ჩინური ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩინური ოპერა“ გადაიტანა გვერდზე „სიქუ“)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
 
გასაგებად, ალბათ, საჭიროა [[ჩინეთი|ჩინეთში]] დაიბადოთ ან ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანი იცხოვროთ.
 
გასაგებად, ალბათ, საჭიროა [[ჩინეთი|ჩინეთში]] დაიბადოთ ან ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანი იცხოვროთ.
  
ტრადიციულ ჩინურ [[ოპერა]]ს ანუ როგორც მას ჩინურად უწოდებენ სიქუ-ს (Xiqu), რამდენიმე თეატრალური ფორმა გააჩნია – პეკინის, სეჩუანური, შაოქსინგის, კანტონური, კუნქუს, ლიუჯუსა (Beijing opera, Shaoxing opera, Cantonese opera, kunqu, lüju) და სხვა ოპერები. ისინი რეგიონებისა და პროვინციების ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასიმღერო ენითა და ფოლკლორული ელემენტებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ფორმა, არსი და გამომსახველობითი ნიშნები ერთი და იგივეა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე პოპულარული გახლავთ პეკინის ოპერა, რომელიც კლასიკურ ჩინურ სათეატრო სანახაობადაა აღიარებული.
+
ტრადიციულ ჩინურ [[ოპერა]]ს ანუ როგორც მას ჩინურად უწოდებენ სიქუ-ს (Xiqu), რამდენიმე თეატრალური ფორმა გააჩნია – პეკინის, სეჩუანური, შაოქსინგის, კანტონური, კუნქუს, ლიუჯუსა (Beijing opera, Shaoxing opera, Cantonese opera, kunqu, lüju) და სხვა ოპერები. ისინი რეგიონებისა და პროვინციების ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასიმღერო ენითა და ფოლკლორული ელემენტებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ფორმა, არსი და გამომსახველობითი ნიშნები ერთი და იგივეა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე პოპულარული გახლავთ [[პეკინის ოპერა]], რომელიც კლასიკურ ჩინურ სათეატრო სანახაობადაა აღიარებული.
 
[[ფაილი:Kostiumebi chinuri operidan.PNG|thumb|მარცხნივ|250პქ|კოსტიუმი ჩინური ოპერიდან]]
 
[[ფაილი:Kostiumebi chinuri operidan.PNG|thumb|მარცხნივ|250პქ|კოსტიუმი ჩინური ოპერიდან]]
 
სიქუ-ს შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები „სამი სამეფოს“ პერიოდს მიეკუთვნება (ჩვ. წ. 220-280 წწ.). ხელოვნების ეს დარგი საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, თანის ეპოქის იმპერატორ სიუენ ძიუნის (ჩვ. წ. 712-50 წწ.) მმართველობის დროს კი შეიქმნა პირველი ჩინური საოპერო დასი „ლი იუან“ (Li Yiuan)), ანუ „მსხლის ბაღი“.
 
ხაზი 13: ხაზი 13:
  
ქინგის (Qing Dynasty– 1644-1911) დინასტიიდან მოყოლებული, პეკინის ოპერა ქვეყნის ტრადიციული კულტურის მთავარი ნაწილია. დრამატული ამბის თხრობის ფორმით, სხვადასხვა [[კოსტიუმი (თეატრალური)|კოსტიუმითა]] და მაღალ რეგისტრში სიმღერით მსახიობები ჩინეთის ისტორიას აცოცხლებენ.
 
''თამარ ცაგარელი''
  
ხაზი 19: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:ჩინური თეატრი]]
 
[[კატეგორია:ჩინური თეატრი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ჩინური ოპერა]]

მიმდინარე ცვლილება 15:17, 18 ივლისი 2023 მდგომარეობით

ქალის ამპლუა დანი

ჩინური ოპერა – აღმოსავლური მუსიკალური ხელოვნების ერთერთი ყველაზე საინტერესო და რთულად შესასრულებელი ჟანრია. ამ საოპერო მუსიკის, ტრადიციების, ჟესტების და ფერების სიმბოლიკის გასაგებად, ალბათ, საჭიროა ჩინეთში დაიბადოთ ან ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანი იცხოვროთ.

ტრადიციულ ჩინურ ოპერას ანუ როგორც მას ჩინურად უწოდებენ სიქუ-ს (Xiqu), რამდენიმე თეატრალური ფორმა გააჩნია – პეკინის, სეჩუანური, შაოქსინგის, კანტონური, კუნქუს, ლიუჯუსა (Beijing opera, Shaoxing opera, Cantonese opera, kunqu, lüju) და სხვა ოპერები. ისინი რეგიონებისა და პროვინციების ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასიმღერო ენითა და ფოლკლორული ელემენტებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ფორმა, არსი და გამომსახველობითი ნიშნები ერთი და იგივეა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე პოპულარული გახლავთ პეკინის ოპერა, რომელიც კლასიკურ ჩინურ სათეატრო სანახაობადაა აღიარებული.

კოსტიუმი ჩინური ოპერიდან

სიქუ-ს შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები „სამი სამეფოს“ პერიოდს მიეკუთვნება (ჩვ. წ. 220-280 წწ.). ხელოვნების ეს დარგი საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, თანის ეპოქის იმპერატორ სიუენ ძიუნის (ჩვ. წ. 712-50 წწ.) მმართველობის დროს კი შეიქმნა პირველი ჩინური საოპერო დასი „ლი იუან“ (Li Yiuan)), ანუ „მსხლის ბაღი“.

ევროპული ოპერისგან განხსვავებით, ჩინური ოპერის ყველაზე დიდი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დროისა და სივრცის ჩარჩოები სცენაზე განვითარებულ მოქმედებას არ ზღუდავს. სიუჟეტში ცვლილებების ასახვისთვის მსახიობები გარკვეულ ჟესტებს იყენებენ. მაგალითად, ხელის ტალღოვანი ჟესტი მდინარეზე გადაადგილებას ნიშნავს, ხოლო თუ მსახიობს ხელში მათრახი უჭირავს და სცენაზე სწრაფი ტემპით გადაადგილდება, ეს ნიშნავს, რომ იგი დოღის, ან ცხენის ჭენების სცენას ასახიერებს.

ჩინური ოპერის სირთულე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციული მოქმედების გარდა, ოპერის მსახიობს აკრობატული ნომრების შესრულება და ჩინური საბრძოლო ხელოვნების ღრმა ცოდნა მოეთხოვება. ამგვარი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ჩინეთში არსებობდა სპეციალური სკოლები, სადაც მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან ამზადებდნენ ჩინური ოპერის მსახიობებად.

ქინგის (Qing Dynasty– 1644-1911) დინასტიიდან მოყოლებული, პეკინის ოპერა ქვეყნის ტრადიციული კულტურის მთავარი ნაწილია. დრამატული ამბის თხრობის ფორმით, სხვადასხვა კოსტიუმითა და მაღალ რეგისტრში სიმღერით მსახიობები ჩინეთის ისტორიას აცოცხლებენ.

თამარ ცაგარელი

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები