დიულენი შარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შარლ დიულენი''' – (1885-1949), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი. ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შარლ დიულენი“ გადაიტანა გვერდზე „დიულენი შარლ“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:22, 29 მაისი 2023 მდგომარეობით

შარლ დიულენი – (1885-1949), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი.

სწავლობდა ლიონის კონსერვატორიაში. მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ა. ანტუანის ჟ. რუშეს, ჟ. კოპოს, ფ. ჟემიეს, გ. ბატის თეატრებში. 1921 წ. შექმნა საკუთარი თეატრი „ატელიე“. 1940 წ. თეატრი „ატელიე“ გადასცა ა. ბარსაკს, თვითონ კი გააგრძელა მუშაობა საფრანგეთის სხვადასხვა თეატრებში. იგი იყო კონტრასტების მოყვარული მსახიობი, ერთმანეთს უთავსებდა თავშეკავებას და ვნებიან თავაშვებულობას, ლირიზმს და თვალთმაქცობას, სათნოებას და მედიდურობას. თავის დადგმებში ელტვოდა უბრალოებას, სიცხადეს, მსახიობის თავისუფლებას. მისი შემოქმედებითი მეთოდი ახლოს იდგა სტანისლავსკის სისტემასთან. დაწერა წიგნი „მსახიობის მოგონებანი და შენიშვნები“.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები