სატურნალიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''სატურნალიები''' – ''(რომ.)'' [[სატურნუსი]]სა და მისი მეუღლის, [[ოპსი]]ს, პატივსადები ზეიმები რომში.
 
'''სატურნალიები''' – ''(რომ.)'' [[სატურნუსი]]სა და მისი მეუღლის, [[ოპსი]]ს, პატივსადები ზეიმები რომში.
სატურნალიებს რომაელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ დეკემბრის ბოლოს და მთელი კვირა ქალაქში საკარნავალო განწყობილება სუფევდა. იმართებოდა ლხინი, ბატონები თავიანთ მონებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ და ადამიანთა სიხარულს არ ჰქონდა
 
საზღვარი. ამ დროს ყოველი მიწიერი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა, ქრებოდა შუღლი, დროებით ჩერდებოდა სამსჯავროთა
 
საქმიანობა, არ ისჯებოდნენ მსჯავრდებულები, საომარ მიზნებზე ფიქრიც კი იკრძალებოდა.
 
  
სატურნალიების დღეებში ნაცნობები ერთმანეთს საბოძვრებს უძღვნიდნენ: უმეტესწილად [[თავსაბური|თავსაბურავებს]], [[კოვზი|კოვზებს]], [[თასი|თასებს]], [[კანდელი|კანდელებსა]] და თიხის თოჯინებს. ამას ემატებოდა სახუმარო წერილები და თავშესაქცევი ლექსები. ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა შემთვრალი ბრბო და ხალხს ასეთი შეძახილით იწვევდა გარეთ: „ოი, სატურნალია!“ იმპერატორები საზეიმო თამაშებს აწყობდნენ და შესვენების დროს მათი ბრძანებით დამსწრე საზოგადოებას საჩუქრები ურიგდებოდა.
+
სატურნიები ძველი რომაელების ერთ-ერთი ღმერთის, სატურნისადმი მიძღვნილი უდიდესი დღესასწაული იყო. სატურნს ლაციის მკვიდრნი მიაწერდნენ მიწათმოქმედების, მევენახეობის, მეღვინეობისა და მრავალი სხვა სახის სასარგებლო საქმიანობისა თუ კულტურათა განვითარებას; მითოლოგიის თანახმად, სატურნის მიერ იტალიის მმართველობის ხანა საყოველთაო კეთილდღეობისა და თანასწორობის ეპოქად – ოქროს ხანადაა მიჩნეული. სატურნის მადიდებელი დღესასწაული დეკემბრის მეორე ნახევარში ტარდებოდა. ამ დროისთვის, უკვე დასრულებული სამიწათმოქმედო სამუშაოებისა და მოსავლის აღების შემდეგ, ხალხს ბუნებრივად უჩნდებოდა სადღესასწაულო განწყობილებაც, – მხიარულად დასვენებისა და განტვირთვის სურვილი. სატურნიები ძველ რომაელთათვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად იქცა, რომლის დროსაც წყვეტდა მუშაობას ყველა საზოგადოებრივი უწყება, ცხადდებოდა სასკოლო არდადეგები, არ სჯიდნენ დამნაშავეებს, არ ითხოვდნენ გადასახადების გადახდას, მონებს ათავისუფლებდნენ ჩვეული მოვალეობების შესრულებისგან. სიმბოლურად, 19 დეკემბერი მონათა თავისუფლების დღედ მიიჩნეოდა, თუმცა არსებითად სატურნიები იქცა ადამიანის ყოველგვარი ყოფითი მოვალეობებისგან, იერარქიული ურთიერთობებისა და ფასეულობებისგან დროებითი თავისუფლების გამომხატველ დღესასწაულად.
  
სატურნალიები შემდგომში საფუძვლად დაედო საკარნავალო მსვლელობებს და წარმოდგენებს მთელს [[ევროპა]]ში.
+
დღესასწაული ფორუმში, სატურნის ტაძარში განხორციელებული მსხვერპლშეწირვით იწყებოდა. მსხვერპლშეწირვას მოჰყვებოდა
 +
ნადიმი; ოჯახებში ღორის დაკვლით სრულდებოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, შემდეგ მხიარულება ქუჩაში გრძელდებოდა. ახლობლები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. სადღესასწაულო საჩუქრებად მიიჩნეოდა ცვილის სანთლები, ტერაკოტისა და ცომისაგან დამზადებული მცირე ზომის ფიგურები, სხვადასხვა გამოსახულებანი. დღესასწაული რამდენიმე დღე გრძელდებოდა – რესპუბლიკის
 +
ბოლო პერიოდში კი ერთ კვირას ითვლიდა.
  
 +
სატურნიები მთელი თავისი ატრიბუტიკითა და ფორმით, განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამორჩეულ, თეატრალიზებულ დღესასწაულს წარმოადგენდა, – [[კოსტიუმი (თეატრალური)|კოსტიუმებით]], ნიღბებით, მიმიკური თამაშით, სახუმარო სიმღერებით, დიალოგებით, სიტყვიერი იმპროვიზაციითა და კარნავალური სტიქიის თავისუფლებით. სატურნიების დღესასწაული ყველა იერარქიული ურთიერთობების, ჩვეული ნორმების, წესებისა და დოგმების დარღვევით და პაროდირებით ხასიათდებოდა. დროებით, ყველაფერი ჩვეული დამკვიდრებული, თითქოს ყირაზე დგებოდა, – უფროსი უმცროსად იქცეოდა, ბატონი-ყმად, მონა-ბატონად. დღესასწაულის მონაწილენი კენჭისყრით სატურნიების თავკაცს – მეფეს ირჩევდნენ. მეფის ბრძანების შესრულება კი ყველასთვის სავალდებულო იყო. ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის გადმოცემით, რომაული რიტუალური დღესასწაულების, მათ შორის სატრუნიების თამაშისეულ ფორმებზე დიდი გავლენა ეტრუსკულმა სანახაობრივ-რიტუალურმა კულტურამ მოახდინა.
  
== წყარო ==
+
''მაია გოშაძე''
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
 
 +
 
 +
=== წყარო ===
 +
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I]]
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
 
[[კატეგორია:ძველი რომის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ძველი რომის ისტორია]]
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რომაული დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რომაული დღესასწაულები]]

მიმდინარე ცვლილება 15:39, 23 ივნისი 2023 მდგომარეობით

სატურნალიები(რომ.) სატურნუსისა და მისი მეუღლის, ოპსის, პატივსადები ზეიმები რომში.

სატურნიები ძველი რომაელების ერთ-ერთი ღმერთის, სატურნისადმი მიძღვნილი უდიდესი დღესასწაული იყო. სატურნს ლაციის მკვიდრნი მიაწერდნენ მიწათმოქმედების, მევენახეობის, მეღვინეობისა და მრავალი სხვა სახის სასარგებლო საქმიანობისა თუ კულტურათა განვითარებას; მითოლოგიის თანახმად, სატურნის მიერ იტალიის მმართველობის ხანა საყოველთაო კეთილდღეობისა და თანასწორობის ეპოქად – ოქროს ხანადაა მიჩნეული. სატურნის მადიდებელი დღესასწაული დეკემბრის მეორე ნახევარში ტარდებოდა. ამ დროისთვის, უკვე დასრულებული სამიწათმოქმედო სამუშაოებისა და მოსავლის აღების შემდეგ, ხალხს ბუნებრივად უჩნდებოდა სადღესასწაულო განწყობილებაც, – მხიარულად დასვენებისა და განტვირთვის სურვილი. სატურნიები ძველ რომაელთათვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად იქცა, რომლის დროსაც წყვეტდა მუშაობას ყველა საზოგადოებრივი უწყება, ცხადდებოდა სასკოლო არდადეგები, არ სჯიდნენ დამნაშავეებს, არ ითხოვდნენ გადასახადების გადახდას, მონებს ათავისუფლებდნენ ჩვეული მოვალეობების შესრულებისგან. სიმბოლურად, 19 დეკემბერი მონათა თავისუფლების დღედ მიიჩნეოდა, თუმცა არსებითად სატურნიები იქცა ადამიანის ყოველგვარი ყოფითი მოვალეობებისგან, იერარქიული ურთიერთობებისა და ფასეულობებისგან დროებითი თავისუფლების გამომხატველ დღესასწაულად.

დღესასწაული ფორუმში, სატურნის ტაძარში განხორციელებული მსხვერპლშეწირვით იწყებოდა. მსხვერპლშეწირვას მოჰყვებოდა ნადიმი; ოჯახებში ღორის დაკვლით სრულდებოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, შემდეგ მხიარულება ქუჩაში გრძელდებოდა. ახლობლები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. სადღესასწაულო საჩუქრებად მიიჩნეოდა ცვილის სანთლები, ტერაკოტისა და ცომისაგან დამზადებული მცირე ზომის ფიგურები, სხვადასხვა გამოსახულებანი. დღესასწაული რამდენიმე დღე გრძელდებოდა – რესპუბლიკის ბოლო პერიოდში კი ერთ კვირას ითვლიდა.

სატურნიები მთელი თავისი ატრიბუტიკითა და ფორმით, განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამორჩეულ, თეატრალიზებულ დღესასწაულს წარმოადგენდა, – კოსტიუმებით, ნიღბებით, მიმიკური თამაშით, სახუმარო სიმღერებით, დიალოგებით, სიტყვიერი იმპროვიზაციითა და კარნავალური სტიქიის თავისუფლებით. სატურნიების დღესასწაული ყველა იერარქიული ურთიერთობების, ჩვეული ნორმების, წესებისა და დოგმების დარღვევით და პაროდირებით ხასიათდებოდა. დროებით, ყველაფერი ჩვეული დამკვიდრებული, თითქოს ყირაზე დგებოდა, – უფროსი უმცროსად იქცეოდა, ბატონი-ყმად, მონა-ბატონად. დღესასწაულის მონაწილენი კენჭისყრით სატურნიების თავკაცს – მეფეს ირჩევდნენ. მეფის ბრძანების შესრულება კი ყველასთვის სავალდებულო იყო. ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის გადმოცემით, რომაული რიტუალური დღესასწაულების, მათ შორის სატრუნიების თამაშისეულ ფორმებზე დიდი გავლენა ეტრუსკულმა სანახაობრივ-რიტუალურმა კულტურამ მოახდინა.

მაია გოშაძე


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები