ზეგარდის წმინდა გიორგი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Zegardis wm giorgis eklesia.JPG|thumb|ზეგარდის წმინდა | + | [[ფაილი:Zegardis wm giorgis eklesia.JPG|thumb|ზეგარდის [[წმინდა გიორგი]]ს ეკლესია]] |
'''ზეგარდის წმინდა გიორგი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. | '''ზეგარდის წმინდა გიორგი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. | ||
=== აღწერილობა === | === აღწერილობა === | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, ფასადებზე საპირე ქვები ამოცვენილია; ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის საპირე. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა [[აფსიდი]]ა. სატრიუმფო თაღის საბჯენი პილასტრები აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა [[ნიში]]ა. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის | + | ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია [[სახურავი]], [[ფასადი|ფასადებზე]] [[საპირე ქვა|საპირე ქვები]] ამოცვენილია; ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის [[საპირე]]. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა [[აფსიდი]]ა. სატრიუმფო თაღის საბჯენი [[პილასტრი|პილასტრები]] აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდში ერთი [[სარკმელი]] და ორი ღრმა [[ნიში]]ა. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის [[არქიტრავი]]ს ქვა და [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] სარკმელი გრეხილი ორნამენტითაა შემკული. |
===თქმულება=== | ===თქმულება=== | ||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | * [[საქართველოს | + | * [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]] | * [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]] | ||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]] | [[კატეგორია:ქართული თქმულებები]] | ||
[[კატეგორია:თქმულებები წმინდა გიორგიზე]] | [[კატეგორია:თქმულებები წმინდა გიორგიზე]] | ||
| + | [[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 02:00, 29 იანვარი 2023 მდგომარეობით
ზეგარდის წმინდა გიორგი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში.
[რედაქტირება] აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, ფასადებზე საპირე ქვები ამოცვენილია; ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის საპირე. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდია. სატრიუმფო თაღის საბჯენი პილასტრები აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის არქიტრავის ქვა და საკურთხევლის სარკმელი გრეხილი ორნამენტითაა შემკული.
[რედაქტირება] თქმულება
ერთი ლაკათხეველი კაცი, გვარად ქარჩაიძე, ხეს ჭრიდა ტყეში სახლის ასაშენებლად. მოდიოდა მტრედი, ნისკარტით ნაფოტები სადღაც მიჰქონდა. დაფიქრდა კაცი, სად მიაქვს ეს ნაფოტი მტრედსო. ადგა და გაჰყვა ამ მტრედს. მტრედი ერთ უღრან ტყეში შევიდა და ხედავს კაცი, მტრედს ნაფოტები ერთმანეთზე დაუწყვია და ბუდეს აშენებს ეკლესიასავით.
წავიდა ქარჩაიძე და გააგებინა სოფელს ეს ამბავი. წამოვიდნენ იმ სოფლის მკვიდრნი, ნახეს მტრედის ნამოქმედარი და მიხვდნენ, ალბათ ღმერთი აქ ეკლესიის აშენებას გვთხოვსო. ქარჩაიძე ხელოსანი ყოფილა და ისევ მას ააშენებინეს ეკლესია.
როცა დასრულდა ეკლესიის შენება, ჰკითხეს სოფლის მკვიდრებმა, გასამრჯელოდ რა მოგცეთო – საქონელი გინდა, საქონელს მოგცემთო; ცხვარი გინდა, ცხვარს მოგცემთო; ფული გინდა, ფულს მოგცემთო; მიწა გინდა, მიწას მოგცემთო. რასაც მოგვთხოვ, მოგცემთო.
წავიდა ქარჩაიძე, რომ ძმებისთვის ეკითხა აზრი. ცხრა ძმანი ყოფილან ქარჩაიძეები, დაცოლშვილებულნი. ძმებო, ამას და ამას მაძლევენ ეკლესიის აშენებაში, რა გამოვართვაო. ზოგს ძროხა უთქვამს, ზოგს – ცხვარი, ზოგს – ფული, ზოგს – მიწა. ერთი პატარძალი ჰყოლიათ, უმცროსი ძმის ცოლი, სამი დღის მოყვანილი. თქვეს, მოდით, პატარძალსაც შევეკითხოთო, რას გვირჩევსო. შეეკითხნენ. პატარძალმა ურჩია: არაფერი არ გინდათ. ყველაფერი უხვად გაქვთო. ფულიც გაივლის და სიმდიდრეც, ღვთის წყალობა კი დარჩებაო. როცა დღესასწაული მოვა, პირველად თქვენ დაგამწყალობოთ დეკანოზმა: „წყალობა ეკლესიის ამშენებელს! წყალობა ქარჩაიძეებს! გამრავლდნენ ქარჩაიძეები!“ სხვას ნურაფერს მოითხოვთო.
და დღემდე ასე ხდება სოფლის დღესასწაულზე. დეკანოზი ყოველთვის პირველად ამწყალობებს ქარჩაიძეებს, პირველი საკლავი მათი იკვლის, პირველი კურთხევა მათია.