მოდერნი
(ახალი გვერდი: '''მოდერნი''' – (ფრანგ. modérne - თანამედროვე, უახლესი) – მიმართულება [[...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მოდერნი''' – (ფრანგ. | + | '''მოდერნი''' – (ფრანგ. moderne უახლესი, თანამედროვე), XIX-XX საუკუნის მიჯნაზე წარმოშობილი სტილი დასავლურ ხელოვნებაში. მისი ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1886-1914. [[ბელგია]]ში, [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და [[აშშ]]-ში იგი დამკვიდრდა როგორც „ახალი ხელოვნება“ (Art Nouveau), [[გერმანია]]ში – „იუგენდსტილი“ (Jugendstil), [[ავსტრია]]ში – „სეცესიონის სტილი“ (Sezessionstil), [[იტალია]]ში – „ლიბერტის სტილი“ (Stile Liberti), [[ესპანეთი|ესპანეთში]] – „მოდერნიზმი“ (Modernismo). გამოირჩეოდა ბუნტარული სულისკვეთებით. უპირისპირდებოდა კლასიკურ ფორმებს ხელოვნებაში, [[ნატურალიზმი|ნატურალიზმს]], რეალიზმს, [[აკადემიზმი|აკადემიზმს]]; უპირატესობას ანიჭებდა ესთეტიზმს, დეკორატიულობას, პლასტიციზმს. ბევრი რამ ისესხა აღმოსავლური კულტურიდან (განსაკუთრებით იაპონური მოტივები); ახასიათებდა პოლისტილისტურობა, ქრისტიანული თემატიკა აქ მიერთებულია ფოლკლორთან, ფრივოლურ ეროტიზმთან, მისტიკურ სიმბოლურობასთან, დახვეწილი გემოვნება უხეშ, მყვირალა ელემენტებთან. მის უმნიშვნელოვანეს სტილურ პრინციპად იქცა [[სტილიზაცია]], ერთიანი ფორმათწარმოქმნადი პრინციპი, სხვადასხვა სტილების (ხშირად, საპირისპირო) ესთეტიკური გადამუშავება. დროთა განმავლობასი იგი გადაიზარდა კონსტრუქტივიზმში, ტექნიციზმში. მისი მრავალი ნიშანი გამოვლინდა ახალ პროცესში და ცივილიზაციის ახალ საფეხურზე პოსტმოდერნიზმის სახით XX საუკუნის მე-2 ნახევარში. |
| − | + | ||
| ხაზი 8: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]] |
| − | + | ||
მიმდინარე ცვლილება 15:48, 24 აპრილი 2023 მდგომარეობით
მოდერნი – (ფრანგ. moderne უახლესი, თანამედროვე), XIX-XX საუკუნის მიჯნაზე წარმოშობილი სტილი დასავლურ ხელოვნებაში. მისი ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1886-1914. ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იგი დამკვიდრდა როგორც „ახალი ხელოვნება“ (Art Nouveau), გერმანიაში – „იუგენდსტილი“ (Jugendstil), ავსტრიაში – „სეცესიონის სტილი“ (Sezessionstil), იტალიაში – „ლიბერტის სტილი“ (Stile Liberti), ესპანეთში – „მოდერნიზმი“ (Modernismo). გამოირჩეოდა ბუნტარული სულისკვეთებით. უპირისპირდებოდა კლასიკურ ფორმებს ხელოვნებაში, ნატურალიზმს, რეალიზმს, აკადემიზმს; უპირატესობას ანიჭებდა ესთეტიზმს, დეკორატიულობას, პლასტიციზმს. ბევრი რამ ისესხა აღმოსავლური კულტურიდან (განსაკუთრებით იაპონური მოტივები); ახასიათებდა პოლისტილისტურობა, ქრისტიანული თემატიკა აქ მიერთებულია ფოლკლორთან, ფრივოლურ ეროტიზმთან, მისტიკურ სიმბოლურობასთან, დახვეწილი გემოვნება უხეშ, მყვირალა ელემენტებთან. მის უმნიშვნელოვანეს სტილურ პრინციპად იქცა სტილიზაცია, ერთიანი ფორმათწარმოქმნადი პრინციპი, სხვადასხვა სტილების (ხშირად, საპირისპირო) ესთეტიკური გადამუშავება. დროთა განმავლობასი იგი გადაიზარდა კონსტრუქტივიზმში, ტექნიციზმში. მისი მრავალი ნიშანი გამოვლინდა ახალ პროცესში და ცივილიზაციის ახალ საფეხურზე პოსტმოდერნიზმის სახით XX საუკუნის მე-2 ნახევარში.