მისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მისტიკა''' - (ბერძ. „მისტიკოს“ - იდუმალი) იდუმალი, ზებუნებრივი, ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მისტიკა''' - (ბერძ. „მისტიკოს“ - იდუმალი) იდუმალი, ზებუნებრივი, ზეგრძნობადი და ზეგონიერი ძალების რწმენა.
+
'''მისტიკა''' - მისტიკა – (ბერძნ. mistikos – იდუმალი) – მიღმიერი რეალობის, ირაციონალურის, პარადოქსულის, ზებუნებრივის უშუალო, ინტუიციური წვდომა.  
  
 +
მისტიკური განცდა წარმოიშობა როგორც მოულოდნელად (უკიდურესად დრამატულ ან უჩვეულო სიტუაციაში), ისე მიზანმიმართული ქმედების დროს (მაგ. რელიგიური [[მედიტაცია|მედიტაციის]] და [[ექსტაზი]]ს მდგომარეობაში, [[შემოქმედებითი ექსტაზი]]ს, ზეშთაგონების პირობებში). მისტიკური განცდა ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც [[აბსოლუტი|აბსოლუტთან]] შერწყმის პროცესი. [[თეიზმი]]ს ორთოდოქსალურ სისტემაში ([[იუდაიზმი]], [[ქრისტიანობა]], [[ისლამი]]) მისტიკური წვდომა ხორციელდება სიტყვიერი ფორმით, არათეისტურში (დაოსიზმი, [[ბუდიზმი]], ნეოპლატონიზმი) – უსიტყვოდ, მხოლოდ თვითჩაღრმავების და მედიტაციის გზით.
  
 +
თეატრალურ ხელოვნებაში მისტიკა მიჩნეულია შთაგონების უმთავრეს წყაროდ. მისი უმაღლესი ფორმაა ზეშთაგონება ([[ზეცნობიერი შემოქმედება]]). მისტიკამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა სიმბოლისტურ და მოდერნისტულ მიმდინარეობებში.
  
== წყარო ==
+
''მ. გეგია''
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
  
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
 
[[კატეგორია:ეზოთერიზმი]]
+
 
 +
== წყარო ==
 +
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:მისტიკა]]

მიმდინარე ცვლილება 15:18, 24 აპრილი 2023 მდგომარეობით

მისტიკა - მისტიკა – (ბერძნ. mistikos – იდუმალი) – მიღმიერი რეალობის, ირაციონალურის, პარადოქსულის, ზებუნებრივის უშუალო, ინტუიციური წვდომა.

მისტიკური განცდა წარმოიშობა როგორც მოულოდნელად (უკიდურესად დრამატულ ან უჩვეულო სიტუაციაში), ისე მიზანმიმართული ქმედების დროს (მაგ. რელიგიური მედიტაციის და ექსტაზის მდგომარეობაში, შემოქმედებითი ექსტაზის, ზეშთაგონების პირობებში). მისტიკური განცდა ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც აბსოლუტთან შერწყმის პროცესი. თეიზმის ორთოდოქსალურ სისტემაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მისტიკური წვდომა ხორციელდება სიტყვიერი ფორმით, არათეისტურში (დაოსიზმი, ბუდიზმი, ნეოპლატონიზმი) – უსიტყვოდ, მხოლოდ თვითჩაღრმავების და მედიტაციის გზით.

თეატრალურ ხელოვნებაში მისტიკა მიჩნეულია შთაგონების უმთავრეს წყაროდ. მისი უმაღლესი ფორმაა ზეშთაგონება (ზეცნობიერი შემოქმედება). მისტიკამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა სიმბოლისტურ და მოდერნისტულ მიმდინარეობებში.

მ. გეგია



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები