ფოროპლასტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფოროვანი მასალებიმასალები]] | [[კატეგორია:ფოროვანი მასალებიმასალები]] | ||
| − | [[კატეგორია:თბოსაიზოლაციო | + | [[კატეგორია:საიზოლაციო მასალები]] |
| + | [[კატეგორია:თბოსაიზოლაციო მასალები]] | ||
[[კატეგორია:კონსტრუქციული პლასტმასები]] | [[კატეგორია:კონსტრუქციული პლასტმასები]] | ||
21:47, 15 თებერვალი 2023-ის ვერსია
ფოროპლასტი – ღრუბლისებრი სტრუქტურის მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალაა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ქაფპლასტს, მაგრამ განსხვავდება მისგან უფრო მაღალი ტენ და წყალშთანთქმის უნარით, ამაღლებული თბოგამტარობითა და დაბალი ელექტროსაიზოლაციო თვისებებით (სიმკვრივე – 3-50 კგ/მ3; ფორიანობა – 95%-მდე; თბოგამტარობა – 0,025-0,05 კკალ/მ·სთ·გრად).
ფოროპლასტის მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა სინთეზური ფისები, როგორიცაა:
- შარდოვანაფორმალდეჰიდი;
- ფენოლფორმალდეჰიდი;
- პოლივინილქლორიდი;
- პოლიურეთანი;
- პოლისტირენი
ფორების წარმოსაქმნელად კი ძირითადად გამოიყენება ასაფუებელი ნივთიერებები ამონიუმის კარბონატის ან ნატრიუმის ბიკარბონატის სახით.
ფოროპლასტის ნაკეთობები მზადდება დაწნეხის მეთოდით: თავდაპირველად საწყისი ნივთიერება დაიწნეხება წნეხფორმაში და გაცხელდება ფორმაწარმომქმნელის დაშლის ტემპერატურამდე. შემდეგ წნეხფორმის პუანსონი აიწევა ზევით, პლასტმასი აფუვდება, შეავსებს ფორმას და გაცივების შემდეგ ამოიღება ფორმიდან.
ქაფპლასტისაგან განსხვავებით ფოროპლასტს ახასიათებს მაღალი აირგამტარობა და წყალშთანთქმა. ხისტი ფოროპლასტი ქაფპოლივინილქლორიდის, ქაფპოლიურეთანის ან ქაფპოლისტირენის საფუძველზე მშენებლობაში გამოიყენება, როგორც ბგერამშთანთქავი და თბოსაიზოლაციო მასალა.