ხანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხანია''' ''(აფხ. Ханиа)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, [[აერგი|ა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ხანია''' ''(აფხ. Ханиа)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, [[აერგი|აერგების]], რიმცასა და [[რარირა]]ს, ქალიშვილი, [[რადი]]სა და [[რაში]]ს და (ვარიანტი: შვიდი ძმის ერთი და), [[სასრიყვა]]ს ცოლი (სასრიყვა მას ირთავს როგორც აერგების ასულს. ამ ეპიზოდში მისი სახელი ცნობილი არ არის).
+
'''ხანია''' ''(აფხ. Ханиа)'' – ნართულ გადმოცემათა [[პერსონაჟი]], [[აერგი|აერგების]], რიმცასა და [[რარირა]]ს, ქალიშვილი, [[რადი]]სა და [[რაში]]ს და (ვარიანტი: შვიდი ძმის ერთი და), [[სასრიყვა]]ს ცოლი (სასრიყვა მას ირთავს როგორც აერგების ასულს. ამ ეპიზოდში მისი სახელი ცნობილი არ არის).
  
 
ხანია ცხოვრობს ერთ მიუვალ მწვერვალზე ფრინველთა ძვლებისგან აგებულ სასახლეში. აერგების ასული მზეთუნახავია, სახე მთვარესავით უნათებს, ტანი არჩვს მიუგავს, სიარული – [[ირემი|ირმის]] სირბილს; არც ბერდება და არც ახალგაზრდავდება, მუდამ გაზაფხულივით ჰყვავის. მისი ნეკა თითი მზის სხივივით ანათებს სიბნელეში, რაც ხანიას სოლარულ წარმომავლობაზე მიანიშნებს (როგორც ჩანს, არც ის არის შემთხვევითი, რომ ყვავილბატონების მფარველი სოლარული ბუნების აფხაზური მფარველის, ოქროს [[ზოსხანი]]ს, ცოლს ხანია ჰქვია).
 
ხანია ცხოვრობს ერთ მიუვალ მწვერვალზე ფრინველთა ძვლებისგან აგებულ სასახლეში. აერგების ასული მზეთუნახავია, სახე მთვარესავით უნათებს, ტანი არჩვს მიუგავს, სიარული – [[ირემი|ირმის]] სირბილს; არც ბერდება და არც ახალგაზრდავდება, მუდამ გაზაფხულივით ჰყვავის. მისი ნეკა თითი მზის სხივივით ანათებს სიბნელეში, რაც ხანიას სოლარულ წარმომავლობაზე მიანიშნებს (როგორც ჩანს, არც ის არის შემთხვევითი, რომ ყვავილბატონების მფარველი სოლარული ბუნების აფხაზური მფარველის, ოქროს [[ზოსხანი]]ს, ცოლს ხანია ჰქვია).

მიმდინარე ცვლილება 15:53, 1 მაისი 2023 მდგომარეობით

ხანია (აფხ. Ханиа) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, აერგების, რიმცასა და რარირას, ქალიშვილი, რადისა და რაშის და (ვარიანტი: შვიდი ძმის ერთი და), სასრიყვას ცოლი (სასრიყვა მას ირთავს როგორც აერგების ასულს. ამ ეპიზოდში მისი სახელი ცნობილი არ არის).

ხანია ცხოვრობს ერთ მიუვალ მწვერვალზე ფრინველთა ძვლებისგან აგებულ სასახლეში. აერგების ასული მზეთუნახავია, სახე მთვარესავით უნათებს, ტანი არჩვს მიუგავს, სიარული – ირმის სირბილს; არც ბერდება და არც ახალგაზრდავდება, მუდამ გაზაფხულივით ჰყვავის. მისი ნეკა თითი მზის სხივივით ანათებს სიბნელეში, რაც ხანიას სოლარულ წარმომავლობაზე მიანიშნებს (როგორც ჩანს, არც ის არის შემთხვევითი, რომ ყვავილბატონების მფარველი სოლარული ბუნების აფხაზური მფარველის, ოქროს ზოსხანის, ცოლს ხანია ჰქვია).

ხანია არაჩვეულებრივ სილამაზესთან ერთად არაჩვეულებრივი ჯან-ღონით გამოირჩევა, რაც მას ქართულ-კავკასიური და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ფოლკლორიდან ცნობილ გოლიათ ქალთა რიგში აყენებს. სალაშქროდ მიმავალ ძმებს ზოგჯერ ხანიაც მიჰყავთ. იგი ორთაბრძოლაში ამარცხებს ბერზექ ხუაშას, ბორკავს მის ცხენს და გაშოლტავს; ზოგიერთი ვარიანტით, ნართების დასთან, გუნდასთან, ერთად თხზავს სიმღერას შებორკილ ცხენზე – აზარზე. ამ სიმღერას დღესაც მღერიან აფხაზები მიცვალებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღის დროს.

აერგების ასული საოცრად მოყვარული და ერთგული ცოლია. იგი თავის ნეკა თითით წყვდიადს უნათებს ღამეულ გზებზე მოარულ სასრიყვას. აბობოქრებულ ყუბანში გადავარდნილი სასრიყვა მეუღლეს დამხრჩვალი ჰგონია, თავადაც ხტება მდინარეში და იღუპება.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები