველად ყურადღებას უთმობდა მხოლოდ თეოლოგიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მონასტერთა ხელშეწყობით იზრდებოდა უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიც. 1773 წლიდან უნივერსიტეტი სახელმწიფო ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, 1781 წელს კი ბიბლიოთეკამ ოფიციალური ინაოგურაცია გაიარა.
ამჟამად ბიბლიოთეკა ფლობს ინკუნაბულების, ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების მდიდარ კოლექციას. აღსანიშნავია პაპირუსზე გადაწერილი ეგვიპტური წარმომავლობის 42 ერთეული; ბიბლიოთეკის კოლექციის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს VII-XI ს-ების სინური წარმომავლობის 5 ქართული ხელნაწერი წიგნი და 2 ფრაგმენტი, რომელთა ბიბლიოთეკის ფონდში არსებობაც ჰუგო შუხართის სახელს უკავშირდება. გარდა ამ ხელნაწერებისა, შუხართმა ბიბლიოთეკას გადასცა რამდენიმე ასეული ქართული ნაბეჭდი წიგნი, დოკუმენტები და წერილები. 2001 წელს ვახტანგ იმნაიშვილმა გრაცში დაცულ ხენაწერებს მიუძღვნა ნაშრომი: „სინის მთიდან გრაცამდის (გრაცის ქართულ ხელნაწერთა ისტორია)“. პუბლიკაცია ძირითადად ეხება გრაცის უნივერსიტეტის კუთვნილ ქართულ ხელნაწერებს, უფრო ზუსტად კი, ამ ხელნაწერების სინას მთიდან გრაცში მოხვედრის თავგადასავლებია ასახული (იმნაიშვილი 2001).
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები