ქიქოძე გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქიქოძე გაბრიელ“ გადაიტანა გვერდზე „[[ქიქოძე გაბრიელ (იმერეთის ეპ...)
 
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gabriel qiqodze.JPG|thumb|გაბრიელ ქიქოძე ]]
 
[[ფაილი:Gabriel qiqodze.JPG|thumb|გაბრიელ ქიქოძე ]]
'''გაბრიელ ქიქოძე (იმერეთის ეპისკოპოსი)''' − Kikodze Gabriel, Кикодзе Габриэль 1825-1896  
+
'''გაბრიელი (ქიქოძე გერასიმე)''' – (05/27.11.1825, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, 13/26.01.1896, ქ. ქუთაისი), სასულიერო მოღვაწე, წმინდა მღვდელმთავარი (ხსენების დღე 25.01/07.02)], [[ეპისკოპოსი]], მისიონერი, მეცნიერი, მოაზროვნე, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
  
ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი და მეცნიერი. 1839-1845 წლებში სწავლობდა თბილისის, მოსკოვისა და პეტერბურგის
+
==== ბიოგრაფია ====
სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, სადაც ღვთისმეტყველების გარდა საფუძვლიანად დაეუფლა  
+
დაიბადა მღვდლის, მაქსიმე ქიქოძისა და მარიამ დგებუაძის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, მამის მეშვეობით გაეცნო საეკლესიო წიგნებს და ღვთისმსახურების წესს. მალე სლავიანურ ენასაც დაეუფლა.
ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას. იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო სამსახური თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. აქვე ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორის რანგში კითხულობდა შესაბამის კურსებს, ხოლო თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ასწავლიდა საღმრთო რჯულს. გადაიტანა დიდი პირადი ტრაგედია − მოკლე დროში გადამდები სნეულებით მეუღლე და ხუთი შვილი დაეღუპა. ამის შემდეგ, 1856 წელს, ბერად აღიკვეცა. 1858 წელს გახდა დავით გარეჯის [[არქიმანდრიტი]], შემდეგ იყო გორისა და 1860 წლიდან იმერეთის [[ეპისკოპოსი]]. გაბრიელ ეპისკოპოსი დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
+
  
გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით დაარსდა საყოველთაოდ ცნობილი „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]], გაიხსნა რამდენიმე საერო სკოლა და სასწავლებელი, სასულიერო სემინარია. იგი დღენიადაგ იღვწოდა ქართული ეროვნული ინტერესებისთვის; განსაკუთრებული შემართებით იბრძოდა [[ქართული ენა|ქართული ენის]] შესანარჩუნებლად. გაბრიელის ქადაგებანი გამოირჩეოდა უზადო ფორმით და ღრმა თეოლოგიური და ზნეობრივი შინაარსით. ისინი გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად, რაც მათ მიმართ უდიდეს ინტერესზე მეტყველებს. მაგრამ მისი გონების ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება უთუოდ „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებია”. ეს თხზულება 1858 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა და იყო ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო ფსიქოლოგიაში, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა. ამ წიგნით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის სწავლება რუსეთის სემინარიებში. ეს რუსულად შექმნილი ნაწარმოები ქართულად მხოლოდ 1993 წელს გამოქვეყნდა.
+
1837 წ. თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, 1839 წლიდან სწავლა თავდაპირველად [[თბილისი]], 1841 წლიდან – ფსკოვის, 1844 წლიდან კი სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში გააგრძელა. აქ დაუახლოვდა ფრიად განათლებულ პიროვნებას, მიხეილ ბატონიშვილს (გიორგი XII-ის შვილი), რომლის ზეგავლენითაც ფილოსოფიით დაინტერესდა. 1849 წ. სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაასრულა და იმავე წლის 4 დეკემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და 1850 წ. 18 თებერვალს მეუღლე მარია ვლადიკინასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1850 წ. 4 ოქტომბერს მაგისტრის ხარისხის დიპლომის მიღების შემდეგ დამტკიცდა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1851 წ. ივლისში [[გორი]]სა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის რევიზია დაევალა. 1852 წ. 16 დეკემბერს სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის პროფესორად დაინიშნა. 1852-1853 წწ. სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის დავალებით კატეხიზატორულ საუბრებს ატარებდა. 1854 წ. 1 ნოემბერს გათავისუფლდა ინსპექტორის თანამდებობიდან, ხოლო 7 ნოემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) [[თბილისის სიონი|სიონის ტაძარში]] დიაკვნად აკურთხა. მეორე დღესვე [[მღვდელი|მღვდლად]] დაასხა ხელი და 15 ნოემბერს კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, იმავდროულად პროფესორის თანამდებობაზე დატოვებით სემინარიაში. 1855 წ. 29 მარტს [[საგვერდული]]თ დაჯილდოვდა. 1856 წ. ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ცოლ-შვილის დაღუპვამ – დიდი გავლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე. იმავე წლის 29 სექტემბერს (სხვა ცნობით – 6 ოქტომბერს) ის სიონის ტაძარში [[ბერი|ბერად]] აღიკვეცა გაბრიელის სახელით. 1858 წ. 5 იანვარს [[არქიმანდრიტი]]ს პატივი მიენიჭა და მეორე დღეს [[დავითგარეჯის მონასტერი XIX-XX საუკუნეებში|დავითგარეჯის მონასტრის]] წინამძღვრად დაინიშნა.
 +
[[ფაილი:Gabriel qiqodze episkoposi.JPG|400პქ|thumb|'''ეპისკოპოსი წმ. გაბრიელი (ქიქოძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებუთან ერთად''']]
 +
1858 წ. სანქტ-პეტერბურგში გამოიცა გაბრიელის ორიგინალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც მაშინვე სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ავტორს კი პოპულარობა და აღიარება მოუპოვა. XIX ს. 60-იან წლებში ეს ნაშრომი ფსიქოლოგიის თითქმის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იქცა [[რუსეთი]]ს სასულიერო სასწავლებლებში. მისი ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ცდის მონაცემებზე დაყრდნობით იცავდა სულის, სულიერი ცხოვრების დამოუკიდებლობას, მკვეთრად მიჯნავდა ფიზიოლოგიას (სხეულს) ფსიქოლოგიისგან, რომლის შესწავლის საგანია სულიერების სხვადასხვა გამოვლინება. ნაშრომი გვიჩვენებს ავტორის ღრმა რწმენასა და საფუძვლიან განათლებას, მეცნიერული აზროვნების უნარს, რაც მატერიალისტური იდეებით გაჟღენთილ XIX ს-ში იშვიათობა იყო. ნაშრომის მთავარ ღირსებას, რომლითაც იგი უდიდეს მნიშვნელობას იძენდა, სარწმუნოებისა და მეცნიერების ჰარმონიული შეთვისება, ერთ რთულ სულიერ ძალად წარმოჩენა ([[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]]), სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოება ([[ილია ჭავჭავაძე|ილია მართალი, ჭავჭავაძე]]) წარმოადგენდა.
  
. ქიქოძე მკაფიოდ აყალიბებს თავისი ნაშრომის მთავარ მიზანს − დაიწეროს ისეთი ფსიქოლოგია, რომელიც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მსგავსად, დაეფუძნება ცდებისა და დაკვირვების მონაცემებს და, ამდენად, აღარ იქნება დამოკიდებული „უნაყოფო გონებაჭვრეტაზე”. ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც სულიერი მოვლენებისა და ფაქტების სახით არის წარმოდგენილი. შინაგანი დაკვირვების გზით ჩვენ შეგვიძლია მათი შესწავლა ისევე, როგორც გარეგანი დაკვირვებით შევიმეცნებთ ბუნების მოვლენებს. ვინაიდან ჩვენი თვითცნობიერება მუდმივი შინაგანი ცდაა, შესაძლებელია მისი მოქცევა მეცნიერული კვლევის კალაპოტში, სულიერი მოვლენების მიუკერძოებელი აღწერა და ანალიზი. ამგვარად, ფსიქოლოგია გახდება გამართული ცდისეული, ემპირიული მეცნიერება.
+
1858 წ. 6 დეკემბერს გაბრიელი გამოარჩიეს გორის ეპისკოპოსად, საქართველოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის წინამძღვრად. 1859 წ. 13 თებერვალს სიონის ტაძარში მოხდა მისი ხელდასხმა. 1860 წ. 2 ივლისიდან გაბრიელი სიცოცხლის ბოლომდე იმერეთის ეპარქიას მართავდა. აქ მან წინამორბედთაგან დანერგილი ძველი წესები შეცვალა, საღვთო წერილის გასავრცელებლად დააყენა მეტიპიკონე, განათლებული, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები, გაამწესა ნასწავლი მედავითნენი... მისი მღვდელმთავრობისას ეპარქიაში 200-ზე მეტი ეკლესია აშენდა ან განახლდა; დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა, დაფუძნდა ქალთა სასწავლებელი, რომელიც მის სახელს ატარებდა, გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. გაბრიელის დამსახურებით სკოლებში სწავლება ქართულად წარიმართა. მშობლიურ ენაზე განათლების დანერგვა, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად, მას საქართველოს აღორძინებისა და წინსვლის აუცილებელ პირობად მიაჩნდა.
  
ფსიქიკურ პროცესებს, ან, როგორც თვითონ უწოდებს, სულიერ ძალებს, უნარებს, ქიქოძე ორ ჯგუფად ყოფს − ესენია შემეცნებითი და სურვილისეული, ანუ მოქმედებისეული უნარები. ამ უკანასკნელში ემოციური და მოტივაციური პროცესები ერთიანდება. პირველში შედის კოგნიცია − შეგრძნება, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება. ფსიქიკურ უნართა ამ რიგში შეიძლება გამოიყოს გენეზისურად პირველადი და ძირითადი უნარი, რომელიც ყველა დანარჩენთა საფუძველი და ჩანასახია − შეგრძნება. ეს არის ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ესოდენ დამახასიათებელი სენსუალისტური პოსტულატი. ქიქოძე აღქმის ცნებას არ ფლობს და აღქმის ფსიქიკურ პროცესს არ განიხილავს.  ყურადღებით შეპირობებული შეგრძნებები გვაძლევს მარტივ იდეებს ან წარმოდგენებს. ყველა წარმოდგენა ინახება მეხსიერებაში და მეხსიერებისავე საშუალებით წარდგება ცნობიერების წინაშე ნამდვილი, ჭეშმარიტი, ზოგადი და ახალი ცოდნის მისაღებად. ასეთი ცოდნის მოსაპოვებლად შემეცნების პროცესში აზროვნების უნარი უნდა ჩაერთოს. განსჯა, მსჯელობა უშუალოდ ემსახურება „წარმოდგენითი ცოდნის” ხარვეზების აღმოფხვრას. აზროვნება მოიცავს განსჯის (მსჯელობის) და დასკვნის (გონების) უნარებს. პირველი ემსახურება წარმოდგენაში მოცემული ბუნდოვანი ცოდნის ნათელყოფას, ხოლო მეორე − მსჯელობებიდან ახალი ცოდნის წარმოებას. ხოლო ნებისყოფის მთავარი შემადგენელი გადაწყვეტილებაა, რომელიც განსჯით არის ნაკარნახევი. ნებისყოფის ფსიქიკური ფუნქციის ასეთი დახასიათება შეხედულებათა იმ ჯგუფში თავსდება, რომლებიც ნებელობის სპეციფი¬კას გადაწყვეტილების აქტში ხედავენ.  
+
1865 წ. 4 აპრილს წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866 წ. 11 აპრილს გაბრიელი [[კავკასია]]ში მართლმადიდებლობის აღმდგენელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა; 1867 წ. 14 მაისს წმ. ანას I ხარისხის ორდენი ებოძა.
  
შეგრძნებასა და მოძრაობას, სულიერი სუბსტანციის სახით, აქვს სხეულისაგან, ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, პირველადი წყარო. შესაბამისად, შეიძლება ვისაუბროთ ორ სუბსტანციაზე − მატერიალურზე და სულიერზე. ეს დუალისტური თვალსაზრისი უთუოდ აჩენს ამ სუბსტანციათა ურთიერთმიმართების, ანუ ფსიქოფიზიკურ პრობლემას. ქიქოძე მრავალ ფაქტს აღწერს, რითაც ადასტურებს, რომ ორგანიზმული პროცესები ფსიქიკურ პროცესებზე ზემოქმედებს და პირიქით.  
+
==== აფხაზეთის ეპარქია ====
 +
იმავე წელს ხელისუფლება იწყებს ფიქრს აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციისა და ეკლესიურად ამ რეგიონის გაბრიელისადმი დაქვემდებარების თაობაზე. გადაწყდა, რეორგანიზაციის განხორციელებამდე იმერეთის ეპისკოპოსს წინასწარ მიმოიხილოს აფხ. სამრევლოები და საკუთარი წინადადებები მართლმადიდებლობის აღმდგენ საზოგადოებას წარუდგინოს“. 1868 14 მაისიდან 4 ივნისამდე მან მთელი აფხაზეთ-სამურზაყანო შემოიარა და საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. სწორედ გაბრიელის წინადადებები დაედო საფუძვლად აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციას. 1869 წ. 6 ივნისს იგი შეთავსებით სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა; ამ თანამდებობაზე 1886 წლის ბოლომდე იმყოფებოდა; მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთ-სამურზაყანოში მან ცხრაჯერ განახორციელა ხანგრძლივი მისიონერული მოგზაურობა (1868-1872, 1874-1875, 1879 და 1881 წწ). მათი ამსახველი ანგარიში ფასდაუდებელი ისტორიული წყაროა მხარის სარწმუნოებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური, სოციალური და ეთნიკური ვითარების შესახებ. ამ ანგარიშების გამოქვეყნებამ გაბრიელს, როგორც მღვდელმთავარს, მისიონერსა და მქადაგებელს, კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში 51 ახალი ეკლესია აშენდა და განახლდა.
  
ქიქოძის ფსიქოლოგიურ შეხედულებათა ემპირისტულმა ხასიათმა მკაფიოდ იჩინა თავი მის პოზიციაში თანდაყოლილ იდეებთან დაკავშირებით. ქიქოძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე თანდაყოლილი, „მზა ცოდნის” ან იდეის არსებობას. ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით, ანდა „განაზრებით”. შეძენილია არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აგრეთვე ადამიანის ხასიათიც. მისი ჩამოყალიბება გარე პირობების უშუალო ზეგავლენით მიმდინარეობს. სამაგიეროდ, არსებითად თანშობილად უნდა მივიჩნიოთ ტემპერამენტი. ქიქოძის ფსიქოლოგია ცნობიერების ფსიქოლოგიაა. მისთვის ცნებები „სული” და „ცნობიერება”, არსებითად, სინონიმურია.  
+
მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გაბრიელის მიერ 1869 წ. 27 სექტემბერს ბიჭვინთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულება და კურთხევა; 1871 წ. 21 ოქტომბერს კი საკუთარი ინიციატივით განახლებული [[დრანდის ტაძარი|დრანდის უძველესი ეკლესია]] (1886 წ. 27 სექტემბერს დრანდის მონასტერი) აკურთხა; იზრუნა ადრე აღდგენილი [[მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი|მოქვის ტაძრის]] შეკეთებაზე, [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78|1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი]]ს შედეგად დამწვარი თუ დაზიანებული ეკლესიების აღდგენაზე. მის სახელს უკავშირდება სოხუმის საკათედრო ტაძრის აგება (1884); როცა გაბრიელმა აფხაზეთის ეპარქია ჩაიბარა, აფხაზეთის არც ერთ სოფელში სასწავლებელი არ არსებობდა. მისი მღვდელმთავრობის წლებში გაიხსნა ლიხნის, ოჩამჩირის, გუფის, ახალი ათონის, ჭლოუსა და გუდაუთის სკოლები, გაიზარდა მათი რაოდენობა სამურზაყანოშიც.  
  
ამრიგად, ქიქოძე ემპირიული ფსიქოლოგიის შექმნას ცდილობდა, თუმცა ეს ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განხორციელდა. მის ფსიქოლოგიაში მრავალი მონაცემია განხილული, კლასი¬ფიცირებული და თეორიულად გააზრებული. თეორიული მსჯელობებისას ჩანს ავტორის დიდი განსწავლულობა. მისთვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის მეტად ნათელი სტილი, რთულ საკითხებზე მარტივად საუბრის უნარი, რაც განსაკუთრებით ესაჭიროება სახელმძღვანელოს. ამასთანავე, მან დიდი ადგილი დაუთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომელთა ადგილი არ მოიაზრება ცდისეულ ფსიქოლოგიაში, მაგ., მსჯელობები სუბსტანციურ სულსა და მის უკვდავებაზე. სწორედ ამიტომაა ქიქოძის ცდისეული ფსიქოლოგიის შემფასებელთა პოზიცია არაერთგვაროვანი.
+
გაბრიელმა, ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მოახერხა აფხაზურის მცოდნე ქართული სამღდელოების კიდევ უფრო მომრავლება და [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] ღვთისმსახურების შენარჩუნება. ამავე დროს დასვა საკითხი თბილისის სასულიერო სემინარიაში აფხაზური ენის კათედრის გახსნის შესახებ, რათა მომავალ მისიონერებს [[ქრისტე]]ს მცნება [[აფხაზები|აფხაზთა]] შორის მათ მშობლიურ ენაზე ექადაგათ. ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 1871 28 მარტს წმ. ვლადიმირის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წ. 15 მაისს [[ალმასი|ალმასებით]] მორთული [[ოქრო]]ს [[პანაღია]] უბოძეს.
  
პირველივე გამოხმაურებებში ზოგმა დადებითად შეაფასა ნაშრომის საბუნებსმეტყველო ხასიათი, ზოგმა კი ეს ავტორის უდიდეს ნაკლად მიიჩნია და წიგნი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[დოგმატი|დოგმატების]] დამრღვევ ერეტიკულ ნაწარმოებად შერაცხა. გააჩნია კრიტიკოსის პოზიციას, თორემ ქიქოძის ცდისეულ ფსიქოლოგიაში ემპირიულსა და საბუნებისმეტყველოს ისევე იპოვი, როგორც მეტაფიზიკურსა და თეოლოგიურს. მოკლედ, ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის შესავალი”, მიუხედავად სახელწოდებისა, სინამდვილეში ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის ნაზავია.  
+
გაბრიელის მღვდელმთავრობის პერიოდში მთავრობამ ასიმილატორული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის უძველეს ტაძრებში რუსული მონასტრების დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. [[ეპარქია|ეპარქიის]] მმართველი ამ გადაწყვეტილებას წინ ვერანაირად აღუდგებოდა, მაგრამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგულისხმო შენიშვნები გამოთქვა ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრიდან ფსირცხაში (ახალ ათონში) ჩამოსული რუსი ბერების ნამდვილ მიზნებთან დაკავშირებით. 1875 წ. 12 ნოემბერს იგი წერდა, რომ „პანტელეიმონის მონასტრიდან ძმების ნაწილის გადმოსახლება აფხაზეთში მოსახერხებელი და სასარგებლო [უნდა] იყოს არა მარტო ძმებისათვის, არამედ უფრო მეტად სასარგებლო აფხაზეთში [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] სარწმუნოებისათვის, გადმოსახლებულმა ბერებმა ამისათვის არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დაფუძნების განზრახვა უნდა განახორციელონ, რათა ყმაწვილებს [[სოფლის მეურნეობა]] შეასწავლონ, არამედ მათ უნდა მოგვცენ დაპირება, რომ რაიმე ამაზე მეტიც გააკეთონ. სახელდობრ: მათ შესაძლებლობა უნდა მისცენ მსურველებს და ნიჭიერებს თავიანთი რიგებიდან, ისწავლონ პრაქტიკული აფხაზური ენა და მიიზიდონ მისიონერები აფხაზთა შორის მართმადიდებლური სარწმუნოების საქადაგებლად“.
  
გ. ქიქოძემ დამსახურებულად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართულ კულტურაში. როგორც მღვდელმსახურმა და დიდმა მამულიშვლმა, მან მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა, რისთვისაც 1995 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა შერაცხული. როგორც სწავლულმა, მან შექმნა თხზულება, რომელმაც უთუოდ შეასრულა თავისი ისტორიული როლი − აჩვენა წიგნიერ საზოგადოებას სულიერ სინამდვილესთან მისასვლელი მეცნიერული გზა.  გამოსამშვიდებელ სიტყვაში ილია ჭავაჭავაძემ ქიქოძეზე თქვა: ეს იყო ადამიანი, „''ვინც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა''”. თუკი საქართველოში ვინმეზე ითქმოდა ასეთი რამ, ეს უთუოდ გაბრიელ ეპისკოპოსი იყო.(''[[იმედაძე ირაკლი|ი. იმედაძე]]'')
+
დიპლომატიურად გამოთქმული ეჭვი, რომ აფხაზეთში ჩამოსულ ათონელ ბერებს მისიონერობაზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა უფრო აინტერესებდათ, მომავალში გამართლდა.
  
გაბრიელ ეპისკოპოსის წიგნში და ქადაგებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთიკა და ზნეობის ფსიქოლოგია. გაბრიელ ეპისკოპოსი ზნეობის სათავედ მართებულად მიიჩნევს თავკერძობის ძლევას {დეცენტრაცია} და სიწრფელეს, თანმიმდევრულად განიხილავს თავკერძობის მრავალრიცხოვან განშტოებებს. უაღრესად საყურადღებოა ეპისკოპოსის აზრი შეგნებული და წრფელი შრომის გამაჯანსაღებელი ძალის შესახებ {შრომის მნიშვნელოვნება}.
+
გაბრიელი აფხაზეთში უკანასკნელად 1886 წ. სექტემბერში ჩავიდა. 27 სექტემბერს დრანდის მონასტერი აკურთხა, 28-ში სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა და სამწყსოს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა. აფხაზეთის ეპარქიაში მისი მოღვაწეობის უმთავრესი შედეგი იყო თითქმის 19 ათასი აფხაზის მონათვლა, რამაც ეს მცირერიცხოვანი ერი ერთიანად [[თურქეთი|თურქეთში]] გადასახლებას და ფიზიკურ გაქრობას გადაარჩინა. ამ ჭეშმარიტ გმირობას პრეცედენტი არა აქვს მართლმადიდებლობის ისტორიაში.
  
ფსიქოლოგიაში ეპისკოპოსი ცალმხრივად ემპირისტ-სენსუალისტი არ ყოფილა. ამას ადასტურებს, მაგ., მისი ღრმააზროვანი მსჯელობა შემეცნების საკვანძო მოქმედების შესახებ. ლოგიკური დასკვნის გამოტანის უნარს უკავშირებს უშუალო წვდომას (თუმცა არ ხმარობს ტერმინს „ინტუიცია“): „ძალიან ხშირად ხდება, რომ, თუმცა ერთი მსჯელობა მოიცავს მეორეს, მაგრამ მოიცავს არც ისე ცხადად, რომ ამის დანახვა პირველი შეხედვისთანავე იყოს შესაძლებელი... ამიტომ საჭირო ხდება რამდენიმე გამაშუალებელი მსჯელობა, რათა ვწვდეთ ამ კავშირს. დასკვნის უნარი − სულის შემეცნებითი მოქმედების უმაღლესი გამოვლინებაა. მისი ძალა ადამიანს ღრმააზრიანსა და გამჭრიახს ხდის, რადგან რა არის გამჭრიახობა, თუ არა უნარი პირდაპირ და უშუალოდ ხედავდე კავშირს ისეთ წინადადებათა შორის, რომელთაც ჩვეულებრივი გონებისათვის არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან. ღრმად მოაზროვნე გონება უშუალოდ ხედავს ყველა შედეგს, რომლებსაც შეიცავს ყოველი მსჯელობა, ყოველ მიმართებას, ერთი სიტყვით, მას უშუალოდ ესმის ის, რისთვისაც სხვებს ახსნა-განმარტებანი და შეუპოვარი შრომა დასჭირდებოდათ.“  საუკეთესოდაა გამოხატული ინტუიციური წვდომის შეპირისპირება დისკურსიულ მსჯელობასთან, გუმანისა − განსჯისუნართან.
+
1873-1886 წწ. გაბრიელს ექვემდებარებოდა [[სამეგრელო]]სა და [[სვანეთი]]ს სამრევლოები. ის ორჯერ ავიდა სვანეთში (1867 და 1873), იქადაგა უფლის სიტყვა, აღადგინა ეკლესიები, დანიშნა მღვდლები. [[აჭარა|აჭარის]] შემოერთების შემდეგ (1878) სასულიერო მთავრობის დავალებით ბათუმში აფხაზეთის უფროსი კეთილმოწესე, დეკანოზი დავით მაჭავარიანი (იმავდროულად ბათუმის უფროსი კეთილმოწესე) მიავლინა იქაური საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამრიგად, გაბრიელი განაგებდა თითქმის მთელ დასავვლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის კათოლიკოსების ისტორიულ სამწყსოს, რომელიც ფეხით, ცხენით თუ ეტლით მრავალჯერ მოიარა. აქ გაიშალა მისი შეუდარებელი სამქადაგებლო მოღვაწეობაც.  
  
იაკობ გოგებაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ მშვენიერი მოთხრობა დაწერა − „ჭეშმარიტი მოძღვარი“. ([[ვახანია ზურაბი|ზ. ვახანია]])
+
==== ქადაგებები ====
 +
ღრმა თეოლოგიური აზროვნებით, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით, ფართო განსწავლულობით, პატრიოტიზმით, ცხოვრებისეული მწვავე პრობლემების დეტალური ცოდნითა და ანალიზით აღბეჭდილი, სხვადასხვა კატეგორიის მსმენელთან მისთვის გასაგებ ენაზე უბადლო მჭევრმეტყველებით მიტანილი ქადაგებები ქართული ჰომილეტიკის, ორატორული ხელოვნების კლასიკური ნიმუშებია, მისი საუკეთესო ტრადიციების აღორძინება და გაგრძელებაა. ეს ქადაგებები წარმოითქმებოდა ტაძრებში, დარბაზებში, ღია ცის ქვეშ; მათ ყურადღებით ისმენდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე მუსლიმები და წარმართები. ეპისკოპოსი ეხებოდა კონკრეტულ და ზოგად პრობლემებს, სასულიერო, საერო, პატრიოტულ, საკაცობრიო, ისტორიულ თუ თანამედროვე თემებს, საოჯახო და სახელმწ. საქმეებს, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების, ადამიანის დანიშნულების, განათლების, შრომის, ბავშვთა აღზრდის, ქალის უფლებებისა და მდგომარეობის საკითხებს; მკაცრად გმობდა შურს, მტრობას, უსაქმურობას, ჯაშუშობას, მექრთამეობას, სხვა მავნე წესებს და ცრუმორწმუნეობას მგზნებარე გამოსვლებით ადამიანებს სიკეთის თესვის აუცილებლობასა და ურთიერთსიყვარულს შთააგონებდა; ქადაგებები რეალური ყოფიდან აღებული ცოცხალი მაგალითებით იყო გაჯერებული.
  
==მთავარი ნაშრომები:==
+
გაბრიელი ქართულ სინამდვილეში ეკლესიური აზროვნების რეფორმატორია; სხვებზე მეტად მან მოახერხა მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის დაკავშირება ხალხთან; ეკლესია მისი მეცადინეობით ქართველთა სულიერი ცხოვრების ნაწილად იქცა. ქადაგებებში პატრიოტიზმსა და სარწმუნოებას, ქართველობასა და მართლმადიდებლობას, რელიგიურ და ეროვნულ პრობლემებს ერთმანეთთან აიგივებდა. ახალგაზრდობას უნერგავდა რწმენას, რომ ქართული კულტურის შედევრების შექმნა, ამ უმდიდრესი მემკვიდრეობის შენარჩუნება, ხალხის სულიერი აღორძინება არის [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამსახურება; მიაჩნდა, რომ ჩვენი სარწმუნოება ამავე დროს იყო საწინდარი მატერიალური კეთილდღეობისა, რასაც, მისი აზრით, ქრისტიანული და სხვა აღმსარებლობის ქვეყნების ერთმანეთთან ელემენტარული შედარებაც ადასტურებდა; მართლმადიდებლობას, მიუხედავად სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებისა, განიხილავდა ერის გამაერთიანებელ ძალად.
* ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბილისი: „თბილისის სასულიერო სემნარიისა და აკადემიის გამომცემლობა”, 1993;
+
* ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა (ავტორი) / ქართული მწერლობა, . 23. თბილისი: „ნაკადული”, 2005.
+
  
==წყარო==
+
თავისი ქადაგებებით გაბრიელმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ეროვნულობის საძირკვლის ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინებას და განმტკიცებას, მაღალი სულიერებისა და ზნეობის დამკვიდრებას. მისი სახელი სულ მალე გასცდა საქართველოსა და თვით რუსეთის იმპერიის ფარგლებს. გაბრიელის ქადაგებები ს. მალანის მიერ ითარგმნა და 1867 წ. გამოიცა ინგლისში, მოგვიანებით კი ბულგარულ ენაზეც გამოვიდა. [[ოლივერ უორდროპი]]ს წიგნი „საქართველოს სამეფო“ (ლონდონი, 1886), შეიცავდა ცნობას ეპისკოპოს გაბრიელზე, რომლის „ქადაგებებს უძლიერესი ზეგავლენა აქვთ ქართველ ხალხზე. ქადაგებების ავტორი მთელ მის თანამემამულეებს გულწრფელად უყვართ“. – ნათქვამი იყო წიგნში.
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
<br />სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
  
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები‏‎]]
+
წმ. [[ილია ჭავჭავაძე|ილია მართლის (ჭავჭავაძის)]] შეფასებით, სახელოვანმა მღდელმთავარმა ერის სიყვარული იმით დაიმსახურა, რომ მას „სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდან საუკუნემდე ... იგი ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად“.
[[კატეგორია: ქართველი პედაგოგები]]
+
 
 +
==== საზოგადოებრივი მოღვაწეობა ====
 +
XIX ს. 70-იანი წლებიდან გაბრიელი ღიად უპირისპირდება შოვინიზმის პოლიტიკას. როცა სენატორმა გ. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ 1872 წ. გამოსცა წიგნაკი, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა პატარა ერებისა და მათი ენების, მათ შორის ქართულის, არსებობის აუცილებლობას, ცნობილმა რენეგატმა ყველაზე დასაბუთებული პასუხი გაბრიელისგან მიიღო. საკადრისი პასუხი გასცა მან მუდმივად დაპირისპირებულ ეგზარქოს ევსევისაც თავისი 1874 წ. 25 აპრილის და 10 ოქტომბრის წერილებით. მათში მთელი პირდაპირობით არის მხილებული ქართველთა შევიწროებისკენ მიმართული იმპერიული საკადრო პოლიტიკა და ეგზარქოსის ინტრიგები გაბრიელის პიროვნების წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოს მწყემსმთავარი წინ აღუდგა რუსიფიკატორულ საგანმანანათლებლო პოლიტიკას, რომელიც სასწავლებლებიდან, განსაკუთრებით სამეგრელოს სკოლებიდან, ქართული ენის გამოდევნას, ქართველი ხალხის გათიშვას ისახავდა მიზნად. მტკიცე ეროვნოვნული პოზიციის გამო გაბრიელი ბოლო წლებში მთავრობისთვის არასაიმედო პიროვნებად იქნა მიჩნეული, მას ფიზიკური განადგურებითაც კი ემუქრებოდნენ; 1885 წ. საქართველოს დატოვება ჰქონდა განზრახული, რათა მოსალოდნელი მკვლელობით ქართველი ხალხისთვის ჩირქი არ მოეცხოთ. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილმა განგაშმა ერის საყვარელ მოძღვარს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
 +
 
 +
გაბრიელის სახელთან არის დაკავშირებული 1884 წ. ნოემბერში ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტის შექმნა ქუთაისში, 400 საგალობლის ნოტებზე ჩაწერა და ცალკე წიგნად გამოცემა. 1890 წ. 21 ნოემბერს [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოება]]მ გაბრიელი (ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი) განათლების სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რაც გამოიხატა პირადი ხარჯებით სოფ. ბახვის სკოლის დაარსებაში, ეპარქიაში სამრევლო სკოლების გამრავლებაში, ხალხისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი შესანიშნავი ქადაგებების ორტომეულის გამოცემაში, თავის საპატიო წევრად აირჩია. გაბრიელის საზოგადოებრივი მოღვაწეობაში დიდი ადგილი ეჭირა ქველმოქმედებას. ის ეხმარებოდა ქვრივ-ობოლთ, ავადმყოფებს, პატიმრებს, [[ომი|ომში]] დაჭრილებს. საკუთარი სახსრებით ააშენა და გაარემონტა ეკლესიები, სკოლები, დაეხმარა პედაგოგებს, განათლება მისცა ორმოცზე მეტ ყმაწვილს. გარდა ამისა, ჰყავდა მოსწავლეები სოხუმში, სვანეთში და ა.შ.
 +
 
 +
1890 წ. 11 აგვისტოს შეადგინა [[ანდერძი]] გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
 +
 
 +
1896 წ. 10 მარტს გაბრიელი ანდერძისამებრ, [[გელათის მონასტერი|გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია]]ში დაიკრძალა. მანამდე, თვენახევრის განმავლობაში, გელათისკენ მიმავალი გზების თოვლით ჩახერგვის გამო, მისი ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ესვენა და ცხადი გახდა, რომ უფალმა იგი უხრწნელობით განადიდა.
 +
 
 +
1995 წ. 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შერაცხა წმ. მღვ- დელმთავრის სახელწოდებით.
 +
 
 +
''ჯ. გამახარია''<br />
 +
''დიაკ. გ. მაჩურიშვილი''
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
==წყაროები და ლიტერატურა==
 +
* სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №18526; საქმე №24421;
 +
* Apx. Гавриил, Основания опытной психологии, CПБ., 1858;
 +
* Обозрение Сванетских приходов, М., 1867;
 +
* Обозрение Абхазских и Самурзаканских приходов, M., 1868;
 +
* Обозрение Абхазских Приходов в 1869 г., M., 1870;
 +
* Обозрение Абхазских и Самурзакаснских церквей в 1870 г., M., 1871;
 +
* Обозрение Абхазских приходов в 1871 г., М., 1872;
 +
* Обозрение Абхазских и Самурзакаснских приходов в 1872 г., M., 1873
 +
* აბაშიძე ზ., ნეტარ იყვნენ მოწყალენი, ფუძე, 2004, №2;
 +
* ბასილაძე ი., მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები გაბრიელ ეპისკოპოსის თვალსაზრისით, ინტელექტი, 2000, №1;
 +
* მისივე, ქალის დანიშნულება, აღზრდა და განათლება გაბრიელ ეპისკოპოსის თვალთახედვით, ინტელექტი, 2000, №1,
 +
* გამახარია ჯ., ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ეპოქა – აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005;
 +
* გოგებაშვილი ი., მთავარი ღირსება გაბრიელ ეპისკოპოსისა და საუკეთესო ძეგლი;
 +
* იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი, თხზ., ტ. 3., თბ., 1954;
 +
* გურგენიძე ვ., გაბრიელ ეპისკოპოსი – წმ. მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, წ., 2, თბ.,
 +
* 1997; ედილაშვილი ც., გაბრიელ ეპისკოპოსის რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები, თბ., 2001;
 +
* კანდელაკი ნ., გაბრიელ ქიქოძე – ქართული მჭევრმეტყველება., თბ., 1965;
 +
* მახარაძე მ., გაბრიელ ქიქოძე ადამიანის დანიშნულების შესახებ, კლდეკარი, 1991, №1;
 +
* მუმლაძე თ, გაბრიელ ქიქოძის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები, ნაწ., 1-3., თბ., 2005;
 +
* ნიკოლეიშვილი ა., გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), თბ., 1990;
 +
* სხირტლაძე ს., იაკობ გოგებაშვილი და გაბრიელ ქიქოძე გადანახული საგანძურიდან, თბ., 1965;
 +
* ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისა, ქართული მწერლობა, ტ. 23, თბ., 2005;
 +
* ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბ., 1993;
 +
* წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, თბ., 2005;
 +
* წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი, კრ., თბ., 2007;
 +
* ჭავჭავაძე ი., სიტყვა თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს, თხზ., ტ. 4, თბ., 1955.
 +
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[გაბრიელ ქიქოძე (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)|გაბრიელ ქიქოძე]]
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია:ეპისკოპოსები‏‎]]
 +
[[კატეგორია: ქართველი პედაგოგები]]
 +
[[კატეგორია:წმინდანები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:წმ. ანას I ხარისხის ორდენოსნები]]
 +
[[კატეგორია: წმ. ვლადიმირის I ხარისხის ორდენოსნები]]
 +
[[კატეგორია:ქიქოძეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:43, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით

გაბრიელ ქიქოძე

გაბრიელი (ქიქოძე გერასიმე) – (05/27.11.1825, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, 13/26.01.1896, ქ. ქუთაისი), სასულიერო მოღვაწე, წმინდა მღვდელმთავარი (ხსენების დღე 25.01/07.02)], ეპისკოპოსი, მისიონერი, მეცნიერი, მოაზროვნე, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის, მაქსიმე ქიქოძისა და მარიამ დგებუაძის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, მამის მეშვეობით გაეცნო საეკლესიო წიგნებს და ღვთისმსახურების წესს. მალე სლავიანურ ენასაც დაეუფლა.

1837 წ. თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, 1839 წლიდან სწავლა თავდაპირველად თბილისის, 1841 წლიდან – ფსკოვის, 1844 წლიდან კი სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში გააგრძელა. აქ დაუახლოვდა ფრიად განათლებულ პიროვნებას, მიხეილ ბატონიშვილს (გიორგი XII-ის შვილი), რომლის ზეგავლენითაც ფილოსოფიით დაინტერესდა. 1849 წ. სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაასრულა და იმავე წლის 4 დეკემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და 1850 წ. 18 თებერვალს მეუღლე მარია ვლადიკინასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1850 წ. 4 ოქტომბერს მაგისტრის ხარისხის დიპლომის მიღების შემდეგ დამტკიცდა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1851 წ. ივლისში გორისა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის რევიზია დაევალა. 1852 წ. 16 დეკემბერს სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის პროფესორად დაინიშნა. 1852-1853 წწ. სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის დავალებით კატეხიზატორულ საუბრებს ატარებდა. 1854 წ. 1 ნოემბერს გათავისუფლდა ინსპექტორის თანამდებობიდან, ხოლო 7 ნოემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხა. მეორე დღესვე მღვდლად დაასხა ხელი და 15 ნოემბერს კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, იმავდროულად პროფესორის თანამდებობაზე დატოვებით სემინარიაში. 1855 წ. 29 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1856 წ. ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ცოლ-შვილის დაღუპვამ – დიდი გავლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე. იმავე წლის 29 სექტემბერს (სხვა ცნობით – 6 ოქტომბერს) ის სიონის ტაძარში ბერად აღიკვეცა გაბრიელის სახელით. 1858 წ. 5 იანვარს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა და მეორე დღეს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

ეპისკოპოსი წმ. გაბრიელი (ქიქოძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებუთან ერთად

1858 წ. სანქტ-პეტერბურგში გამოიცა გაბრიელის ორიგინალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც მაშინვე სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ავტორს კი პოპულარობა და აღიარება მოუპოვა. XIX ს. 60-იან წლებში ეს ნაშრომი ფსიქოლოგიის თითქმის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იქცა რუსეთის სასულიერო სასწავლებლებში. მისი ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ცდის მონაცემებზე დაყრდნობით იცავდა სულის, სულიერი ცხოვრების დამოუკიდებლობას, მკვეთრად მიჯნავდა ფიზიოლოგიას (სხეულს) ფსიქოლოგიისგან, რომლის შესწავლის საგანია სულიერების სხვადასხვა გამოვლინება. ნაშრომი გვიჩვენებს ავტორის ღრმა რწმენასა და საფუძვლიან განათლებას, მეცნიერული აზროვნების უნარს, რაც მატერიალისტური იდეებით გაჟღენთილ XIX ს-ში იშვიათობა იყო. ნაშრომის მთავარ ღირსებას, რომლითაც იგი უდიდეს მნიშვნელობას იძენდა, სარწმუნოებისა და მეცნიერების ჰარმონიული შეთვისება, ერთ რთულ სულიერ ძალად წარმოჩენა (ი. გოგებაშვილი), სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოება (ილია მართალი, ჭავჭავაძე) წარმოადგენდა.

1858 წ. 6 დეკემბერს გაბრიელი გამოარჩიეს გორის ეპისკოპოსად, საქართველოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის წინამძღვრად. 1859 წ. 13 თებერვალს სიონის ტაძარში მოხდა მისი ხელდასხმა. 1860 წ. 2 ივლისიდან გაბრიელი სიცოცხლის ბოლომდე იმერეთის ეპარქიას მართავდა. აქ მან წინამორბედთაგან დანერგილი ძველი წესები შეცვალა, საღვთო წერილის გასავრცელებლად დააყენა მეტიპიკონე, განათლებული, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები, გაამწესა ნასწავლი მედავითნენი... მისი მღვდელმთავრობისას ეპარქიაში 200-ზე მეტი ეკლესია აშენდა ან განახლდა; დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა, დაფუძნდა ქალთა სასწავლებელი, რომელიც მის სახელს ატარებდა, გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. გაბრიელის დამსახურებით სკოლებში სწავლება ქართულად წარიმართა. მშობლიურ ენაზე განათლების დანერგვა, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად, მას საქართველოს აღორძინებისა და წინსვლის აუცილებელ პირობად მიაჩნდა.

1865 წ. 4 აპრილს წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866 წ. 11 აპრილს გაბრიელი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა; 1867 წ. 14 მაისს წმ. ანას I ხარისხის ორდენი ებოძა.

[რედაქტირება] აფხაზეთის ეპარქია

იმავე წელს ხელისუფლება იწყებს ფიქრს აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციისა და ეკლესიურად ამ რეგიონის გაბრიელისადმი დაქვემდებარების თაობაზე. გადაწყდა, რეორგანიზაციის განხორციელებამდე იმერეთის ეპისკოპოსს წინასწარ მიმოიხილოს აფხ. სამრევლოები და საკუთარი წინადადებები მართლმადიდებლობის აღმდგენ საზოგადოებას წარუდგინოს“. 1868 14 მაისიდან 4 ივნისამდე მან მთელი აფხაზეთ-სამურზაყანო შემოიარა და საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. სწორედ გაბრიელის წინადადებები დაედო საფუძვლად აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციას. 1869 წ. 6 ივნისს იგი შეთავსებით სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა; ამ თანამდებობაზე 1886 წლის ბოლომდე იმყოფებოდა; მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთ-სამურზაყანოში მან ცხრაჯერ განახორციელა ხანგრძლივი მისიონერული მოგზაურობა (1868-1872, 1874-1875, 1879 და 1881 წწ). მათი ამსახველი ანგარიში ფასდაუდებელი ისტორიული წყაროა მხარის სარწმუნოებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური, სოციალური და ეთნიკური ვითარების შესახებ. ამ ანგარიშების გამოქვეყნებამ გაბრიელს, როგორც მღვდელმთავარს, მისიონერსა და მქადაგებელს, კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში 51 ახალი ეკლესია აშენდა და განახლდა.

მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გაბრიელის მიერ 1869 წ. 27 სექტემბერს ბიჭვინთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულება და კურთხევა; 1871 წ. 21 ოქტომბერს კი საკუთარი ინიციატივით განახლებული დრანდის უძველესი ეკლესია (1886 წ. 27 სექტემბერს დრანდის მონასტერი) აკურთხა; იზრუნა ადრე აღდგენილი მოქვის ტაძრის შეკეთებაზე, 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად დამწვარი თუ დაზიანებული ეკლესიების აღდგენაზე. მის სახელს უკავშირდება სოხუმის საკათედრო ტაძრის აგება (1884); როცა გაბრიელმა აფხაზეთის ეპარქია ჩაიბარა, აფხაზეთის არც ერთ სოფელში სასწავლებელი არ არსებობდა. მისი მღვდელმთავრობის წლებში გაიხსნა ლიხნის, ოჩამჩირის, გუფის, ახალი ათონის, ჭლოუსა და გუდაუთის სკოლები, გაიზარდა მათი რაოდენობა სამურზაყანოშიც.

