წარდგინების ხელოვნება
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წარმოდგენის ხელოვნება“ გადაიტანა გვერდზე „[[წარდგინების ხელოვნ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 11:46, 18 მაისი 2023 მდგომარეობით
„წარდგინების (წარმოდგენის) ხელოვნება“ – სტანისლავსკიმ სამსახიობო ხელოვნება დაყო სამ სახეობად: 1) განცდის; 2) წარდგინების; 3) ხელოსნობისა და შტამპის. „წარდგინების ხელოვნება“ როლზე მუშაობას ანაწევრებს ორ განსხვავებულ ეტაპად – სარეპეტიციო და სასცენო. „წარდგინების ხელოვნების“ მიხედვით, მსახიობმა როლი უნდა განიცადოს მხოლოდ სარეპეტიციო პერიოდში, სცენიდან კი მაყურებელს წარუდგინოს მზა შედეგი, როლის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მოდელი. ეს შეხედულება თეორიულად ჩამოაყალიბეს დ. დიდრომ („პარადოქსი მსახიობის შესახებ, 1770-73) და კოკლენმა („მსახიობის ხელოვნება“, 1886). „წარდგინების ხელოვნების“ საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბა ბ. ბრეხტმა („სამსახიობო ხელოცნების ახალი ტექნიკა“, 1940). „განცდის“ ხელოვნება უპირატესობას ანიჭებს მსახიობის ინტუიციას, „წარდგინების ხელოვნება“ კი – ინტელექტს.
მ. გეგია