სოხასტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სოხასტერი''' - [[ | + | '''სოხასტერი''' - [[გელათი]]ს მონასტრიდან 250 მ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემაღლებულ მინდორზე მდებარეობს სოხასტერის სახელით ცნობილი ნაგებობათა ჯგუფი. სავარაუდოა, რომ თავიდან ის წამოადგენდა დავრდომილთა თავშესაფარს (ქსენონს), რომელიც მატიანეს ცნობით, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] ააშენა. მოგვიანებით აქ ცალკე მონასტერი გაჩნდა. სოხასტერს აქვს [[გალავანი|გალავნით]] მოფარგლული ორი, დიდი და მცირე [[ეზო]]. დიდი ეზოს დასავლეთით, მსხვილი ბლოკებით ამოყვანილ შემაღლებულ ბაქანზე დგას თლილი ქვით მოპირკეთებული პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც XII ს. თარიღდება. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე ეკვდერები ეკვრის. XVI ს. მათ დასავლეთიდან მიშენდა [[ნართექსი]] და [[თაღი|თაღებით]] გახსნილი ექსონართექსი. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII სს-ის მოხატულობის ნაშთები. |
| − | + | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[კატეგორია: | + | ==წყარო== |
| + | [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
| + | [[კატეგორია: ტყიბულის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]] | ||
16:45, 24 იანვარი 2023-ის ვერსია
სოხასტერი - გელათის მონასტრიდან 250 მ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემაღლებულ მინდორზე მდებარეობს სოხასტერის სახელით ცნობილი ნაგებობათა ჯგუფი. სავარაუდოა, რომ თავიდან ის წამოადგენდა დავრდომილთა თავშესაფარს (ქსენონს), რომელიც მატიანეს ცნობით, დავით აღმაშენებელმა ააშენა. მოგვიანებით აქ ცალკე მონასტერი გაჩნდა. სოხასტერს აქვს გალავნით მოფარგლული ორი, დიდი და მცირე ეზო. დიდი ეზოს დასავლეთით, მსხვილი ბლოკებით ამოყვანილ შემაღლებულ ბაქანზე დგას თლილი ქვით მოპირკეთებული პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც XII ს. თარიღდება. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე ეკვდერები ეკვრის. XVI ს. მათ დასავლეთიდან მიშენდა ნართექსი და თაღებით გახსნილი ექსონართექსი. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII სს-ის მოხატულობის ნაშთები.