გაბრიელმა, ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მოახერხა აფხაზურის მცოდნე ქართული სამღდელოების კიდევ უფრო მომრავლება და ქართულ ენაზე ღვთისმსახურების შენარჩუნება. ამავე დროს დასვა საკითხი თბილისის სასულიერო სემინარიაში აფხაზური ენის კათედრის გახსნის შესახებ, რათა მომავალ მისიონერებს ქრისტეს მცნება აფხაზთა შორის მათ მშობლიურ ენაზე ექადაგათ. ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 1871 28 მარტს წმ. ვლადიმირის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წ. 15 მაისს ალმასებით მორთული ოქროს პანაღია უბოძეს.

გაბრიელის მღვდელმთავრობის პერიოდში მთავრობამ ასიმილატორული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის უძველეს ტაძრებში რუსული მონასტრების დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. ეპარქიის მმართველი ამ გადაწყვეტილებას წინ ვერანაირად აღუდგებოდა, მაგრამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგულისხმო შენიშვნები გამოთქვა ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრიდან ფსირცხაში (ახალ ათონში) ჩამოსული რუსი ბერების ნამდვილ მიზნებთან დაკავშირებით. 1875 წ. 12 ნოემბერს იგი წერდა, რომ „პანტელეიმონის მონასტრიდან ძმების ნაწილის გადმოსახლება აფხაზეთში მოსახერხებელი და სასარგებლო [უნდა] იყოს არა მარტო ძმებისათვის, არამედ უფრო მეტად სასარგებლო აფხაზეთში მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის, გადმოსახლებულმა ბერებმა ამისათვის არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დაფუძნების განზრახვა უნდა განახორციელონ, რათა ყმაწვილებს სოფლის მეურნეობა შეასწავლონ, არამედ მათ უნდა მოგვცენ დაპირება, რომ რაიმე ამაზე მეტიც გააკეთონ. სახელდობრ: მათ შესაძლებლობა უნდა მისცენ მსურველებს და ნიჭიერებს თავიანთი რიგებიდან, ისწავლონ პრაქტიკული აფხაზური ენა და მიიზიდონ მისიონერები აფხაზთა შორის მართმადიდებლური სარწმუნოების საქადაგებლად“.

დიპლომატიურად გამოთქმული ეჭვი, რომ აფხაზეთში ჩამოსულ ათონელ ბერებს მისიონერობაზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა უფრო აინტერესებდათ, მომავალში გამართლდა.

გაბრიელი აფხაზეთში უკანასკნელად 1886 წ. სექტემბერში ჩავიდა. 27 სექტემბერს დრანდის მონასტერი აკურთხა, 28-ში სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა და სამწყსოს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა. აფხაზეთის ეპარქიაში მისი მოღვაწეობის უმთავრესი შედეგი იყო თითქმის 19 ათასი აფხაზის მონათვლა, რამაც ეს მცირერიცხოვანი ერი ერთიანად თურქეთში გადასახლებას და ფიზიკურ გაქრობას გადაარჩინა. ამ ჭეშმარიტ გმირობას პრეცედენტი არა აქვს მართლმადიდებლობის ისტორიაში.

1873-1886 წწ. გაბრიელს ექვემდებარებოდა სამეგრელოსა და სვანეთის სამრევლოები. ის ორჯერ ავიდა სვანეთში (1867 და 1873), იქადაგა უფლის სიტყვა, აღადგინა ეკლესიები, დანიშნა მღვდლები. აჭარის შემოერთების შემდეგ (1878) სასულიერო მთავრობის დავალებით ბათუმში აფხაზეთის უფროსი კეთილმოწესე, დეკანოზი დავით მაჭავარიანი (იმავდროულად ბათუმის უფროსი კეთილმოწესე) მიავლინა იქაური საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამრიგად, გაბრიელი განაგებდა თითქმის მთელ დასავვლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის კათოლიკოსების ისტორიულ სამწყსოს, რომელიც ფეხით, ცხენით თუ ეტლით მრავალჯერ მოიარა. აქ გაიშალა მისი შეუდარებელი სამქადაგებლო მოღვაწეობაც.

[რედაქტირება] ქადაგებები

ღრმა თეოლოგიური აზროვნებით, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით, ფართო განსწავლულობით, პატრიოტიზმით, ცხოვრებისეული მწვავე პრობლემების დეტალური ცოდნითა და ანალიზით აღბეჭდილი, სხვადასხვა კატეგორიის მსმენელთან მისთვის გასაგებ ენაზე უბადლო მჭევრმეტყველებით მიტანილი ქადაგებები ქართული ჰომილეტიკის, ორატორული ხელოვნების კლასიკური ნიმუშებია, მისი საუკეთესო ტრადიციების აღორძინება და გაგრძელებაა. ეს ქადაგებები წარმოითქმებოდა ტაძრებში, დარბაზებში, ღია ცის ქვეშ; მათ ყურადღებით ისმენდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე მუსლიმები და წარმართები. ეპისკოპოსი ეხებოდა კონკრეტულ და ზოგად პრობლემებს, სასულიერო, საერო, პატრიოტულ, საკაცობრიო, ისტორიულ თუ თანამედროვე თემებს, საოჯახო და სახელმწ. საქმეებს, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების, ადამიანის დანიშნულების, განათლების, შრომის, ბავშვთა აღზრდის, ქალის უფლებებისა და მდგომარეობის საკითხებს; მკაცრად გმობდა შურს, მტრობას, უსაქმურობას, ჯაშუშობას, მექრთამეობას, სხვა მავნე წესებს და ცრუმორწმუნეობას მგზნებარე გამოსვლებით ადამიანებს სიკეთის თესვის აუცილებლობასა და ურთიერთსიყვარულს შთააგონებდა; ქადაგებები რეალური ყოფიდან აღებული ცოცხალი მაგალითებით იყო გაჯერებული.

გაბრიელი ქართულ სინამდვილეში ეკლესიური აზროვნების რეფორმატორია; სხვებზე მეტად მან მოახერხა მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის დაკავშირება ხალხთან; ეკლესია მისი მეცადინეობით ქართველთა სულიერი ცხოვრების ნაწილად იქცა. ქადაგებებში პატრიოტიზმსა და სარწმუნოებას, ქართველობასა და მართლმადიდებლობას, რელიგიურ და ეროვნულ პრობლემებს ერთმანეთთან აიგივებდა. ახალგაზრდობას უნერგავდა რწმენას, რომ ქართული კულტურის შედევრების შექმნა, ამ უმდიდრესი მემკვიდრეობის შენარჩუნება, ხალხის სულიერი აღორძინება არის ქრისტიანობის დამსახურება; მიაჩნდა, რომ ჩვენი სარწმუნოება ამავე დროს იყო საწინდარი მატერიალური კეთილდღეობისა, რასაც, მისი აზრით, ქრისტიანული და სხვა აღმსარებლობის ქვეყნების ერთმანეთთან ელემენტარული შედარებაც ადასტურებდა; მართლმადიდებლობას, მიუხედავად სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებისა, განიხილავდა ერის გამაერთიანებელ ძალად.

თავისი ქადაგებებით გაბრიელმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ეროვნულობის საძირკვლის ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინებას და განმტკიცებას, მაღალი სულიერებისა და ზნეობის დამკვიდრებას. მისი სახელი სულ მალე გასცდა საქართველოსა და თვით რუსეთის იმპერიის ფარგლებს. გაბრიელის ქადაგებები ს. მალანის მიერ ითარგმნა და 1867 წ. გამოიცა ინგლისში, მოგვიანებით კი ბულგარულ ენაზეც გამოვიდა. ოლივერ უორდროპის წიგნი „საქართველოს სამეფო“ (ლონდონი, 1886), შეიცავდა ცნობას ეპისკოპოს გაბრიელზე, რომლის „ქადაგებებს უძლიერესი ზეგავლენა აქვთ ქართველ ხალხზე. ქადაგებების ავტორი მთელ მის თანამემამულეებს გულწრფელად უყვართ“. – ნათქვამი იყო წიგნში.

წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) შეფასებით, სახელოვანმა მღდელმთავარმა ერის სიყვარული იმით დაიმსახურა, რომ მას „სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდან საუკუნემდე ... იგი ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად“.

[რედაქტირება] საზოგადოებრივი მოღვაწეობა

XIX ს. 70-იანი წლებიდან გაბრიელი ღიად უპირისპირდება შოვინიზმის პოლიტიკას. როცა სენატორმა გ. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ 1872 წ. გამოსცა წიგნაკი, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა პატარა ერებისა და მათი ენების, მათ შორის ქართულის, არსებობის აუცილებლობას, ცნობილმა რენეგატმა ყველაზე დასაბუთებული პასუხი გაბრიელისგან მიიღო. საკადრისი პასუხი გასცა მან მუდმივად დაპირისპირებულ ეგზარქოს ევსევისაც თავისი 1874 წ. 25 აპრილის და 10 ოქტომბრის წერილებით. მათში მთელი პირდაპირობით არის მხილებული ქართველთა შევიწროებისკენ მიმართული იმპერიული საკადრო პოლიტიკა და ეგზარქოსის ინტრიგები გაბრიელის პიროვნების წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოს მწყემსმთავარი წინ აღუდგა რუსიფიკატორულ საგანმანანათლებლო პოლიტიკას, რომელიც სასწავლებლებიდან, განსაკუთრებით სამეგრელოს სკოლებიდან, ქართული ენის გამოდევნას, ქართველი ხალხის გათიშვას ისახავდა მიზნად. მტკიცე ეროვნოვნული პოზიციის გამო გაბრიელი ბოლო წლებში მთავრობისთვის არასაიმედო პიროვნებად იქნა მიჩნეული, მას ფიზიკური განადგურებითაც კი ემუქრებოდნენ; 1885 წ. საქართველოს დატოვება ჰქონდა განზრახული, რათა მოსალოდნელი მკვლელობით ქართველი ხალხისთვის ჩირქი არ მოეცხოთ. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილმა განგაშმა ერის საყვარელ მოძღვარს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

გაბრიელის სახელთან არის დაკავშირებული 1884 წ. ნოემბერში ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტის შექმნა ქუთაისში, 400 საგალობლის ნოტებზე ჩაწერა და ცალკე წიგნად გამოცემა. 1890 წ. 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გაბრიელი (ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი) განათლების სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რაც გამოიხატა პირადი ხარჯებით სოფ. ბახვის სკოლის დაარსებაში, ეპარქიაში სამრევლო სკოლების გამრავლებაში, ხალხისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი შესანიშნავი ქადაგებების ორტომეულის გამოცემაში, თავის საპატიო წევრად აირჩია. გაბრიელის საზოგადოებრივი მოღვაწეობაში დიდი ადგილი ეჭირა ქველმოქმედებას. ის ეხმარებოდა ქვრივ-ობოლთ, ავადმყოფებს, პატიმრებს, ომში დაჭრილებს. საკუთარი სახსრებით ააშენა და გაარემონტა ეკლესიები, სკოლები, დაეხმარა პედაგოგებს, განათლება მისცა ორმოცზე მეტ ყმაწვილს. გარდა ამისა, ჰყავდა მოსწავლეები სოხუმში, სვანეთში და ა.შ.

1890 წ. 11 აგვისტოს შეადგინა ანდერძი გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.

1896 წ. 10 მარტს გაბრიელი ანდერძისამებრ, გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში დაიკრძალა. მანამდე, თვენახევრის განმავლობაში, გელათისკენ მიმავალი გზების თოვლით ჩახერგვის გამო, მისი ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ესვენა და ცხადი გახდა, რომ უფალმა იგი უხრწნელობით განადიდა.

1995 წ. 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შერაცხა წმ. მღვ- დელმთავრის სახელწოდებით.

ჯ. გამახარია
დიაკ. გ. მაჩურიშვილი



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №18526; საქმე №24421;
  • Apx. Гавриил, Основания опытной психологии, CПБ., 1858;
  • Обозрение Сванетских приходов, М., 1867;
  • Обозрение Абхазских и Самурзаканских приходов, M., 1868;
  • Обозрение Абхазских Приходов в 1869 г., M., 1870;
  • Обозрение Абхазских и Самурзакаснских церквей в 1870 г., M., 1871;
  • Обозрение Абхазских приходов в 1871 г., М., 1872;
  • Обозрение Абхазских и Самурзакаснских приходов в 1872 г., M., 1873
  • აბაშიძე ზ., ნეტარ იყვნენ მოწყალენი, ფუძე, 2004, №2;
  • ბასილაძე ი., მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები გაბრიელ ეპისკოპოსის თვალსაზრისით, ინტელექტი, 2000, №1;
  • მისივე, ქალის დანიშნულება, აღზრდა და განათლება გაბრიელ ეპისკოპოსის თვალთახედვით, ინტელექტი, 2000, №1,
  • გამახარია ჯ., ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ეპოქა – აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005;
  • გოგებაშვილი ი., მთავარი ღირსება გაბრიელ ეპისკოპოსისა და საუკეთესო ძეგლი;
  • იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი, თხზ., ტ. 3., თბ., 1954;
  • გურგენიძე ვ., გაბრიელ ეპისკოპოსი – წმ. მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, წ., 2, თბ.,
  • 1997; ედილაშვილი ც., გაბრიელ ეპისკოპოსის რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები, თბ., 2001;
  • კანდელაკი ნ., გაბრიელ ქიქოძე – ქართული მჭევრმეტყველება., თბ., 1965;
  • მახარაძე მ., გაბრიელ ქიქოძე ადამიანის დანიშნულების შესახებ, კლდეკარი, 1991, №1;
  • მუმლაძე თ, გაბრიელ ქიქოძის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები, ნაწ., 1-3., თბ., 2005;
  • ნიკოლეიშვილი ა., გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), თბ., 1990;
  • სხირტლაძე ს., იაკობ გოგებაშვილი და გაბრიელ ქიქოძე გადანახული საგანძურიდან, თბ., 1965;
  • ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისა, ქართული მწერლობა, ტ. 23, თბ., 2005;
  • ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბ., 1993;
  • წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, თბ., 2005;
  • წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი, კრ., თბ., 2007;
  • ჭავჭავაძე ი., სიტყვა თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს, თხზ., ტ. 4, თბ., 1955.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

გაბრიელ ქიქოძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები