ბაიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
[[კატეგორია:ენაკიანი მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:ენაკიანი მუსიკალური საკრავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:42, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ბაიანი - (ლეგენდარული რუსი მომღერალ-მთქმელის ბაიანის ან ბოიანის სახელის მიხედვით), ენაკიანი მუსიკალური საკრავი, ხელის ღილაკებიანი გარმონი, რომლის მარჯვენა კლავიატურაზე სრული ქრომატული ბგერების რიგია განლაგებული (დიაპაზონი-დიდი ოქტავის სი ბემოლი - მეოთხე ოქტავის დო დიეზი), ხოლო მარცხენაზე - ბანები და მზა აკორდული აკომპანემენტი. ბაიანს აქვს მზა აკორდები ყველა ტონალობაში - მაჟორული და მინორული სამხმოვანებები და მათი შებრუნებები, სეპტაკორდები (ზოგჯერ შემცირებულიც).
ბაიანი პირველად უწოდეს (1907) მისმა კონსტრუქტორებმა პ. სტერლიგოვმა და ი. ორლოვსკიმ. საზღვარგარეთ იყო ცნობილი კნოპიანი (ან ქრომატული) აკორდეონის სახელით.