ლეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ლეკა''' - Acer platanoides L. '''მთიულ. – ძელქვა, ფშავ., ხევს....)
 
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
 
+
 
+
  
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]]
 
[[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 00:18, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით

Leka.PNG

ლეკა - Acer platanoides L.

მთიულ. – ძელქვა, ფშავ., ხევს., რაჭ., ლეჩხ. –ლეკი, ზ.იმერ. – ქორაფი, აჭარ. – ლეკიხე

ლეკა ნეკერჩხლისებრთა ოჯახიდანაა. ქორაფის და მთის ბოკვის მსგავსად, მთის შუა და ზედა სარტყელში იზრდება წიფლის, რცხილის, წაბლის და არყის გავრცელების არეში. შერეულ ფოთლოვან ტყეში გვხვდება თელასთან, ცაცხვთან და არყთან ერთად. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 1400-1600 მ სიმაღლეზე.

ლეკა ძირითადად 30 მ-მდე სიმაღლისაა, ზოგჯერ 35 მეტრსაც აღწევს.

ფოთოლი ხუთ-შვიდნაკვთიანია, დიდი ზომის, 8-20 სმ სიგრძის და 10-25 სმ სიგანის. ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია ფერისა და პრიალაა, ზედა მხარესთან შედარებით. ლეკა ყვავილობს მაისში, ფოთლის გაშლამდე. ყვავილედი მტევანია, მომწვანო ყვითელი ფერის. ნაყოფი ფრთიანი კაკალია. ფრთიანა დიდი ზომისაა და ხშირად 55-62 მმ-ს აღწევს.


[რედაქტირება] წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები